ღონისძიებები და პროექტები

2022 წლის 18 აპრილს სასკოლო პროექტის  ფარგლებში -„ეკოლოგიური პრობლემები“ -  IX კლასმა რუსულ ენაში განიხილა თემა სახელწოდებით:  ყველას პრობლემა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს...“. მოსწავლეებმა ისაუბრეს  ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათ შედეგებსა და გადაჭრის გზებზე. პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, რამაც ბავშვებს საშუალება მისცა უფრო მეტი გაეგოთ  ჩვენი პლანეტასა და მის პრობლემების შესახებ. მოსწავლეები წარმატებით გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით შეიძინეს დიდი ცოდნა. მათ კარგად აქვთ გათავისებული, რომ ეს პრობლემა, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის, ყველა ჩვენთაგანის პრობლემაა.

ვფიქრობთ, რომ მიღებული ინფორმაცია ბავშვებს დაეხმარებათ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გარემოზე ზრუნვა. /რუსული ენა -  მასწ.: ნ. ჭუბაბრია/

სასკოლო პროექტის ფარგლებში  მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს საინტერესო ნამუშევარი, რომელიც უკავშირდება გლობალურ დაბინძურებას და მისგან გამოწვეულ  ეკოლოგიურ პრობლემებს.

ყველას ვალია ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე!

ყველას ვალია ვიზრუნოთ ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორებაზე!

            /სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მასწ.:  ქ. თვაური/

2022 წლის 15 აპრილს, სასკოლო პროექტის  კვირეულის ფარგლებში,  V  კლასების მოსწავლეებმა  შესწავლილი მასალის საფუძველზე, შეადგინეს ბუკლეტები ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. /ბუნებისმეტყველება  - მასწ.:  ხ. გოცირიძე/

15 აპრილს სკოლის ეზოში შეიკრიბნენ I-IV  კლასების მოსწავლეები. დაწყებითი  კლასების მასწავლებელმა ქ-ნმა მარიამ კუბლაშვილმა მათ წაუკითხა ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ია“.  წაკითხვის შემდეგ  მოსწავლეებმა გადმოგვცეს მოთხრობის შინაარსი და ისაუბრეს იმაზე, თუ რას გვასწავლის ვაჟა- ფშაველას ეს ნაწარმოები და რისი თქმა სურდა  მწერალს ჩვენთვის.

დასასრულს მოსწავლეებმა  ისაუბრეს ბუნების სილამაზეზე, მნიშვნელობაზე და  მისი დაცვის აუცილებლობაზე.

აქტივობა  ჩატარდა  სასკოლო პროექტის -„ეკოლოგიური პრობლემების“  ფარგლებში.

         /ქართული ენა და ლიტერატურა - მ. კუბლაშვილი, ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/

დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის  ყველაზე ემოციური აღმოჩნდა  კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთათვის სიგელების გადაცემის ცერემონიალი.

 I-IV კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, აღმზრდელები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები  სკოლის შიდა ეზოში შეიკრიბნენ.  სუსტი ქარი ქროდა...  ქარმა ჩვენს  მოსწავლეს სიგელი ხელიდან გამოსტაცა  და ცაში  აიტაცა...  ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი... სიგელის მფლობელი დანაღვლიანდა...  სიგელების გადაცემის შემდეგ კი II კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა... 

გახარებული ბავშვები ფერად-ფერად სიგელებს ცაში აფრიალებდნენ.

ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი პატარებისათვის...

დაწყებითი კლასების კათედრის ინიციატივით, I-IV კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით 13, 14 და 15 აპრილს ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიებას.

13 აპრილი - კალიგრაფიის კონკურსი;

14 აპრილი - კითხვის კონკურსი

15 აპრილი - მსვლელობა დედაენის ძეგლთან და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის სიგელების გადაცემა.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს ყველა დაგეგმილი აქტივობა. განსაკუთრებით გაიხარეს გასვლითი ღონისძიებით - პანდემიიდან გამომდინარე, უმეტესობისთვის ეს პირველი სასკოლო მსვლელობა იყო...

ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს დედაენის ძეგლი და წაიკითხეს ლექსები.

2022 წლის 14 აპრილს ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს! კონკურსში მონაწილეობა მიიღეს I-IV კლასების მოსწავლეებმა. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები.

/მე და საზოგადოება - მოქალაქეობა - მ. მოლაშვილი, ე. ბუცხრიკიძე/

სასკოლო პროექტის ფარგლებში, სკოლაში შეგროვდა დიდი რაოდენობით მაკულატურა. ყველა მოსწავლეს კარგად აქვს გაცნობიერებული რა რაოდენობის ხე-ტყეა საჭირო ქაღალდის დასამზადებლად. სწორედ ამიტომ უნდა  გავუფრთხილდეთ თითოეულ ფურცელს, ცალკეულ შემთხვევებში კი გამოვიყენოთ მეორადი ქაღალდი. ამით გადავარჩენთ  ტყეების, დაცული იქნება  დედამიწის მწვანე საფარი...

I, V და   X კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების დახმარებით, სკოლამ მაკულატურის ჩასაბარებელ პუნქტში 292 კგ მაკულატურა მიიტანა.  სანაცვლოდ  კი  შეირჩა და  სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა 4 წიგნი: 

გ. პეტრიაშვილი  - „პატარა ქალაქის ზღაპრები“  (IV-V კლასი)

მაინ რიდი - „უთავი მხედარი“

გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“

„მსოფლიოს მითები და ლეგენდები“

Facebook