„ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი“ - ჯონ ოდომონი.
რატომ უნდა იზრუნო გარემოზე? გარემოზე ზრუნვა ნიშნავს თუ არა ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას? რატომ აქვს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას არსებითი მნიშვნელობა გარემოს დაცვის საკითხებში და როგორ შეიძლება მეც შევიტანო წვლილი მათ გადაწყვეტაში? როგორ შეიძლება ნარჩენების სწორად მართვამ ხელი შეუწყოს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გასცეს პასუხი მე-7 კლასის მოსწავლეებმა ანიმაციური ფილმების - „ნარჩენების მართვა" და „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა" -ერთობლივად ნახვის შემდეგ. /მოქალაქეობა - ე. ბუცხრიკიძე/2022 წლის 19 აპრილს, სასკოლო პროექტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე „პლასტმასის ნარჩენები“. მათ დაწვრილებით ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც გამოწვეულია პლასტმასის ნივთების მოხმარებითა და შემდგომ ამ ნივთების უკონტროლო გადაყრით. ამის შედეგად ბინძურდება წყალი, ხმელეთი, ჰაერი... საბოლოოდ კი მივდივართ ურთულეს ეკოლოგიურ პრობლემებთან, რაც თავს შეგვახსენებს საკმაოდ ახლო მომავალში.
პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დააფიქრა ჩვენი მოსწავლეები იმაზე, რომ ყველა ჩვენგანის ვალია, რომ სწორედ დღეს ვიზრუნოთ ამ საკითხებზე და გადავდგათ რეალური ნაბიჯები პრობლემის შესაჩერებლად.
/ბიოლოგია - მასწ.: ა. მელისკაური/
სასკოლო პროექტის ფარგლებში VII კლასმა რუსულ ენაში წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით - „ეკოლიგიური პრობლემები ჩვენ ქალაქში." მათ გაგვაცნეს სტატისტიკური მონაცემები, ისაუბრეს ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეულ ადამიანთა წუხილზე. შეადგინეს დიაგრამა, რომელიც გამოხატავს ჟანგბადის და ოზონის პროცენტულ რაოდენობას ატმოსფეროში. მოიძიეს ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ. პროექტს ჰქონდა შემეცნებითი ხასიათი - მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. ვფიქრობთ, მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარებათ უკეთ გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გარემოზე ზრუნვა... რა შეიძლება მოჰყვეს გარემოს დაბინძურებას... რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის თანდათანობით დაძლევა. /ინტეგრირებული: რუსული ენა - მ. კორსაველი და მათემატიკა - ც. სოხაძე/
2022 წლის 18 აპრილს სასკოლო პროექტის ფარგლებში -„ეკოლოგიური პრობლემები“ - IX კლასმა რუსულ ენაში განიხილა თემა სახელწოდებით: „ყველას პრობლემა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს...“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათ შედეგებსა და გადაჭრის გზებზე. პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, რამაც ბავშვებს საშუალება მისცა უფრო მეტი გაეგოთ ჩვენი პლანეტასა და მის პრობლემების შესახებ. მოსწავლეები წარმატებით გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით შეიძინეს დიდი ცოდნა. მათ კარგად აქვთ გათავისებული, რომ ეს პრობლემა, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის, ყველა ჩვენთაგანის პრობლემაა.
ვფიქრობთ, რომ მიღებული ინფორმაცია ბავშვებს დაეხმარებათ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გარემოზე ზრუნვა. /რუსული ენა - მასწ.: ნ. ჭუბაბრია/
2022 წლის 18 აპრილს სასკოლო პროექტის ფარგლებში -„ეკოლოგიური პრობლემები“ - IX კლასმა რუსულ ენაში განიხილა თემა სახელწოდებით: „ყველას პრობლემა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს...“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათ შედეგებსა და გადაჭრის გზებზე. პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, რამაც ბავშვებს საშუალება მისცა უფრო მეტი გაეგოთ ჩვენი პლანეტასა და მის პრობლემების შესახებ. მოსწავლეები წარმატებით გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით შეიძინეს დიდი ცოდნა. მათ კარგად აქვთ გათავისებული, რომ ეს პრობლემა, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის, ყველა ჩვენთაგანის პრობლემაა.
ვფიქრობთ, რომ მიღებული ინფორმაცია ბავშვებს დაეხმარებათ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გარემოზე ზრუნვა. /რუსული ენა - მასწ.: ნ. ჭუბაბრია/
სასკოლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს საინტერესო ნამუშევარი, რომელიც უკავშირდება გლობალურ დაბინძურებას და მისგან გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს.
ყველას ვალია ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე!
ყველას ვალია ვიზრუნოთ ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორებაზე!
/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მასწ.: ქ. თვაური/
15 აპრილს სკოლის ეზოში შეიკრიბნენ I-IV კლასების მოსწავლეები. დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ქ-ნმა მარიამ კუბლაშვილმა მათ წაუკითხა ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ია“. წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა გადმოგვცეს მოთხრობის შინაარსი და ისაუბრეს იმაზე, თუ რას გვასწავლის ვაჟა- ფშაველას ეს ნაწარმოები და რისი თქმა სურდა მწერალს ჩვენთვის.
დასასრულს მოსწავლეებმა ისაუბრეს ბუნების სილამაზეზე, მნიშვნელობაზე და მისი დაცვის აუცილებლობაზე.
აქტივობა ჩატარდა სასკოლო პროექტის -„ეკოლოგიური პრობლემების“ ფარგლებში.
/ქართული ენა და ლიტერატურა - მ. კუბლაშვილი, ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის ყველაზე ემოციური აღმოჩნდა კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთათვის სიგელების გადაცემის ცერემონიალი.
I-IV კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, აღმზრდელები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები სკოლის შიდა ეზოში შეიკრიბნენ. სუსტი ქარი ქროდა... ქარმა ჩვენს მოსწავლეს სიგელი ხელიდან გამოსტაცა და ცაში აიტაცა... ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი... სიგელის მფლობელი დანაღვლიანდა... სიგელების გადაცემის შემდეგ კი II კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა...
გახარებული ბავშვები ფერად-ფერად სიგელებს ცაში აფრიალებდნენ.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი პატარებისათვის...