ღონისძიებები და პროექტები
ღია გაკვეთილი მათემატიკაში
შემოგვთავაზეს VI კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ქ-ნი ნატო
შაროვი). მათ შეასრულეს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები.
გაკვეთილზე იგრძნობოდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უყვართ
მათემატიკა და თავისი ნატო მასწავლებელი.
ჩვენი საქართველოს
მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა
VI
კლასის მოსწავლეებს სახალისო დავალება შეასრულებინა -
ნასწავლი
ცნებებისა და
ტერმინების
გამოყენებით
საახალწლო
მისალოცი
ბარათების
შედგენა.
კლასმა
გამოავლინა გამარჯვებული. ესაა სანდრო დარსალია,
რომელსაც გამარჯვებულის ვარსკვლავი გადაეცა.
მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ
V
კლასში წარმოადგინა კომპლექსური დავალება თემაზე -
ზღაპრული
სამყარო
მუსიკაში.
მოსწავლეებმა ისაუბრეს
მუსიკის
შესახებ
(ქართული
ხალხური
ზღაპარი
,,კუდიანი
დედაბერი
და
ოქროსთმიანი
ბიჭი"):
ზღაპრის
7
წინადადებას
შეუსაბამეს
მუსიკალური
ფრაგმენტები
და
ახსნეს
როგორი
განწყობისაა
წინადადებები
და
რომელი
მუსიკალური
მახასიათებლების
მიხედვით
მიუსადაგეს
წინადადებებს
მუსიკალური
ფრაგმენტები.
ამასთან დაკავშირებთ, კერძო სკოლა „ივერონის“
V, VI, VII
და
VIII
კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ ჰოლოზეუმის
ციფრულ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ასაკის შშმ
პირების ცხოვრების ამსახველი ფოტოები. მოისმინეს ჩანაწერები მათივე
ნაამბობიდან, თუ რა სირთულეების აწყდებიან რეალურ ყოფაში, რას
ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ, რა უხარიათ, რაზე წყდებათ გული...
გამოფენაზე მოსწავლეებს დაურიგდათ წიგნის სანიშნეები. ბავშვების
შთაბეჭდილებები იმდენად დიდი იყო, რომ მათივე სურვილით იქვე დაიგეგმა
შეხვედრა სამოქალაქო განათლების კლუბში, რათა ამ საკითხებზე საუბარი
გაეგრძელებინათ.
12
ნოემბერს
VI კლასის
მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში წარმოადგინეს საინტერესო
კვლევა (მასწ.: ხ. გოცირიძე) სახელწოდებით: „
მოქმედებს
თუ
არა
საყოფაცხოვრებო
ნარჩენები
გარემოს
მდგომარეობასა
და
ადამიანის
ჯანმრთელობაზე“.
კვლევის
მიზანი
იყო:
მოსწავლეებს
დაედგინათ თუ
როგორ
მოქმედებს
საყოფაცხოვრებო
ნარჩენები
გარემოს
მდგომარეობასა
და
ადამიანის
ჯანმრთელობაზე.
მათ გაიაზრეს, რომ
საყოფაცხოვრებო
ნარჩენების
მეორეული
გამოყენებით
(რეციკლინგი)
შესაძლოა თავიდან ავიცილოთ
გარემოს
დაბინძურება.
მოიძიეს
ინფორმაცია
და
იმსჯელეს
ნარჩენების
სახეებზე,
გადამუშავების
ხერხებზე
და
მეორეული
გადამუშავების
შედეგებზე.
მოსწავლეებმა პრეზენტაციისათვის შექმნეს და საინტერესოდ გააფორმეს
ფორმატები.
2021 წლის 19 ნოემბერს X კლასმა წარმოადგინა საინტერესო პროექტი
სამოქალაქო განათლებაში (მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე). ტრეფიკინგი - ესაა
თემა, რომელიც სკოლის ასაკიდან უნდა ჰქონდეს მოზარდს გათავისებული და
ესმოდეს საფრთხის რეალობა. მოსწავლეთა პრეზენტაციიდან და
შემდგომი საუბრიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად
გაართვეს თავი დავალებას. მათ მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალა
იყო მაქსიმალურად სრულყოფილი და მრავლისმომცველი. რამდენიმე მოსწავლე,
ვინც საპატიო მიზეზით სკოლაში ვერ გამოცხადდა, გაკვეთილს
დაესწრო დისტანციურად და ამ სახით შელო საკუთარი პროექტის
წარმოდგენა.
გაკვეთილს
ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და სკოლის
ორგანიზატორი.
Სკოლა
"ივერონის"
IV
კლასის
მოსწავლეებმა
საგნობრივი პროგრამის
შესაბამისად,
ინგლისურ ენაში ამჯერად
მოამზადეს
პროექტი
სახელწოდებით - „ About myself “ (მასწ.: მაია
ფარცხალაძე). პროექტის მიზანი იყო პრეზენტაციის
უნარ-ჩვევების განვითარება და პროგრამული
და
არაპროგრამული
ლექსიკის გამოყენება.
მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს საინტერესო
ნამუშევრები.
VIII კლასის
მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში წარმოადგინეს პრეზენტაცია HALLOWEEN -
თან დაკავშირებით. ( მასწავლებელი: მაია
ფარცხალაძე);
მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს ქართულ უძველეს
დღესასწაულ ბერიკაობასთან;
26 ოქტომბერს
IV
კლასის
მოსწავლეებმა
ინგლისურ ენაში
წარმოადგინეს
პროექტი
"My favourite animal".
მათ
ისაუბრეს
რომელია
მათი
საყვარელი
ცხოველი,
როგორ
გამოიყურება
ის,
რა
შეუძლია
და
რა
არ
შეუძლია
მათ საყვარელ არსებას,
რატომ
უყვართ
ის
ასე
ძალიან...
მოსწავლეებმა
შექმნეს და წარმოადგინეს თემის შესაბამისი საინტერესო
ნამუშევრები.
პრეზენტაციას
ესწრებოდა
სკოლის
დირექტორი.
08 ოქტომბერს
VIII
კლასმა
საგნობრივი პროგრამის
შესაბამისად,
წარმოადგინა
პროექტი
"About myself"
(მასწ.: მ. ფარცხალაძე).
მოსწავლეებმა
ისაუბრეს
საკუთარ
თავზე:
ვინ
არიან,
სად
სწავლობენ,
როგორი
ჩაცმის
სტილი
მოწონთ,
თვლიან თუ
არა,
რომ
ადამიანის
განსჯა
შეიძლება
ჩაცმის
მიხედვით,
რა
როლი
აქვს
ჩაცმას
ადამიანის
ცხოვრებაში,
როგორი
მუსიკა
მოსწონთ,
როგორ
და
სად
ატარებენ
თავისუფალ
დროს
და ა. შ. მოსწავლეებმა შესაბამისის მასალით გააფორმეს
ფორმატები.