VIII
კლასის
მოსწავლეებმა
განახორციელეს
კომპლექსური
დავალება
ფიზიკაში
,,იგლუ".
თემა:
სითბური
მოვლენები;
დავალების ფარგლებში დამუშავდა შემდეგი ცნებები:
მატერია
(სითბური გაფართოება, თბოგამტარობა), სტრუქტურა, ენერგი (კონვექცია,
გამოსხივება) ურთიერთქმედება, კვლევის მეთოდი (ცდა, ექსპერიმენტი) და
ა. შ.
კომპლექსური
დავალების
განხორციელების
პროცესში
მოსწავლეები
აქტიურად
იყვნენ
ჩართულნი,
თემასთან დაკავშირებით მათ
მოიძიეს
სხვადასხვა
საინტერესო
ინფორმაცია,
წარმოადგინეს
ფოტომასალა,
შექმნეს
მოდელები,
გააკეთეს
ანალიზი
და
წარმოადგინებს საინტერესო
პრეზენტაციები.
მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს ისაუბრეს კომპლექსური დავალების მეთოდით სწავლების უპირატესობასა და დავალების განხორციელების პროცესში შეძენილ ცოდნა-გამოცდილებაზე.
მოსწავლეებმა პასუხი გასცეს საკვანძო შეკითხვებს: როგორ შეიძლება სხეულის ტემპერატურის შეცვლა? რატომ ვრცელდება სითბო განსხვავებულად სხვადასხვა ნივთიერებაში? და სხვა
გაკვეთილის კომპლ. დავალების პრეზენტაციამ დაგვანახა შედეგი (ინდიკატორები): სითბოს გადაცემის სახეების დახასიათება და მათ თავისებურებებზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ. საბ. 1, 2, 3) /მასწ.: მ. გოგაძე/
IX კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, შექმნეს ნამუშევარი ამერიკელი აბსტრაქციონისტი მხატვრის - ჯექსონ პოლოს სტილში. /მასწ.: ქ. თვაური/
ყოველთვის გამორჩეულია კლასის დამრიგებლების ურთიერთობა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან. სასწავლო წლის დასაწყისში დამრიგებლის სამუშაო გეგმასთან ერთად, იგეგმება „სადამრიგებლო საათზე“ სასაუბრო თემები, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესები და საკითხები. „სადამრიგებლო საათი“ ტარდება ორკვირაში ერთხელ და ის მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსწავლეთა აღზრდასთან დაკავშირებით.
„სადამრიგებლო საათზე“ მოსწავლეებს ეუფლებათ სრული თავისუფლების შეგრძნება - გულახდილად საუბრობენ ნებისმიერ პრობლემაზე, ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხებზე, საუბრობენ იმაზე, რაც მათ ხშირად აწუხებთ ან ზოგადად აინტერესებთ. ამიტომ ზოგჯერ სასაუბრო თემიდან გადახვევაც ხდება. საუბრების დროს ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი, შეხედულება, ყურადღებით უსმენენ და ზოგჯერ რჩევებსაც კი აძლევენ ერთმანეთს. საუბრის დასასრულს მოსწავლეები რამდენიმე კითხვას წერილობით პასუხობენ და აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას.
ნივთიერებათა სიმკვრივის განსაზღვრა
VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის ლაბორატორიაში შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო - განსაზღვრეს სხვადასხვა ნივთიერების სიმკვრივე. მასწავლებელი ქ-ნი მაია გოგაძე.ძალიან სახალისო აღმოჩნდა ჩვენი პატარებისათვის აქტივობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც გულისხმობდა მათ მიერ ნასწავლი სიტყვებად დაშლილი ანდაზების აწყობას. ყველა მოსწავლემ ააწყო სწრაფად და უშეცდომოდ. (დამრ.: მ. კუბლაშვილი)
მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ჰარმონიული განვითარებისათვის. ჩვენი მოსწავლეები განსაკუთრებულად ბედნიერად გრძნობენ თავს ალეკო მასწავლებლის გაკვეთილებზე.
IV კლასის მოსწავლეები სააღმზრდელო მეცადინეობის პერიოდში თავისუფალ დროს ისვენებენ სკოლის ეზოში (დამრ.: მ. ბექურიძე)















