ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „დიდგორმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ანსამბლის ხელმძღვანელია ქორეოგრაფი ნუგზარ ფალავანდიშვილი, რომელიც დღედაღამ დაუღალავად შრომობს თავის აღსაზრდელებთან.
2022 წლის ივლისში ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი სახელწოდებით „ოქროს ზაფხული“. ანსამბლის წევრთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა „დიდგორი“ გრან-პრის მფლობელად გამოცხადდა!.. მათ გადაეცათ შესაბამისი დიპლომი, მედალი და თასი.
სკოლა „ივერონი“ ულოცავს ბ-ნ ნუგზარს და ანსამბლს ამ დიდ გამარჯვებას! ვუერთდებით მათ სიხარულს, მით უფრო, რომ „დიდგორის“ წამყვანი მოცეკვავეები არიან IX ა კლასის მოსწავლეები: დარია ვიბლიანი, ქეთი გობრონიძე, ლუკა ვეფხვაძე და თედო ღვინიაშვილი.სკოლა „ივერონის“ ძვირფას პედაგოგს, არაჩვეულებრივ ადამიანსა და თეატრალური ხელოვნების უნიჭიერეს ქომაგს - მანანა თევზაძეს ვულოცავთ მორიგი წიგნის პრეზენტაციას!
„რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის...“ ასე ეწოდება ისტორიული მნიშვნელობის კრებულს, რომელშიც თავმოყრილია საინტერესო მასალა თეატრის შენობის აგებიდან, მისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებამდე.
„ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს“... ქ-ნი მანანა ამ სიტყვებით გვიღებს რუსთაველის თეატრის ისტორიის კარიბჭეს...
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქ-ნ მანანას მეორე წიგნიც - „დრო... და სივრცე... ირაკლი გამრეკელი“. წიგნი გამოიცა 2019 წელს და ეძღვნება ამ უდიდესი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
პრეზენტაცია შედგა რუსთაველის თეატრში, რომელსაც ესწრებოდნენ თეატრალური ხელოვნების არაერთი ცნობილი მოღვაწე, ქ-ნი მანანას გულშემატკივრები, მეგობრები, მეუღლე - ცნობილი მხატვარი ბ-ნი მალხაზ კუხაშვილი და ქალიშვილი ნინიკო, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია.ყველა „ივერონელს“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!!!
გისურვებთ წარმატებებს და დიდ
გამარჯვებებს!
ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში სიურპრიზი დახვდათ
- მათი საყვარელი ანიმაციური ფილმების გმირების გამოჩენამ პატარები
დიდად გაახარა.
2022 წლის 11 ივნისს დაწყებითი კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე „ალადინი“. მოსწავლეები წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლებში. /ხელმძღვანელი სკოლის ორგანიზატორი: ლალი ლამბრიანიძე/.










