/ბუნებისმეტყველება და მე და საზოგადოება - მ. კუბლაშვილი, ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/
2022 წლის 14 აპრილს, დაწყებითი კლასების ბუნებისმეტყველებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელთა ხელმძღვანელობით I-II და III-IV კლასებთან, სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული ინტეგრირებული აქტივობა. მოსწავლეებმა საკუთარი აზრი და დამოკიდებულება გამოხატეს გარესამყაროში არსებული პრობლემების შესახებ. ესაა დაბინძურებული ეზო, სკვერი, ქუჩა, სადარბაზო, ჰაერი, წყალი... მათ საკმაო ცოდნა გამოავლინეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით:
„ზოგიერთი ადამიანი ძალიან ცუდად ექცევა ბუნებას, და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს...“ –
ნ. ხოხაშვილი (III კლ);
„თუ ვერ გაიხარეს მცენარეებმა, არც ცხოველებმა იცოცხლეს, წყალიც და ჰაერიც თუ დააბინძურეს ადამიანებმა, მაშინ დედამიწაზე ჯოჯოხეთი იქნება...“ - დ. კალანდაძე (II კლ);
„არ შეიძლება ტყის გაჩეხვა, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, თორემ ადამიანები მოიწამლებიან და ყველა დავიხოცებით...“ - გ. ვაშაკიძე (IV კლ) ეს და კიდევ არაერთმა მოსაზრებამ გაიჟღერა ამ შეხვედრაზე.
კითხვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედამიწა გადარჩეს და ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი?.. ჩვენმა პატარებმა დაუფიქრებლად გასცეს ამ კითხვას პასუხები:
„არ დავაბინძუროთ გარემო!“
„არ უნდა გავჩეხოთ ტყეები!“
„უნდა დავრგოთ ხეები!“
მოსწავლეთა ნახატების გამოფენა
/ხატვის წრე - მ. მოლაშვილი/
2022 წლის 13 აპრილს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა სასკოლო პროექტი სახელწოდებით - ეკოლოგიური პრობლემები. I-IV კლასების მოსწავლეთა ნამუშევრებში ნაჩვენებია მათი თვალით დანახული დედამიწა და არსებული ეკოლოგიური პრობლემები (მასწ.: მ. მოლაშვილი). გამოფენაზ ეასევე წარმოდგენილია VI კლასის მოსწავლეების - ლუკა ხვინთელანის, ნუცა ხორგუაშვილისა, მარი დუმბაძისა და ნინი დარჩიძის არაჩვეულებრივი ნამუშევრები. მათი ხილვა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად ლამაზი და ნაირფერია ჩვენი სამყარო.სასკოლო პროექტის ფარგლებში, XI ლასის თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა ესე. მათ ისაუბრეს, თუ რა ახალი კუთხით დაანახათ მწერლის ნაწარმოებებმა ბუნება, რაზე დააფიქრათ, რამ დააინტერესათ. იმსჯელეს პრობლემის აქტუალობაზე - თუ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს ბუნებისადმი.
„ეკოლოგიური პრობლემები“
22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა!
ასე ეწოდება პროექტის თემას, რომელზედაც სკოლამ არჩევანი გააკეთა.
თემის შერჩევა საკმაოდ ბუნებრივად მოხდა: პანდემიიდან გამომდინარე შეირჩა ჩატარებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი - აპრილის თვე, რამაც თავისთავად მიგვიყვანა დედამიწის საერთაშორისო დღესთან.
დღეს, როგორც არასდროს, დედამიწა ჩვენგან შველას ითხოვს!
ეს ის პრობლემაა, რომელიც ადამიანმა ადრეული ასაკიდან უნდა გაითავისოს და იზრუნოს მასზე. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობა...
ეკოლოგიური პრობლემების დანახვა, მისი გაცნობიერება და ეკოლოგიაზე ზრუნვა - ესაა ის, რა მიზანსაც ემსახურება ჩვენი სასკოლო პროექტი.
სასკოლო პროექტისათვის მზადებას სკოლა 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრიდან შეუდგნენ. მასში ჩართვის სურვილი თითქმის ყველა კლასმა გამოთქვა. საკითხის შესწავლას და თემების დამუშავებას ფაქტობრივად ყველა საგანის ფარგლებში შეუდგნენ: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენა (რუსული ენა), ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება, მოქალაქეობა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
გაგაცნობთ სასკოლო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების ჩამონათვალს - პროგრამას:
ე კ ო ლ ო გ ი უ რ ი პ რ ო ბ ლ ე მ ე ბ ი
(2022 წლის 13, 14, 15, 18, 19, 20, 21, 26 აპრილი)
22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა!
