image
image
image
image
image
სიახლეები
14 აპრილი - დედაენის დღე!   კალიგრაფიის კონკურსი (I-IVკლ)
2022 წლის 14 აპრილს ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს! კონკურსში მონაწილეობა მიიღეს I-IV კლასების მოსწავლეებმა. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები.
მაკულატურის ჩაბარება შესაბამის პუნქტში (I, III, IV, V, VII კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართულობით)

/მე და საზოგადოება - მოქალაქეობა - მ. მოლაშვილი, ე. ბუცხრიკიძე/

 

სასკოლო პროექტის ფარგლებში, სკოლაში შეგროვდა დიდი რაოდენობით მაკულატურა. ყველა მოსწავლეს კარგად აქვს გაცნობიერებული რა რაოდენობის ხე-ტყეა საჭირო ქაღალდის დასამზადებლად. სწორედ ამიტომ უნდა  გავუფრთხილდეთ თითოეულ ფურცელს, ცალკეულ შემთხვევებში კი გამოვიყენოთ მეორადი ქაღალდი. ამით გადავარჩენთ  ტყეების, დაცული იქნება  დედამიწის მწვანე საფარი...

I, V და   X კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების დახმარებით, სკოლამ მაკულატურის ჩასაბარებელ პუნქტში 292 კგ მაკულატურა მიიტანა.  სანაცვლოდ  კი  შეირჩა და  სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა 4 წიგნი: 

გ. პეტრიაშვილი  - „პატარა ქალაქის ზღაპრები“  (IV-V კლასი)

მაინ რიდი - „უთავი მხედარი“

გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“

„მსოფლიოს მითები და ლეგენდები“

 

შემეცნებითი  ანიმაციური  და დოკუმენტური ფილმების ჩვენება  ეკოლოგიურ პრობლემებზე (I-II კლასები  და  III-IV კლასები)

/ბუნებისმეტყველება და მე და საზოგადოება - მ. კუბლაშვილი,  ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/

2022 წლის 14 აპრილს, დაწყებითი კლასების ბუნებისმეტყველებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელთა  ხელმძღვანელობით  I-II  და III-IV კლასებთან,  სასკოლო პროექტის ფარგლებში  ჩატარდა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული ინტეგრირებული აქტივობა.  მოსწავლეებმა საკუთარი აზრი და დამოკიდებულება გამოხატეს გარესამყაროში არსებული პრობლემების შესახებ. ესაა დაბინძურებული ეზო, სკვერი, ქუჩა, სადარბაზო, ჰაერი, წყალი... მათ საკმაო ცოდნა გამოავლინეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით:

 „ზოგიერთი ადამიანი ძალიან ცუდად ექცევა ბუნებას, და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს...“

ნ. ხოხაშვილი (III კლ);

„თუ ვერ გაიხარეს მცენარეებმა, არც ცხოველებმა იცოცხლეს, წყალიც და ჰაერიც თუ დააბინძურეს ადამიანებმა, მაშინ დედამიწაზე ჯოჯოხეთი იქნება...“ - დ. კალანდაძე (II კლ);

„არ შეიძლება ტყის გაჩეხვა, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, თორემ ადამიანები მოიწამლებიან და ყველა დავიხოცებით...“ - გ. ვაშაკიძე (IV კლ)  ეს და კიდევ არაერთმა მოსაზრებამ გაიჟღერა ამ შეხვედრაზე.

კითხვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედამიწა გადარჩეს და ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი?..  ჩვენმა პატარებმა დაუფიქრებლად გასცეს ამ კითხვას პასუხები:

 „არ დავაბინძუროთ გარემო!“

„არ უნდა გავჩეხოთ ტყეები!“

„უნდა დავრგოთ ხეები!“

სასკოლო პროექტი  - „ეკოლოგიური პრობლემები“   (I დღე)

მოსწავლეთა ნახატების გამოფენა

/ხატვის წრე  -  მ. მოლაშვილი/

2022 წლის 13 აპრილს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა სასკოლო პროექტი სახელწოდებით   - ეკოლოგიური პრობლემები. I-IV კლასების მოსწავლეთა  ნამუშევრებში ნაჩვენებია მათი თვალით დანახული დედამიწა და არსებული ეკოლოგიური პრობლემები (მასწ.: მ. მოლაშვილი). გამოფენაზ ეასევე  წარმოდგენილია  VI კლასის მოსწავლეების - ლუკა ხვინთელანის, ნუცა ხორგუაშვილისა,  მარი დუმბაძისა და ნინი დარჩიძის არაჩვეულებრივი ნამუშევრები. მათი ხილვა  კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად ლამაზი და ნაირფერია ჩვენი სამყარო.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.