2021 წლის 1 ივნისს VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით „ვანო მაჩაბელის ცხოვრების გზა“, რომელიც ეძღვნებოდა კარგ ქართველთა ხსოვნას (მასწ. თ. ჩხეიძე). მოსწავლეებმა შეასრულეს კედლის გაზეთები საინტერესო მასალით, ისაუბრეს და საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს ჯერ საკლასო ოთახში, ხოლო შემდეგ სკოლის ეზოში. პროექტს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწ. ნაწ. გამგე და მასწავლებლები.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!
ამასთან დაკავშირებით VII კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები საინტერესო მასალებით (კლუბის ხელმძღვანელი და მოქალაქეობის მასწავლებელი ელისო ბუცხრიკიძე). პრეზენტაციამ საკლასო ოთახიდან სკოლის ეზოში გადაინაცვლა.
ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი - მ. დარჩაშვილი და სასწავლო ნაწილის გამგე - მ. ბექურიძე.
ინგლისური ენის მასწავლებელმა ქ-ნმა მარიამ დარჩაშვილმა V კლასის მოსწავლეებთან წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით - „ჩემი საყვარელი ქვეყანა და ცხოველები“. ბავშვებმა ინგლისურ ენაზე ისაუბრეს მათი საყვარელი კუთხის, ქვეყნის და ცხოველების შესახებ.
როგორც ცნობილი, ზამთრის სეზონზე ხშირია ვირუსული ინფექციების გავრცელება. ამასთან დაკავშირებით, ნაზი ექიმი შეხვდა I-XII კლასების მოსწავლეებს. შეხვედრა იყო საინტერესო და მათი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო.
პირველკლასელების საახალწლო ზეიმი სკოლა „ივერონში“ ჩატარდა 2020 წლის 23 იანვარს (ხელმძღვანელი და კლასის დამრიგებელი - თამთა აბულაძე, მუსიკალურად გააფორმა - ნანა ჭავჭანიძემ). ჩვენი პატარების გამოსვლამ დიდი სიხარული და სიამოვნება მიანიჭა მსმენელს - ყველამ ერთად კიდევ ერთხელ შევიგრძენით ახალი წლის სიხარული.
2019 წლის 31 ოქტომბერს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ საქართველოს ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი მესამე ასაკობრივ კატეგორიაში.
2019 წლის 31 ოქტომბერს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ საქართველოს ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი მესამე ასაკობრივ კატეგორიაში.