სასკოლო პროექტის კვირეული
13 აპრილი - 12:00 სთ - კვირეულის გახსნა - დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა;
/ხატვის წრე - მ. მოლაშვილი/
12:45 სთ - „ვაჟა - ბუნების ენის უბადლო მცოდნე, მისი დიდი მესაიდუმლე“ (XI კლ)
/ქართული ენა და ლიტერატურა - ე. კაციტაძე/
14 აპრილი - 12:00 სთ - შემეცნებითი ხასიათის ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ჩვენება
ეკოლოგიური პრობლემების შესახებ (I-II კლასები და III-IV კლასები)
„დედამიწის დაბინძურება“ - პრეზენტაცია (IV კლ)
/ბუნებისმეტყველება და მე და საზოგადოება - მ. კუბლაშვილი, ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/
13:30 სთ - მაკულატურის ჩაბარება შესაბამის პუნქტში (I, III, IV, V, VII კლასების
ცალკეული მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართულობით)
/მოქალაქეობა - ე. ბუცხრიკიძე/
15:00 სთ - მაკულატურის სანაცვლოდ მიღებული წიგნების გადაცემა ბიბლიოთეკაზე
15 აპრილი - 11:20 სთ - ბიომრავალფეროვნების დაცვა (V კლასი)
/ბუნებისმეტყველება - ხ. გოცირიძე/
14:00 სთ - ვაჟა-ფშაველას „ია“ - მოთხრობის კითხვა და ანალიზი
(I-II - III-IV კლასები)
/ქართული ენა და ლიტერატურა - მ. კუბლაშვილი, ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/
13:30 სთ - გლობალური დაბინძურება - მოსწავლეთა ჩანახატები (VII კლ)
/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - ქ. თვაური/
18 აპრილი - 12:00 სთ - ეკოლოგიური პრობლემები ჩვენს ქალაქში (VII კლ)
/ინტეგრირებული: რუსული ენა - მ. კორსაველი და მათემატიკა - ც. სოხაძე/
ყველას პრობლემა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს (IX კლ)
/რუსული ენა - ნ. ჭუბაბრია/
19 აპრილი - 09:00 სთ - პლასტმასის გამოყენება
/ბიოლოგია - ა. მელისკაური/
11:20 სთ - მდგრადი განვითარების 17 მიზანი (IX კლ)
/მოქალაქეობა - ე. ბუცხრიკიძე/
12:00 სთ - გარემოზე ზრუნვა (VII კლ)
/მოქალაქეობა - ე. ბუცხრიკიძე/
20 აპრილი - 09:45 სთ - ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები (VIII კლ)
/ქიმია - თ. ბაკაშვილი/
11:20 - ტყის განადგურების უარყოფითი შედეგები (VI კლ)
/მათემატიკა და ბუნებისმეტყველება - ნ. შაროვი, ხ. გოცირიძე/
21 აპრილი - 10:30 სთ - ომი და ეკოლოგია (IX კლ)
/ისტორია - ი. გარსენიშვილი/
12:00 სთ - ფიზიკა და ეკოლოგია (XI კლ)
/ფიზიკა - მ. გოგაძე/
26 აპრილი - 13:00 სთ - კვირეულის დახურვა
„გაუფრთხილდი დედამიწას! “ - ასფალტზე ხატვა (I-VI კლ)
მცენარეების დარგვა სკოლის ეზოში (I-XI კლ)
ს ი გ ე ლ ე ბ ი ს გ ა დ ა ც ე მ ა
/სკოლის დირექცია/
სკოლა „ივერონის“ XII კლასის მოსწავლე ლუკა ბერიშვილი მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა კონკურსზე სახელწოდებით „ვწერთ თავისუფალ თემას“, რომელიც 2022 წლის მაისში ჩატარდება. კონკურსის იდეის ავტორი, საორგანიზაციო საბჭოსა და ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ ფილოლოგიის დოქტორი, სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი ბატონი გია მურღულია.
ლუკამ ამ კონკურსში მონაწილეობა 2021 წლის შემოდგომაზეც მიიღო. მან წარმატებით გაიარა კონკურსის I ტური და გადავიდა მომდევნო ტურში. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, კონკურსში მონაწილეობა ვეღარ გააგრძელა, რაზეც ყველას ძალიან დაგვწყდა გული.
ლუკა ბერიშვილი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა, ერთნაირი მონდომებითა და სიბეჯითით შეისწავლის ყველა საგანს. გამორჩეულად უყვარს ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა. ის ოქროს მედლის კანდიდატია...
დარწმუნებული ვართ, რომ ლუკა არაერთხელ ასახელებს სკოლას. წინ მრავალი წარმატება და გამარჯვება ელის მას. ამ ეტაპზე ლუკას ვუსურვებთ სკოლის წარჩინებით დამთავრებას და მომავალში საინტერესო სტუდენტობას.
