გალერეა

III კლასთან ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულთან, სახელწოდებით: „მეგობრობის ელექსირი თომთეს პერსონაჟებთან ერთად“.

"მეგობრობის ელექსირის დამზადების" აქტივობა შესანიშნავად ერწყმოდა ქართულში მიმდინარე მასალას. გიორგი კეკელიძის სასკოლო მოთხრობის პარალელურად, მარიკა მასწავლებელმა ბავშვებს წაუკითხა კლასგარეშე ლიტერატურაც, ნაწყვეტი წიგნიდან : "ბიჭი ბოლო მერხზე", სადაც მთავარი პერსონაჟი მოგვითხრობდა ახალი მოსწავლის გადმოსვლის შესახებ საკუთარ კლასში. ბავშვებს საშუალება მიეცათ ემსჯელათ ახალი მოსწავლის მიღების, ინტეგრირების საკითხზე კლასში. ასევე, მარიკა მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა, რომ წერილები მიეწერათ მეგობრებისთვის, რასაც თითოეულმა მათგანმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი სულ ბოლოს, ერთად დავამზადეთ მეგობრობის ელექსირი. მათთვის წინასწარ გავამზადე ორი ჭურჭელი, ერთს ეწერა - მეგობრობის ელექსირი, მეორეს - ნაგვის ყუთი. ფერად, დაჭრილ ფურცლებზე მომზადებული მქონდა სხვადასხვა სიტყვები - ისეთები, რომლებიც შეესაბამებოდა მეგობრობის არსს და ისეთებიც, რომლებიც არ შეესაბამებოდა. შემთხვევითობის პრინციპით, ბავშვებს უნდა აეღოთ ეს სიტყვები, ხმამაღლა წაეკითხათ, შემდეგ კი ჩაეგდოთ ან მეგობრობის ელექსირში, ან ნაგვის ყუთში. ამ დავალებასაც სიხალისითა და გონიერებით გაართვეს თავი. თითოეულ მათგანს მიეცა იმის საშუალებაც, რომ თავიანთი სახელები დაეწერათ მეგობრობის ელექსირის შექმნის დამადასტურებელ სიმბოლურ ფურცელზე. ეს ფურცელიც კლასის ისტორიის შემადგენელი ნაწილია საბოლოო ჯამში, საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი დღე იყო. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა მარიკა მასწვლებელთან მუშაობის საშუალება, რაც, ჩემთვის, ყოველთვის, ბევრის მომცემი და მნიშვნელოვანია

მშობლების გამოხმაურება:

(Vika)  უსაყვარლესი ფოტოებია  მადლობა ყველას, ნამდვილად განსხვავებული, საინტერესო და შემოქმედებითი დღე გქონიათ

(Aleksandra)  გამარჯობათ, ყველას დიდი მადლობა, ასეთი საინტერესო დღისთვის

 

KINGS-ის ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის ამჯერად არის კერძო სკოლა „ივერონის“ V კლასის მოსწავლე - ანდრია კვაჭაძე.

2026 წლის 16 იანვარს გაიმართა საზეიმო ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულ მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები, პელტოპი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები. ასევე მათ მოიპოვეს 4-დღიანი დასვენება ბანაკში (ცემი: 23-26 იანვარი).

ანდრია არის ჩვენის სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე, რომელიც ახლა უკვე KINGS -ის მათემატიკის ოლიმპიადის რჩეულთა შორისაა!

ვულოცავთ ანდრიას ამ დიდ წარმატებას! <3  

ვუსურვებთ არაერთ გამარჯვებას და წინსვლას!!! <3 <3 <3 
საახალწლო გასართობი პროგრამა დაწყებითი  კლასების მოსწავლეთათვის (I-IV კლ)

იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის -  "ბერიკაცი და ნამყენი" გავლის შემდეგ, II კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხე (დამრ.: ლალი ჯოხაძე). ნერგმა თუ გაიხარა, სკოლის დამთავრებამდე ჩვენი პატარები მოესწრებიან ხის ნაყოფს.

14 ნოემბერს ყველა ბავშვისა და ზრდასრულის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა!  ალბათ, ბავშვობაში, უმეტესი ჩვენგანის პირველი წაკითხული სქელყდიანი წიგნი „პეპი გრძელწინდა“ იყო. თუმცა, ასტრიდთან ურთიერთობა ბავშვობაში არ სრულდება. იგი გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან ამ წიგნში ყოველთვის მოიძებნება რაღაც ახალი, რაღაც ისეთი, რაც სულს ათბობს. იმ გიჟურ სამყაროში, სადაც ცხოვრება გვიწევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა პატარ-პატარა ჯადოსნობების, სიკეთისა და სილამაზის ძალა იგრძნონ. დღეს ამ პატარა - დიდმა ადამიანებმა პეპის სამზარეულოს კარი შეაღეს... თავიანთი ხელით გამოაცხვეს ორცხობილები და ერთი დღით იმოგზაურეს ისეთ ზღაპრულ სამყაროში, რომლის კარსაც თუ ერთხელ შეაღებ, უკან აღარასოდეს გაგიშვებს

სასკოლო პროექტის ფარგლებში, მე-12 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზრუმში. აქტივობის მიზანი იყო პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა - კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერება და პატივისცემა.

(მასწ.: ეკა კაციტაძე)

(საშემოდგომო სეზონის სასკოლო ტური)

ორდღიანი დაძაბული თამაშის შედეგედ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:

I ასაკობრივი კატეგორია (III-IV-V კლ):

პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „ცეცხლოვანი ტვინები“ (III კლ), რომელსაც მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასული გუნდი  „ცეცხლოვანი ლომები“ (V კლ); მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „ბრილიანტები (V კლ);

II ასაკობრივი კატეგორია (VI-VII-VIII კლ):

პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „დიდგორი“ (VIII კლ),  მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „შევარდენი“ (VII კლ); მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „პუმა“ (VIII კლ);

III ასაკობრივი კატეგორია (IX-X-XI კლ):

სამივე ადგილი წილად ხვდათ X კლასის მოსწავლეებს: პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „მრგვალი მაგიდა“ (X კლ),  მეორე ადგილზე - გუნდი „მთვარეზე მოსიარულეები“ (X კლ);, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „რაინდები“ (X კლ).

გამარჯვებულ გუნდებს  წარმატებებს ვუსურვებთ „ტვინების ბრძოლის“ მომდევნო ტურებში!

ტრადიციისამებრ, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები კინგსისა და „ევერესტის“ ოლიმპიადაში სხვადასხვა საგნებით. გასული სასწავლო წლის გაზაფხულის ტურში წარმატებული მონაწილეობისათვის  სერთიფიკატები და დიპლომები ამჯერად გადაეცათ მოსწავლეებს:

გიორგი კვაჭაძეს  (II კლ) - ქართული ენა;

თეიმურაზ ქაფიანიძეს  (II კლ) - ქართული ენა; მათემატიკა

ელენე კაპანაძეს  (IV კლ) - ქართული ენა; მათემატიკა

გაბრიელ გეგენავას   (IV კლ) – ქართული ენა; ინგლისური ენა

ანდრია  კვაჭაძეს   (IV კლ)  - ქართული ენა; მათემატიკა

„ევერესტის“ ოლიმპიადის წარმატებული მოსწავლე კი არის:

ელენე კაპანაძე  (IV კლ) - მათემატიკა

გილოცავთ!!!

კიდევ მრავალჯერ მიგველოცოს ჩვენი „ივერონელებისთვის“ წარმატებული მონაწილეობა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში!!!

Facebook