ღონისძიებები და პროექტები

VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო თეატრალური დადგმები ინგლისურ ენაზე  (ინგლისური ენის მასწ.: თ. ჩაფიჩაძე).

პროგრამა მოიცავდა სიმღერებს, ცეკვებს, იგავ-არაკებსა და სხვადასხვა შემოქმედებით ნომერს. მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს - მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი შესაძლებლობების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავად წარმოჩენა. ღონისძიებამ ძალიან თბილ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა და მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებულ გამოსვლას. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩრთულობისათვის, მათ მშობლებს - მხარდაჭერისათვის! ჩვენს ახალბედა თიკო მასწავლებელს კი ვუსურვებთ ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას!

კერძო სკოლა „ივერონი“ ულოცავს XII კლასის მოსავლეებს სკოლის დამთავრებას!!! (დამრ,: ლ. ლამბრიანიძე).

ჩვენო ძვირფასებო! გისურვებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ახალ სარბიელზე მწვერვალების დაპყრობას!!!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშორებით, 2026 წლის 7 მაისს  სკოლა „ივერონი“-ში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ჩემო პატრიარქო...“ ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ რელიგიის ისტორიის წრის ხელმძღვანელი  ქ-ნი  ქეთო ჩიქოვანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები,  მოსწავლეები, მშობლები.  ასევე სკოლა „ივერონის“ დამფუძნებელი ქ-ნი ციალა ჯაფარიძე და  მოწვეული  სტუმარი - თბილისის ასიათას მოწამეთა ტაძრის  დეკანოზი - ირაკლი დუმბაძე.
V კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები პატრიარქის ბიოგრაფიიდან, ხოლო VI კლასელებმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეებიდან წაიკითხეს ამონარიდები და  განმარტეს თითოეული მათგანი - თუ რას გვასწავლის ამ წერილებში ჩვენი ბრძენი პატრიარქი...
ღონისძიებაზე გამოყენებული იყო სხვადასხვა ინტერნეტრესურსი: პატრიარქის ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, მისი შექმნილი საგალობლები და სხვა.ღონისძიების ბოლოს ქალბატონმა ც. ჯაფარიძემ გაიხსენა  ერთ-ერთი შეხვედრა პატრიარქთან და აღნიშნა, რომ სკოლას სახელწოდება „ივერონი“ დაერქვა სწორედ ილია II-ის შეთავაზებით.
დეკანოზმა მამა ირაკლი დუმბაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და სკოლას ასეთი საინტერსო ღონისძიებისათვის და  მოუწოდა მოსწავლეებს გულმოდგინედ ისწავლონ, დაემარჩილონ მშობლებს და უფროსებს, პირადი კავშირი ჰქონდეთ  ღმერთთან და ილოცონ ღვთისმშობლის ტროპარი „მოწყალებისა კარი განგვიღე...“  მან თითოეულ მონაწილეს უსახსოვრა ათონის მთის  ღვთისმშობლის ხატის ასლი  „ზეთის განმამრავლებელი“ და  „შვიდგზის ლოცვების“ პატარა კრებული.
ღონისძიების დასასრულს ქალბატონმა ციცომ ამ დღის სამახსოვროდ, მამა ირაკლის გადასცა ილუსტრირებული წიგნი „ივერონი“.
ეს იყო „ივერონის“ კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო დღე, რომელიც ეხმიანება სასკოლო პროექტს - „ჩვენი საგანძური“.
გვჯერა, რომ ჩვენი დიდი პატრიარქის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა, დიდ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში.

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
2026 წლის 6 თებერვალს IV კლასის მოსწავლეებმა სკოლის სცენაზე გაითამაშეს მინი-სპექტაკლი „ზამთრის ამბავი“ (დამრიგებელი: ლია კუკავა). ის მოგვითხრობს ტყის ცხოველების შესახებ, რომლებიც ზამთრის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან ნაძვის ხის მორთვასა და საჩუქრების მომზადებაში,  ერთად მხიარულობენ და ქმნიან სადღესასწაულო განწყობას. ნაწარმოები გვასწავლის მეგობრობას, თანადგომასა და სიკეთის მნიშვნელობას.

Facebook