გთავაზობთ თავისუფალ
თემას
სახელწოდებით - „რომანი - როგორც სამყარო“ ,
რომელიც ლუკამ 2021 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში
დაწერა.
https://docs.google.com/document/d/1A0SiigWWkwIdJyAWjCRGdC6CGx_iRfH2/edit?fbclid=IwAR1uyQEaBbopW0NagBbh_ko-jrE3uu-mUyzqmeBh-7ITih9hyU-D9X8ha9s
საკოორდინაციო ბადე - ამ თემის შესწავლისას V კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე გაიხსენეს მათთვის ნაცნობი თამაშები.
გაკვეთილის მიზანი იყოს - ბადით დაფარულ არეზე ორიენტირება, სიმბოლოთა წყვილებით (კოორდინატებით) საგნის (სამიზნე ობიექტების) ადგილმდებარეობის განსაზღვრა. სასწავლო რესურსად გამოყენებული იყოს ჭადრაკის დაფა და ფიგურები, ხოლო სამიზნედ ობიექტებად - თვითმფრინავები.კომპლექსური შემაჯამებელი დავალება მუსიკაში VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემაზე - ხმოვანი კინო - მუსიკის როლი ხმოვან კინოში. დავალება ითვალისწინებდა მუსიკის შესაბამისობის დადგენას უხმოდ ნანახი ფილმების ფრაგმენტებთან, პოსტერის შექმნას და პრეზენტაციას.
პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაეცვნენ კომპლექსური დავალების არსსა და პირობას; პრეზენტაციის მახასიათებლებს. ხმოვან კინოსთან დაკავშირებული წინარე ცოდნის
გააქტიურების შემდეგ, მოსწავლეებმა იხილეს დოკუმენტური კადრები ინგლისელი კინორეჟისორის - სერ ალფრედ ჰიჩკოკის შესახებ და გაეცვნენ სასპენსის რაობას.
მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა რამდენჯერმე დაკვირვებით ნახეს ეპიზოდები ფილმებიდან - „ვერტიგო“ (რეჟისორი: ა. ჰიჩკოკი) და „გაღმა ნაპირი“ (რეჟისორი: გ. ოვაშვილი) მუსიკალური ფონის გარეშე და მოისმინეს მუსიკალური ფრაგმენტები, რასაც მოჰყვა მსჯელობა, განხილვა. ყურადღება გამახვილდა სამიზნე ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე.
კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და პრეზენტაციით წარსდგნენ კლასის წინაშე. მოსწავლეებთა მუშაობა კომპლექსურ დავალებაზე მიმდინარეობდა დიდი დაკვირვებით, ყურადღება გამახვილდა ფილმის ნებისმიერ დეტალზე, მუსიკალური ენის ყველა ელემენტზე. ვფიქრობთ, ამგვარ დავალებებზე მუშაობა მართლაც რომ კომპლექსურად ავითარებს მოსწავლეთა აზროვნებას, ხედვას, ფანტაზიას, წერისა და მეტყველების კულტურას და ა.შ.
მოსწავლეთა თქმით, მათ არასოდეს უნახავთ ფილმი ასე გააზრებულად, ნანახსა და მოსმენილს შორის პარალელისა და შესაბამისობის ძიებით.
კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებას და შედეგები თანდათანობით უფრო თვალსაჩინო იქნება.კომპლექსური დავალების შესრულება სიახლეა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის. თუმცა მსგავსი დავალებები მუსიკასა და სხვადასხვა საგნებში მათ I სემესტრშიც წარმოგვიდგინეს.
II კლასელების კომპლექსური დავალების თემა მუსიკაში ამჯერად იყო - ბუნებრივი ხმები (მასწ.: ლელა ჩხეიძე). პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაეცვნენ დავალების პირობას, იმას თუ რა ევალებოდათ მათ. შემდეგ მოისმინეს წყალთან და წვიმასთან დაკავშირებული ბუნებრივი ხმები და ბუნებრივი მოვლენები. მათ შორის ნაკადულის, ჩანჩქერისა და ზღვის ტალღების ხმები. აღწერეს და დაახასიათეს თითოეული მათგანი. დამუშავდა სამიზნე ცნებები და მკვიდრი წარმოდგენები (სამიზნე ცნება- მუსიკა და ქვეცნებები - მელოდია, რიტმი, ტემპი, ხმის, ხმაურის/ბგერის თვისებები, ჟღერადობა; მკვიდრი წარმოდგენები - უხეში, მჭექარე, წკრიალა ტემბრი; მოძრავი, მშვიდი, თანაბარი, აქცენტირებული რიტმი; მელოდია მიბაძვითი ინტონაციებით; ჟღერადობა: სასიამოვნო, არასასიამოვნო; ნელი ტემპი ჩქარი ტემპი).
მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა მოსმენილ ხმებს მიუსადაგეს სიმბოლოები. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ბოლო ეტაპზე კი ჩვენმა პატარებმა არაჩვეულებრივი პრეზენტაცია წარადგინეს კლასს.