„ივერონელების“ წარმატება ქიმიის ფესტივალზე!
2019 წლის 20 სექტემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქიმიის ფესტივალი, რომელიც ჩატარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეის ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის წევრ სტუდენტთა ორგანიზებით. ფესტივალი დაფინანსებული იყო ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის გრანტით და ჩატარდა ქიმიის კვირეულის ფარგლებში.
ჩვენი სკოლიდან ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ XI კლასის მოსწავლეები - ქეთი გოგატიშვილი და თამთა ვარსიმაშვილი. სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო გასართობ-შემეცნებით პროგრამაში, და მოხვდნენ გამარჯვებულ გუნდთა სამეულში. მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
პროგრამის პროექტი ეკუთვნის და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ანი ჩიჩუა, რომელიც კერძო სკოლა „ივერონის“ კურსდამთავრებულია.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.„მე და ჩემი თემი“ - ასე ეწოდებოდა საპრეზენტაციო თემას, რომელიც 2019 წლის 9 ოქტომბერს წარმოადგინეს VII კლასის მოსწავლეებმა საგანში - მოქალაქეობა
/მასწავლებელი: ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე/.
კერძო სკოლა „ივერონის“ კიდევ 3 პედაგოგს. ესენი არიან:
2019 წლის 2 სექტემბერი.
სკოლა „ივერონი“ სტუდენტობას ულოცავს 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებებით აღსავსე გზას!
სამივე მათგანი გახდა სახელმწიფო გრანტის მფლობელი: ანრი თვალაბეიშვილი (70% ) და ლუკა ფალავანდიშვილი გახდნენ ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ხოლო ირაკლი ჩიჩუა (50%) გახდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.