დასრულდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ჩატარდა 2022 წლის 9-დან 13 დეკემბრის ჩათვლით. მასში მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა (ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო - მონაწილეობდა 50-მდე მოსწავლე).
მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა ძირითადად გათვლილი იყო X-XII კლასებზე, მასში მონაწილეობა მიიღეს ასევე VII – IX კლასების მოსწავლეებმაც, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ მოესინჯათ თავიანთი შესაძლებლობები. მათ მიიღეს კარგი გამოცდილება იმისათვის, რომ მომავალ სასწავლო წელს ოლიმპიადას უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.
მოსწავლეებმა მონაწილება მიიღეს თითქმის ყველა საგანში. განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსწავლეთა უმრავლესობამ გადალახა საგნობრივი ზღვარი. მეორე ტურში გადასული მოსწავლეების ზუსტი ვინაობა კი სულ მალე გახდება ცნობილი.თემა: ქალაქის ხმები (სიგნალებით სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობა; სხვადასხვა რაოდენობისა და სიმაღლის ბგერების ამოცნობა; წვრილი და ბოხი ხმების გარჩევა ერთმანეთისაგან; მათი გრაფიკული გამოსახვა და ა.შ.)
კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა მკვიდრ წარმოდგენებზე დაყრდნობით სამიზნე ცნებაზე (მუსიკა) მუშაობას.2022 წლი 13 დეკემბერს სამოქალაქო განათლების კლუბში შეიკრიბნენ X კლასის მოსწავლეები. შეხვედრა ეხებოდა დღეისათვის საკმაოდ აქტუალურ თემას - ესაა ქალთა მიმართ ძალადობა.
პერიოდულად სოც. ქსელში ვრცელდება შემთხვევები, რომლებიც გაუგონარი სისასტიკით ხასიათდებიან... ამას კი ეწირება არაერთი მოქალაქის სიცოცხლე...
რით არის განპირობებული ამგვარი ქმედებების მომრავლება? რამდენად აქვს გამართლება დამნაშავის მიერ ჩადენილ საქციელს? ვინ არის დამნაშავე - ოჯახი თუ საზოგადოება? და სხვა. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მათი აზრით, არანაირი გამართლება არა აქვს ძალადობას, მიუხედავად იმისა, თუ რა არის დანაშაულის წინაპირობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.2022 წლის 26 ნოემბერს, სკოლა „ივერონის“ ორგანიზატორის ქ-ნ ლალი ლამბრიანიძის ხელმძღვანელობით VI, IX, X და XI კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე „ძუნწი“ (გ. ერისთავის მიხედვით). სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია - გოჩა კაპანაძე, მონაწილეობდნენ მსახიობები: ქეთი სვანიძე, ლელა ალიბეგაშვილი, დათო უფლისაშვილი, ლევან ხურცია, სანდრო ღაღანიძე, კახა კუპატაძე.სპექტაკლმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.მოსწავლეებს ახლდნენ კლასის დამრიგებლები და დირექციის წარმომადგენლები.
„დაიცავით გარემო!!!“ - ესაა სახელწოდება გრძელვადიანი პროექტისა მოქალაქეობაში, რომლის ინიციატორებიც არიან VIII კლასის მოსწავლეები (საგნის მასწავლებელი: ელისო ბუცხრიკიძე). პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში.
პროექტიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა კლასში ჩაატარეს მოკლე მიმოხილვითი პრეზენტაცია ქაღალდის წარმოებასთან, მეორადი ქაღალდების გამოყენებასთან და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვასთან დაკავშირებით. მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, დაამზადეს და საკლასო ოთახებში განათავსეს მწვანე ყუთები, რომლებშიც მოსწავლეები უსარგებლო ქაღალდებს მოათავსებენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმები ძველ დროში პაპირუსის ქაღალდისა მიღებისა და დღესდღეობით მეორედი ქაღალდის გადამუშავების შესახებ.
პროექტის დასრულება გამიზნულია 2023 წლის აპრილში, რის შემდეგაც 22 აპრილს შეგროვილ მაკულატურას VIII კლასის მოსწავლეები მშობლების დახმარებით ჩააბარებენ შესაბამის პუნქტში, ხოლო სანაცვლოდ მიღებულ წიგნებს გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას. სკოლა „ივერონს“ ამის დიდი ხნის ტრადიცია აქვს და სასიხარულოა, რომ ტრადიცია კვლავ გრძელდება.