დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი სახლია!“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I-IV კლასის მოსავლეები. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა ჩვენი პლანეტა გადარჩეს. საკუთარი სიტყვებითა და მაგალითებით გვიჩვენეს, რომ ეკოლოგიური ცნობიერება ბავშვობიდან იწყება. მათ თავადვე ჩამოაყალიბეს პრაქტიკული რჩევები – როგორ შევამციროთ ნარჩენები, როგორ დავზოგოთ წყალი და ენერგია, რატომ არის მნიშვნელოვანი გადამუშავება და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება და ა.შ. ღონისძიება გაფორმებული იყო მათივე თემატური ნამუშევრებით.
სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საბავშვო თოჯინური თეატრი „აისი 90“ (ხელმძღ.: ქ. ზარიძე). ნაჩვენები იყო სპექტაკლი „რაც არ გერგება, არ შეგერგება“.
წელს ჩვენმა მოსწავლეებმა STEM-ოლიმპიადაზე მეორედ მიიღეს მონაწილეობა. ამჯერად გუნდი დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით:
მათემატიკა - თ. ბიწაძე (IX კლ), ქ. გობრონიძე (XI კლ), დ. კილასონია (X კლ); ფიზიკა - ა. გიორხელიძე (X კლ), გ. კიკალიშვილი (X კლ)
გუნდის ხელმძღვანელი, ფიზიკის მასწავლებელი - მაია გოგაძე.
2025 წლის 04 აპრილს, II და IV კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მედიათეკას, რომელიც დიდ დიღომში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. სტუმრობა უკავშირდება ბავშვთა კითხვის საერთაშორისო დღეს, რომელივ 02 აპრილს აღინიშნება. ჩვენი მასპინძლები იყვნენ მედიათეკის თანამშრომლები - ქ-ნი დიანა თოდრია და ლეილა ალავერდაშვილი, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებს მოკლედ ესაუბრნენ ბიბლიოთეკის წარმოშობის, პირელი ხელნაწერებისა და გამოცემების შესახებ. ასევე ბიბლიოთეკაში ქცევის წესების შესახებ, რომელთა დაცვაც ყველასათვის სავალდებულოა. ქ-ნმა ლეილამ ბავშვებს წაუკითხა ზღაპარი, რის შემდეგაც წიგნების სამყაროში წაკითხვის სურვილი ჩვენს პატარებსაც გაუჩნდათ - წაიკითხეს სულხა-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და აღნიშნეს, თუ რას გვესწავლის თითოეული მათგანი.
მედიათეკაში სტუმრობა და მიღებული შთაბეჭდილებები მუდამ ემახსოვრებთ ჩვენს მოსწავლეებს.კინგსისა და ევერესტის ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობისათვის ამჯერად სიგელები გადაეცათ II კლასის მოსწავლეებს: სოფია ოთხოზორიას (კინგსი - მათემატიკა), ლევან მატარაძეს (კინგსი - მათემატიკა) და IV კლასის მოსწავლეს - ელენე კაპანაძეს (კინგსი - ქართული, ევერესტი - მათემატიკა).
ტვინების ბრძოლის სიგელები კი ამჯერად გადაეცათ გაბრიელ შარვაძესა და ელენე კაპანაძეს, რომლებიც ობიოქტური მიზეზების გამო ვერ დაესწრენ „ტვინების ბრძოლის“ თამაშს.










