სკოლა „ივერონმა“ საზეიმოდ აღნიშნა ბავშვათა დაცვის საერთაშორისო დღე!
სკოლის მიმდებარე სპორტულ მოედანზე ჩვენს მოსწავლეებს ელოდათ გასართობი პროგრამა.
ღონისძიება გახსნა კერძო სკოლა „ივერონის“ დამფუძნებელმა - ქალბატონმა ციალა ჯაფარიძემ. მისალმებისა და მილოცვის შემდეგ, მან სხვადასხვა აქტივობში გამარჯვებულ გუნდებსა და მოსწავლეებს გადასცა წამახალისებელი სიგელები.
ზეიმი გახსნეს ხელოვნების კოლეჯის ქორეოგრაფიული ანსამბლის - „დიდგორის“ მოცეკვავეებმა (ხელმძღვ.: ბ-ნი ნუგზარ ფალავანდიშვილი). მათ შეასრულეს ცეკვები: „ხორუმი“ და „ყაზბეგური“.
ხოლო კოლეჯის საესტრადო სიმღერის წრის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები (ხელმძღვ.: ნანა ჭავჭანიძე).
სტადიონზე გამოფენილი იყო კოლეჯის მოსწავლეთა ნამუშევრები - ნახატები (მასწ.: ანა ხარაშვილი) და თექის ნაკეთობები (მასწ.: ნატო ჟღენტი).
პროგრამის მეორე ნაწილი დაეთმო გასართობ აქტივობებს - მხიარულ სტარტებს. ჩვენი მოსწავლეების გართობაზე და მათ განწყობაზე იზრუნა ნიკა კლიმენკომ, რომელიც ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა. მას ეხმარებოდა ნინი, რომელმაც „მოხატა“ ჩვენი პატარები.
დღევანდელი დღის განწყობა დიდხანს გაჰყვებათ ჩვენს ბავშვებს.სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან თვაურის ხელმძღვანელობით 2023 წლის თებერვლის თვეში VI კლასთან განახორციელა სოციალური პროექტი სახელწოდებით „ეკოლოგიური საფრთხეები“
XXI საუკუნეში სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს გარემოს დაცვის საკითხები . გარემოზე ზრუნვა, იმ რისკების და საფრთხეების გააზრება რაც პლანეტას საფრთხეს უქმნის, დღევანდელი საზოგადოების ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება მოსწავლეებში გარემოს დაბინძურების შედეგად მიღებული რისკების თავიდან აცილების საშუალება და წინაპირობაა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციას გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ფაქტებზე და გარემოს დანიძურების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებზე. დაასუფთავეს სკოლის ეზო. მათ განუვითარდათ ჯგუფური და თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევები. შექმნეს პლაკატი გარემოს დაბინძურების თემაზე და მოაწყობენ პრეზენტაცია სასკოლო სივრცეში.სკოლა „ივერონი“ XII კლასის მოსწავლეებს ულოცავს სკოლის დამთავრებას!
უსურვებს წარმატებებს და წინსვლას ცხოვრების ახალ სარბიელზე! <3 <3 <3VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია - „მუსიკა საბალეტო თეატრში“. მათ ისაუბრეს ბალეტის ჟანრის ისტორიის შესახებ, მუსიკისა და ქორეოგრაფიის როგორც გამოსახვის მნიშვნელოვან საშუალებებზე და სხვა მახასიათებლებზე.
მოკლედ მიმოიხილეს ქართული საბალეტო ხელოვნება - კომპოზიტორები, შემსრულებლები (ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი, ვ. ჭაბუკიანი). ასევე გაგვაცნეს ამერიკული საბალეტო ხელოვნებს ფუძემდებული - ჯორჯ ბალანჩინი.2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრიდან სკოლა „ივერონში“ კიდევ ერთი კლუბი ამოქმედდა - ესაა ხელოვნების მოყვარულთა კლუბი. მოსწავლეთა გაერიანება აღნიშნულ კლუბში მოხდა რემდენიმე თვის წინ, მათი სურვილის საფუძველზე. პირველ შეხვდრაზე მათ ისაუბრეს თავიანთი ინტერესებისა და გატაცებების შესახებ, ხელოვნების დარგებისადმი მათი სიყვარულის შესახებ...
ამჯერად კლუბი შეიკრიბა სკოლის ბიბლიოთეკაში, მონაწილეობდნენ VI, VII, XI კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები. მოსწავლებმა იხილეს ქართული მხატვრული ფილმი - „ხევისბერი გოჩა“ (1964 წ.).
ფილმის ჩვენებამდე, XI კლასის მოსწავლემ - კატო მერკვილიშვილმა, უმცროს მეგობრებს გააცნო ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების შინაარსი, მთავარი პერსონაჟები, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რა როლს ასრულებს ფილმის შინაარსის გადმოცემაში მუსიკა, მხატვრობა, ქორეოგრაფიული ეპიზოდები, რომ აღარაფერი ითქვას ლიტერატურულ საფუძელსა და სამსახიობო ოსტატობაზე.
ფილმის ხილვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს მთის კუთხეების მკაცრი ბუნების შესახებ, მთის მოსახლეობის შინაგან სამყაროზე, ხასიათზე, მათ ყოფაზე, ტრადიციებზე, ტრადიციების შენარჩუნების დადებით და უარყოფით მხარეებზე... მოსწავლეთა მოსაზრებები იყო საინტერესო, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოც კი, მაგრამ თითოეული მათგანი საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებდა საკუთარ მოსაზრებას.
შეხვედრა იყო ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი.