სკოლა „ივერონი“ ულოცავს XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას!!!
გისურვებთ სურვილების ასრულებას და წარმატებებით აღსავსე მომავლის გზას!!!
ჩემო საყვარელო ბავშვებო, მთელი გულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ძალიან, ძალიან მიყვარხართ! სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც მე დღეს განვიცდი! არ ვიცი როგორ მოგეფეროთ, როგორ მოგესიყვარულოთ! თქვენ ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასი ხართ - ჩემი პირველი გამოშვება, პირველი სიხარული! 10 წლის მანძილზე თქვენ იყავით ჩემი ყოველდღიური საფიქრალი და საზრუნავი!.. გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, წარმატებას და სურვილების ასრულებას!.. მიყვარხართ და არასდროს დამავიწყდებით!!! იმედია თქვენც არ დაივიწყებთ სკოლა "ივერონში" გატარებულ წლებს! არ დაივიწყებთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც ყოველთვის თქვენი გულშემატკივრები დარჩებიან! მადლობა იმ სიყვარულისთვის, რასაც ამ წლების მანძილზე ჩვენ თქვენგან ვგრძნობდით!!!
კლასის დამრიგებელი: მარინე ბექურიძე
დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, კიდევ ერთხელ თვალნათელია კერძო სკოლა „ივერონის“ პედაგოგების ერთგულება საქმისადმი! მომავალი თაობის აღზრდა მართლაც რომ საიმედო ადამიანების ხელშია!
დიდი
მადლობა თავდადებისთვის! გულისხმიერებისთვის! და რაც კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია - იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ ჩვენი
მომავალი თაობის მიმართ!
ძვირფასო
პედაგოგებო!!!
პატივცემულო
მშობლებო!!!
დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, კიდევ ერთხელ თვალნათელია კერძო სკოლა „ივერონის“ პედაგოგების ერთგულება საქმისადმი! მომავალი თაობის აღზრდა მართლაც რომ საიმედო ადამიანების ხელშია!
დიდი
მადლობა თავდადებისთვის! გულისხმიერებისთვის! და რაც კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია - იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ ჩვენი
მომავალი თაობის მიმართ!
კერძო სკოლა „ივერონი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2020-2021
სასწავლო წლისათვის I-XIIკლასებში.
საბუთები მიიღება 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ტელ.: 2 53 56 68; 5 99 71 10 40პატიცემულო მშობლებო!
ვინაიდან, არაოფიციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, აპრილის ბოლოსათვის სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვერ გადაინაცვლებს. ამიტომ, სკოლის დირექციის მოთხოვნით, დაუყოვნებლივ უნდა განვაახლოთ მოსწავლეებთან კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში. ონლაინ გაკვეთილები საშუალებას იძლევა მოსწავლეს ავუხსნათ ახალი მასალა და თვალი მივადევნოთ მათ შესრულებას.
სკოლამ სასწავლო პროცესი განაახლა 16 მარტიდან, რაც განათლების სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, გულისხმობდა განვლილი მასალის გამეორებას და დამატებითი მასალის მიწოდებას.
23 მარტიდან V-XII კლასები გადავიდნენ გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში ჩატარებაზე. ამისათვის სკოლამ აირჩია ZOOM-ის პლატფორმა.
25 მარტიდან კი ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელად მზადდება დაწყებითი კლასები. ვინაიდან, ჩვენი მოსწავლეები პატარა ასაკის არიან, მათ დამოუკიდებლად გაუჭირდებათ ამ პროგრამების ათვისება და დასჭირდებათ თქვენი დახმარება. თუმცა ამ პროგრამით მუშაობა მათთვის საკმაოდ მარტივი იქნება.
მოგაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ რამდენიმე ინსტრუქციას, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით, სკოლის დირექცია.
25.03.2020 წელი,
მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო
!
ორშაბათიდან, 23
მარტიდან, სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ამასთან დაკავშირებით
გთხოვთ, სასწრაფოდ,
დღესვე გაააქტიურონ ჩვენმა მოსწავლეებმა
ZOOM-ის
პროგრამა.
დღის ბოლოს მოგაწვდით საგაკვეთილო ცხრილსა და გაკვეთილებზე ჩასართავად
გამოსაყენებელ საგნობრივ კოდებს!!!
სკოლის დირექცია
22.03.2020 წელიმ ო გ ე ს ა ლ მ ე ბ ი თ ბ ა ვ შ ვ ე ბ ო !
გთხოვთ, სასწრაფოდ, დღესვე გაააქტიურეთ ZOOM-ის პროგრამა. ორშაბათიდან დავიწყებთ ონლაინ გაკვეთილებს. დღის ბოლოს მოგაწვდით საგაკვეთილო ცხრილსა და გაკვეთილებზე ჩასართავად გამოსაყენებელ კოდებს!!!
სკოლის დირექცია
22.03.2020 წელი
პატივცემულო მშობლებო!
როგორც დაგპირდით, სკოლას მზად აქვს საგაკვეთილო ცხრილი, რომელიც
ითვალისწინებს მოსწავლეებთან ონლაინ ჩართვებს. ეს არის ცხრილის საცდელი
ვარიანტი, რომელიც ამოქმედების შემდეგ შესაძლოა ჩასწორდეს.
სწავლების საწყის ეტაპზე მოსალოდნელია შეიქმნას მცირე ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ერთი კვირის მანძილზე გამოსწორდება.
ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას სკოლა განახორციელებს ZOOM-ის პროგრამით, რომელიც ფაქტობრივად უკვე ყველა მასწავლებელმა გაააქტიურა. საგაკვეთილო ცხრილსა და ონლაინ გაკვეთილებზე ჩასართავად გამოსაყენებელ კოდებს დღეს საღამოსთვის მოგაწვდით. ასევე მოგაწვდით ინფორმაციას მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით.
მოგმართავთ თხოვნით, დაეხმაროთ ბავშვებს ZOOM-ის პროგრამის გადმოწერაში და ამ პროგრამით მუშაობის გაცნობაში.
პატივისცემით, სკოლის დირექცია.
22.03.2020 წელი


