ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დაე, შემეცნების სიხარულით აღსავსე ეს წელი, წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის!
სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს,ვის მეხსიერებაშიც სამუდამოდ აღიბეჭდება ეს საოცარი დღე!!!
სასიამოვნო
სიახლე!
ბიზნეს რეიტინგის კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინებით, საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შესახებ 2014-2016 წლების შედეგების მიხედვით, სტატისტიკურირანჟირების შედეგებით კერძო სკოლა „ივერონი“ იმყოფება:
Ø რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „დასაქმებულთა რაოდენობა“;
Ø რეიტინგი ოქრო თბილისის საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „დასაქმებულთა რაოდენობა“.
2016 წლის 24 აგვისტო კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღედ ჩაიწერა კერძო სკოლა „ივერონის" ისტორიაში.
ვულოცავთ ყველა მოსწავლეს, პედაგოგებსა და თანამშრომებს ავტორიზაციის წარმატებით გავლას
რამდენიმე დღეა, რაც კერძო სკოლა ,,ივერონის" X კლასის მოსწავლე - ანი ჩიჩუა იყოფება ბაქსვუდის საერთაშორისო ბანაკში. მან ეს საგზური ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატების საფუძველზე (ინგლისური ენა - პედ: მაია ფარცხალაძე) მოიპოვა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ფინალისტია XI კლასის მოსწავლე ცოტნე გვასალია (გოეგრაფია, პედ: ელენე ბუცხრიკიძე), რომელიც ბაქსვუდის ბანაკში ივლისის თვეში გაემგზავრება;
ანი და ცოტნე, გილოცავთ ამ გამარჯვებას და გისურვებთ საინტერესო და შინაარსიან დასვენებას.
2016-2017 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლა „ივერონში" დარეგისტრირებულ I კლასელთა მშობლების საყურადღებოდ!!!
14 ივნისს 11:00 საათზე კლინიკა „M-მედ-22“-ის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ლოგოპედ-ფსიქოლოგი ქალბატონი გულიკო ჩიქოვანი „ივერონის“ მომავალ I კლასელებს ჩაუტარებს სკოლისთვის მზაობის სამედიცინო შემოწმებას.
I კლასელთა მშობლებს ვთხოვთ უზრუნველყონ სკოლაში შვილების დროულად გამოცხადება.








