შპს კერძო სკოლა ივერონი აცხადებს ვაკანსიას
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
მასწავლებლის საათებზე
 
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს (უფროსი მასწავლებელი ან პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც იანვრამდე გეგმავს სტატუსის მომატებას), გთხოვთ ხუთი დღის ვადაში წარმოადგინოთ სკოლაში (დ/დიღომი, გ. ბრწყინვალეს 41ა) ან გადმოგზავნოთ ელ ფოსტით (iveronischool@gmail.com) შემდეგი საბუთები:
1. წერილობითი განცხადება
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. ავტობიოგრაფია / cv
4. განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
5. სპორტის მასწავლებლად, არანაკლებ ერთი წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სკოლის საკონტაქტო ტელ: 032 2 53 56 68

2019 წლის 2 სექტემბერი.

 

სკოლა „ივერონი“ სტუდენტობას ულოცავს 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებებით აღსავსე გზას!

სამივე მათგანი გახდა სახელმწიფო გრანტის მფლობელი: ანრი თვალაბეიშვილი (70% )  და  ლუკა ფალავანდიშვილი გახდნენ ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ხოლო ირაკლი ჩიჩუა (50%) გახდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

X კლასის მოსწავლეთა ბოლო დღე სკოლაში - დამშვიდობება მასწავლებლებთან!
2019 წლის 30 მაისს (ხუთშაბათს ) 14:30 საათზე სკოლა „ივერონი“ აწყობს შეხვედრას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძესთან. მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში.

2019 წლის 10 მაისს VII კლასის მოსწავლემ ქეთი ქავთარაძემ გამარჯვება  მოიპოვა ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსში სახელწოდებით „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“, რომელიც მოეწყო შპს „კრეატივ ივენთის“  ხელმძღვანელობით. სკოლის პარალელურად ქეთი სწავლობს ხელოვნების კოლეჯში ხატვა-ფერწერის განყოფილებაზე (ხელმძღვანელი: ანა ხარაშვილი). 400 მონაწილიდან დაჯილდოვდა 3 მათგანი. ქეთის გადაეცა 2 სიგელი და ფულადი ჯილდო. ერთი სიგელი გადაეცა „კრეატივ ივენთისაგან“, ხოლო მეორე სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირებისაგან, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქ-ნი ციცო ჯაფარიძე.

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლა „ივერონის“ ბიბლიოთეკის გამგის ქ-ნ ლამარა თოდრიას ინიციატივით, მოეწყო  პოეტი-მებაღის შემოქმედების გაცნობა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ VII, VIII, X, XI კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები. ჩვენი სკოლის პედაგოგი ბრძანდება მებაღის დედა - ქ-ნი თამარ ლორთქიფანიძე, რომელმაც გაიხსნა საინტერსო ეპიზოდები პოეტის ცხოვრებიდან და ისაუბრა მის   უახლოეს სამომავლო გეგმებზე.

წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ფილმმა, რომელიც ეფუძნება მებაღის პოეზიას და მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს(ლექსებს კითხულობს მსახიობი მურმან ჯინორია).

ქ-ნ თამარს მადლობა გადაუხადეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა თინა ჩხეიძემ, სკოლის პედაგოგ-ორგანიზატორმა ქ-ნმა ლალი ლამბრიანიძემ და ღონისძიების ორგანიზატორმა ქ-ნმა ლამარა თოდრიამ.

სასწავლო დღის დასრულების შემდეგ ქ-ნა თამარმა X-XI კლასების მოსწავლეებს აჩვენა მებაღის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელში მოწყობილი ბიბლიოთეკა, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნის პოეტ-მებაღეს.
IV კლასის მოსწავლეს - საბა ადეიშვილს (დამრიგებელი: თამთა აბულაძე) ვულოცავთ „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში გადასვლას! (საგნის მასწავლებელი ლალი ჯოხაძე)

Facebook