2022 წლის 22 სექტემბერს სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია, რომლის ავტორიცაა მწერალი და ჟურნალისტი ქალბატონი ნინო რეხვიაშვილი. მასთან ერთად სკოლას სტუმრობდნენ ქ-ნი ლალი ჯაფარიძე - პროფესიით ექიმი და ქველმოქმედი და მისი ქალიშვილი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ირმა ჯაფარიძე.შეხვედრაზე ქალბატონმა ნინომ გაიხსენა საინტერესო ეპიზოდები გალაკტიონის ცხოვრებიდან და წაიკითხა მისი პოეზიის უკვდავი ნიმუშები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ VIII - XI კლასების მოსწავლეები, სკოლის დამფუძნებელი ქალბატონი ციცო ჯაფარიძე, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები. ქალბატონმა ლალიმ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უსახსოვრა გალაკტიონის უბის წიგნაკი საინტერესო ჩანაწერებით...ჩვენი სკოლის აწ უკვე კურსდამთავრებულმა - ლუკა ბერიშვილმა ამჯერად მონაწილეობა მიიღო და გადაეცა სერთიფიკატი US აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამერიკული უნივერსიტეტის - ვებსტერის კამპუსი საქართველოში აბიტურიენტებისათვის ჩატარებულ ესეების კონკურსში. კონკურსის თემა იყო - დამოუკიდებლობა (ესეს დაწერა განხორციელდა ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები:
· თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი;
● კრის ანდერსონი - აშშ-ის საელჩო საქართველოში, კულტურის ატაშე;
● ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა;
● მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი;
● ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო;
● ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.
● გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო.
ვულოცავთ ლუკას ამ დიდ წარმატებას!
„გაუფრთხილდი დედამიწას!“ - ასფალტზე ხატვა (I-IV კლ)
სიგელების გადაცემა
/სკოლის დირექცია/
2022 წლის 26 აპრილს სკოლა „ივერონში“ დასრულდა დედამიწის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასკოლო პროექტის კვირეული სახელწოდებით - „ეკოლოგიური პრობლემები“.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა 18 აქტივობა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია, მე და საზოგადოება, მოქალაქეობა/სამოქალაქო განათლება, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მონაწილეობა მიიღეს I-XI კლასების მოსწავლეებმა.
ყველა კლასი და ყველა მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა პროექტზე მუშაობას. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეკოლოგიური პრობლემები ნათლად წარმოეჩინათ და გაეცნობიერებინათ. მოსწავლეებს რა თქმა უნდა გვერდში ედგნენ საგნის მასწავლებლები.
სკოლა „ივერონი“ მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის დირექციას გაწეული საქმიანობისათვის, დახმარებისათვის და რაც მთავარია, იმ პრობლემის შეხსენებისათვის. რასაც ეკოლოგიური პრობლემა ჰქვია.
სასკოლო პროექტს „ეკოლოგიური პრობლემები“ რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაუვლია. განსაკუთრებით დასაფასებელია ის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა შეაგროვეს 300 კგ-მდე მაკულატურა და მისი ჩაბარებით მიღებული წიგნები საჩუქრად გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას, ხოლო პროექტის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ყვავილებით გაალამაზეს სკოლის ეზო.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი თავისი ნამუშევრებით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ დედამიწას გაფრთხილება უნდა!
ომი - უდიდესი ტრაგედიაა არა მარტო მონაწილე ქვეყნებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. უამრავი შეწყვეტილი სიცოცხლე - მებრძოლები, მოხუცები, ქალები, ბავშვები; დანგრეული და განადგურებული ქალაქები, სოფლები და ვინ მოთვლის კიდევ რა...
ომის დროს რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს ეკოლოგიურ პრობლემებზე.
ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ჩატარება იწვევს გარემოს განადგურებას. მაგალითად, მაღლა ასაფეთქებელმა იარაღმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს როგორც სახმელეთო საფარს, ისე ტყეებისა და მინდვრების მაცხოვრებლებს. მტრის დასამარცხებლად უმარტივესი გავრცელებული მეთოდია წყლის მოწამვლა და ხანძარი. ომში ტყეები მიზანშეწონილად ნადგურდება, რადგან ტყეები ნებისმიერ დროს ემსახურებოდა უსაფრთხო თავშესაფარს ჯარისათვის, რომლებიც პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ. ყველა ომის დროს განადგურდა ტყეები. შედეგად, ეს მიწები უმეტესწილად უდაბნოდ გადაიქცა. ამის კონკრეტული მაგალითია 1964—1975 წლებში მიმდინარე ვიეტნამის ომი.
ატომური იარაღის გამოყენების პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, შეიცვლება კლიმატი, ატმოსფეროში გაიფანტება ჭვარტლი, რომელიც დედამიწას მზის სინათლეს დაუფარავს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბირთვული ზამთარი მკვეთრად შეცვლიდა ოკეანეებს და სავარაუდოდ, გაანადგურებდა მარჯნის რიფებსა და საზღვაო ეკოსისტემას.
კიდევ ერთი მიზეზი არის უზარმაზარი სამარხები, რომლებიც დიდი ბრძოლის ადგილებზეა დარჩენილი. როდესაც ცხედრები იშლება, იქმნება შხამები, რომლებიც წვიმების ან მიწისქვეშა წყლით შედიან წყლის ობიექტებში. ეს შხამები ასევე ანადგურებენ ცხოველებს სამარხის ადგილზე. ამის მაგალითია 1380 წელს კულიკოვოს მინდორზე მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული 120 ათასი მებრძოლის სამარხი.
თუმცა, ქიმიური და ატომური იარაღის გამოყენების გარეშეც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ომმა ბუნებას. XIV საუკუნეში საქართველოში თემურ-ლენგის ლაშქრობებმა გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა საქართველოს: თემურ-ლენგის ბრძანებით გაიჩეხა ვენახები, ქერქი გააძრეს ხეებს: განსაკუთრებით თუთის ხეები გააჩანაგეს და აბრეშუმის ჭიას საკვები მოუსპეს.
არც ანტიკური სამყარო ყოფილა გამონაკლისი. რომაელებს ბუნების განადგურებაში დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაგალითად: ძვ. წ.-აღ 149-146 წლებში მიმდინარე III პუნიკურ ომში გამარჯვებულმა რომაელებმა კართაგენის ტერიტორია გადახნეს და ნაყოფიერ მიწაზე მარილი მოაყარეს. ეს მიწები უვარგისად იქცა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისათვის, არამედ მცენარეთა სახეობების უმეტესობის ზრდისთვის.
ეს საკითხები კონკრეტული მაგალითებით წარმოადგინეს IX კლასის მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში, რომლებიც სასკოლო პროექტში ფარგლებში მომზადდა. /ისტორია - ი. გარსენიშვილი/