2023 წლის 27 თებერვალს სკოლა „ივერონში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ საგაზაფხულო სეზონის შიდასასკოლო ტური. მასში მონაწილეობა მიიღო სამივე ასაკობრივი კატეგირიის ყველა მოსწავლემ. თამაში ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. საბოლოოდ კი გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:
III-V კლ - გუნდი „საქართველო“ (V კლ)
VI- VIII კლ - გუნდი „საქართველო“ (VII კლ)
IX-XI კლ - გუნდები „რუბიკონი“ (XI კლ) და „გალაქტიკა -2“ (X კლ)2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - ქეთი გოგატიშვილსა და თამარ ვარსიმაშვილს ვულოცავთ ოქროს მედლების გადაცემას!
ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს ცხოვრებაში!!!
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „დიდგორმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ანსამბლის ხელმძღვანელია ქორეოგრაფი ნუგზარ ფალავანდიშვილი, რომელიც დღედაღამ დაუღალავად შრომობს თავის აღსაზრდელებთან.
2022 წლის ივლისში ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი სახელწოდებით „ოქროს ზაფხული“. ანსამბლის წევრთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა „დიდგორი“ გრან-პრის მფლობელად გამოცხადდა!.. მათ გადაეცათ შესაბამისი დიპლომი, მედალი და თასი.
სკოლა „ივერონი“ ულოცავს ბ-ნ ნუგზარს და ანსამბლს ამ დიდ გამარჯვებას! ვუერთდებით მათ სიხარულს, მით უფრო, რომ „დიდგორის“ წამყვანი მოცეკვავეები არიან IX ა კლასის მოსწავლეები: დარია ვიბლიანი, ქეთი გობრონიძე, ლუკა ვეფხვაძე და თედო ღვინიაშვილი.სკოლა „ივერონის“ ძვირფას პედაგოგს, არაჩვეულებრივ ადამიანსა და თეატრალური ხელოვნების უნიჭიერეს ქომაგს - მანანა თევზაძეს ვულოცავთ მორიგი წიგნის პრეზენტაციას!
„რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის...“ ასე ეწოდება ისტორიული მნიშვნელობის კრებულს, რომელშიც თავმოყრილია საინტერესო მასალა თეატრის შენობის აგებიდან, მისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებამდე.
„ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს“... ქ-ნი მანანა ამ სიტყვებით გვიღებს რუსთაველის თეატრის ისტორიის კარიბჭეს...
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქ-ნ მანანას მეორე წიგნიც - „დრო... და სივრცე... ირაკლი გამრეკელი“. წიგნი გამოიცა 2019 წელს და ეძღვნება ამ უდიდესი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
პრეზენტაცია შედგა რუსთაველის თეატრში, რომელსაც ესწრებოდნენ თეატრალური ხელოვნების არაერთი ცნობილი მოღვაწე, ქ-ნი მანანას გულშემატკივრები, მეგობრები, მეუღლე - ცნობილი მხატვარი ბ-ნი მალხაზ კუხაშვილი და ქალიშვილი ნინიკო, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია.