V კლასმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა - მათ შინაარსობრივად კარგად დაახასიათეს და აღწერეს თავისი საყვარელი ცხოველები: ფერი, თვისებები, ხასიათი, ჩვევები და ა.შ. აღმოჩნდა, რომ კლასის უმრავლესობის საყვარელი ცხოველი არის ძაღლი. ზოგიერთ მათგანს ძაღლი სახლში ან სოფელში ჰყავს, აქტიურად ურთიერთობენ და ზრუნავენ მათზე. მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაასახელა თხა: როგორც მან აღნიშნა, თურმე ფეხბურთში კარგ მოთამაშეს „თხას“ ეძახიანო.
მოსწავლეებმა პრეზენტაციის დროს სწორად გამოიყენეს ნასწავლი მასალა და გამოავლინეს სათანადო ლექსიკური მარაგი.წიგნისმოყვარულთა კლუბის ფარგლებში, V-VI კლასების მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ბიბო“. მათ დაახასიათეს მოთხრობის პერსონაჟები და ისაუბრეს ნაწარმოების მთავარი იდეის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ-ნი მ. ბექურიძე და ე. დუღაშვილი.
შემაჯამებელი გაკვეთილი ითვალისწინებდა განვლილი მასალის თავმოყრასა და ცოდნის შემოწმებას ინფლისურ ენაში (მასწ.: მ. დარჩაშვილი). მოსწავლეებმა ისაუბრეს ამინდისა და კვირის დღეების შესახებ, შემოწმდა საათის ცნობა, დათვლა. ასევე მათ მოეთხოვებოდათ წინადადებების დასრულება.
მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მასალის სათანადო ცოდნა. კლასმა გამოავლინა I, II და III ადგილებზე გასული მოსწავლეები, რომლებმაც უშეცდომოთ, ან მცირედი ხარვეზით შეასრულეს დავალებები. პირველი ადგილი დაიკავეს ელენე ფილფანმა დ ანდრია კვაჭაძემ.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისა და წახალისების მიზნით, მოსწავლეებს გადაეცათ პატარ-პატარა პრიზები.2024 წლის
23 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით, სკოლაში ჩატარდა სადიაგნოსტიკო
წერები საგნებში:
1-
ქართულ ენა და
ლიტერატურა,
2- მათემატიკა,
3- ინგლისური ენა,
4- გერმანული ენა
5- რუსული ენა.
ამჯერად ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს V-XI კლასების მოსწავლეებმა. მოსწავლეები სრული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ აღნიშნულ აქტივობას და ყველა საგანში გამოავლინეს სათანადო ცოდნა.
მარტის ბოლოსათვის სადიაგნოსტიკო წერები იგეგმება დარჩენილ საგნებშიც.IX კლასის მოსწავლეებმა წარმოდგინეს პრეზენტაციები: მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,მიწის ყივილისა " და გუგული მგელაძის მხატვრული ფილმის ,,ფესვების" კინოვერსიის შედარება (მასალა მოგვინებით დაიბეჭდა გაზეთ ,,სახალხო განათლებაში").
რამდენიმე დღით ადრე კი IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ,,კარგ ქართველთა ხსოვნისათვის წარმოსათქმელი სიტყვები ძეგლის გახსნაზე თუ მემორიალურ წარწერასთან დაკავშირებით“, ღვაწლის ამსახველი ფოტომასალებით. ორივე პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები: ქ. ჩიქოვანი, მ. დარჩაშვილი და ლ. ლამბრიანიძე.









