ღონისძიებები და პროექტები
2023 წლის 27 იანვარს დაწყებითი (I-IV) კლასების მოსწავლეებმა
მოზარდმაყურებელთა თეატრში იხილეს ჩ. დიკენსის ნაწარმოების
მიხედვით შექმნილი სპექტაკლი სახელწოდებით - „საშობაო“.
2023 წლის 26 იანვარს VII კლასში ჩატარდა მათემატიკის გაკვეთილი
თემაზე - „სამკუთხედები“ (მასწავლებელი: ნ. შაროვი). გაკვეთილის
მიზანი იყო - სამკუთხედების შესახებ მიღებული ცოდნის თავმოყრა,
გამეორება და განმტკიცება. მოსწავლეებმა გამოავლინეს თეორიული მასალის
სათანადო ცოდნა. შეასრულეს ცხოვრებისეულ საჭიროებებთან დაკავშირებული
პრექტიკული დავალებები.
2022 წლის 29 დეკემბერს,
V-VI
კლასის მოსწავლეთა
მონაწილეობით,
ვიხილეთ სპექტაკლი „სათაგური“ ვაჟა-ფშაველას
ნაწარმოების მიხედვით.
პატარა მსახიობებმა საოცარი სიხარული მოუტანეს ყველას, განსაკუთრებით
კი მშობლებს, რომლებიც გვერდში დაუდგნენ ჩვენს მოსწავლეებს (რეჟისორი:
ქ-ნი ნათია ბროლაძე)