ღონისძიებები და პროექტები
2023 წლის 24 აპრილს მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა მნიშვნელოვან ცვლილებებს ახალი დროის გარიჟრაჟზე. კერძოდ კი - დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს. მოსწავლეებმა ისაუბრეს შორეული მოგზაურობების დაწყების მიზეზებსა და შედეგებზე. შექმნეს მსოფლიოს სქემატური რუკა, დაიტანეს მოგზაურთა მარშრუტები. დღიურებისა და კომიქსის საშუალებით წარმოადგინეს მოგზაურების თვალით დანახული უცხო სამყარო, უცხო მოსახლეობა.

VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება სახელწოდებით - მრავალფეროვანი თბილისი" (მასწავლებელი: იზა გარსენიშვილი). მოსწავლეებმა ნაშრომების პრეზენტაციისას განიხილეს შემდეგი საკითხები: რომელი ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ თბილისში; რა განმასხვავებელი და საერთო მახასიათებლები აქვთ მათ; რატომაა თბილისის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მისი სიმდიდრის წყარო; რომელი რელიგიის აღმსარებელთა საკულტო ნაგებობები გვხვდება თბილისში; რამ განაპირობა ამ ნაგებობათა გეოგრაფიული სიახლოვე; რა საერთო ღირებულებები ჰქონდათ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ თბილისელ მოღვაწეებს.

პრეზენტაცია გამდიდრებული იყო ოსკარ შმერლინგის ნამუშევრებით, საკულტო ნაგებობების ფოტოებით.

    პროექტული სწავლების ფარგლებში, X კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელთან ქ-ნ კეთევან თვაურთან ერთად, დაგეგმეს და მოინახულეს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე არქიტექტურის ნიმუშები - XIX -ის ბოლო და  XX საუკუნის დასაწყისის  არქიტექტურის ორი ნიმუში: ,,მაქმანებიანი სახლი“  რუსთაველის პროსპექტზე და ბეთლემის ქუჩის ,, ვიტრაჟებიანი სახლი“. ორი მართლაც გამორჩეული კოლორიტის,   თბილისის არქიტექტურის ნიმუშებისა, რომლებიც თავიანთი ისტორიითაც გამორჩეულები არიან.

ექსკურსიის მიზანი იყო, წინასწარ შერჩეული კვლევის ობიექტების მონახულება და კვლევა.

ექსკურსია საინტერესო და შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოვიდა.

2023 წლის  4 აპრილს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა იხილეს საცირკო სანახაობა - ილუზიონისტური ნომრები და ჯამბაზის სახალისო ხუმრობები.

მიუხედავად წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდებისა, გაზაფხულმა ჩვენი სკოლის ეზოშიც შემოაბიჯა და თავისი ყვავილებით გაგვახალისა!
IX ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში თემაზე:  საქართველოს უძველესი ეკლესია-მონასტრები“   (მასწ.: მაია ფარცხალაძე)

Facebook