VII კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში, მოაწყვეს შეხვედრა სკოლის III, V და VI კლასების მოსწავლეებთან, რომლებთანაც ისაუბრეს დაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
თურმე „მსოფლიო დაზოგვის დღე“ 31 ოქტომბერს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში კი ის საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის ინიციატივით, აღინიშნება 2012 წლიდან. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შეხებ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ფულს, როგორ უნდა დაზოგონ ის სახლში, ან დააგროვონ ბანკში, რომ შეხაძლებელი გახდეს თავიანთი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს აქვს დაგროვების ყულაბა და აქვს მიზანი, რისთვისაც დაგროვილ თანხას გამოიყენებენ.
მოსწავლეები დიდი ინტერესით საუბრობდნენ ამ თემაზე და გამოავლინეს საკმაო ცოდნა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე VII კლასის მოსწავლეებმა პატარებს სააცნეს საინტერესო ისტორიული ფაქტები („მოგზაურობა ფულის სამყაროში“), თავად პატარებმა კი წაიკითხეს მოთხრობა - „დაგროვების ამბავი“.
აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბში შეიკრეიბნენ ასევე VIII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც „იმოგზაურეს“ ფულის სამყაროში და გაეცვნენ „ფინანსური განათლების სახელმძღვანელოს“. ეს ბროშურები ჩვენს მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა V კლასის მოსწავლის დავით ბექაურის მშობელმა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა კერძო ოლიმპიადებში. თავისი წარმატებით ამჯერად გაგვახარეს მოსწავლეებმა:
კენგურუ საზღვრების გარეშე - I ხარისხის დიპლომი გადაეცა III კლასის მოსწავლეს - ანდრია კვაჭაძეს (მათემატიკა);
კინგსის 2023 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადა - სერტიფკატი და ქართული ენის ოლიმპიადის დიპლომი გადაეცა IV კლასის მოსწავლეს - გეგა გათენაძეს;
კინგსის 2023 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადები - სერტიფკატები გადაეცა IV კლასის მოსწავლეს - დავიდ ჩკოპოიას;ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩვენი მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა. საგაზაფხულო ტურნირში ჩართულები იყვნენ III – XI კლასების მოსწავლეები.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თამაში მიმდინარეობდა დაძაბულად. თითოეული გუნდი ცდილობდა მაქსიმალურად წარმოეჩინათ თავი და გამოევლინა თავისი შესაძლებლობები.
თამაშის საბოლოო შემდეგები ასეთია:
U5 ასაკობრივი კატეგორია (III-IV-V კლ):
I ადგილი - გუნდი „მეგა ტვინები“ (66 ქულა - V კლ)
II ადგილი - გუნდი „ფენიქსი“ (56 ქულა - IV კლ)
III ადგილი - გუნდი „ლომები“ (54 ქულა - III კლ)
გუნდი „შევარდენი“ (54 ქულა - V კლ)
U8 ასაკობრივი კატეგორია (VI-VII-VIII კლ):
I ადგილი - გუნდი „ბუები“ (84 ქულა - VII კლ)
II ადგილი - გუნდი „ჰეროდოტე“ (83 ქულა - VIII კლ)
III ადგილი - გუნდი „ტიფლისი“ (79 ქულა - VIII კლ)
U12 ასაკობრივი კატეგორია (IX-X-XI კლ):
I ადგილი - გუნდი „გალაქტიკა“ (78 ქულა - XI კლ)
II ადგილი - გუნდი „ნიკე“ (61 ქულა - X კლ)
III ადგილი - გუნდი „ელპრიმო“ (60 ქულა - X კლ)14 აპრილი - დედაენის დღეა!
ამასთან დაკავშირებით, დაწყებით კლასებში (I-IV კლ) ტრადიციულად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები. განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ პირველკლასელები, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი ამ საპასუხისმგებლო დავალებას.დედამიწის დღესთან დაკავშირებით, IX კლასის ინიციატივით (საგანი - გეოგრაფია, მასწავლებელი - ე. ბუცხრიკიძე) სკოლაში შეგროვდა მაკულატურა, რომლის ჩაბარებითაც მიღებული თანხით კლასმა შეიძინა 3 რუკა გეოგრაფიისა და ეიტორიისათვის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული ბიბლიოთეკისათვის და 2 ლახტი მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილისათვის.
მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მოაწესრიგეს რუკები. კრებული გადასცეს ბიბლიოთეკას, ხოლო ლეხტებით გაახარეს დაწყებითი კლასების მოსწავლეები. ქ-ნმა ელისომ პატარებს მოკლედ აუხსნა მეორადი ქაღალდის გადამუშავებისა და დედამიწის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე.