ღონისძიებები და პროექტები

2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრიდან სკოლა „ივერონში“ კიდევ ერთი კლუბი ამოქმედდა - ესაა ხელოვნების მოყვარულთა კლუბი. მოსწავლეთა გაერიანება აღნიშნულ კლუბში მოხდა რემდენიმე თვის წინ, მათი სურვილის საფუძველზე.  პირველ შეხვდრაზე მათ ისაუბრეს თავიანთი ინტერესებისა და გატაცებების შესახებ, ხელოვნების დარგებისადმი მათი სიყვარულის შესახებ...

ამჯერად კლუბი შეიკრიბა სკოლის ბიბლიოთეკაში, მონაწილეობდნენ VI, VII, XI კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები. მოსწავლებმა იხილეს ქართული მხატვრული ფილმი - „ხევისბერი გოჩა“ (1964 წ.).

ფილმის ჩვენებამდე, XI კლასის მოსწავლემ - კატო მერკვილიშვილმა, უმცროს მეგობრებს გააცნო ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების შინაარსი,  მთავარი პერსონაჟები, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რა როლს ასრულებს ფილმის შინაარსის გადმოცემაში მუსიკა, მხატვრობა, ქორეოგრაფიული ეპიზოდები, რომ აღარაფერი ითქვას ლიტერატურულ საფუძელსა და სამსახიობო ოსტატობაზე.

ფილმის ხილვის შემდეგ  მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს მთის კუთხეების მკაცრი ბუნების შესახებ, მთის მოსახლეობის შინაგან სამყაროზე, ხასიათზე, მათ ყოფაზე, ტრადიციებზე, ტრადიციების შენარჩუნების დადებით და უარყოფით მხარეებზე... მოსწავლეთა მოსაზრებები იყო საინტერესო, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოც კი, მაგრამ თითოეული მათგანი საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებდა საკუთარ მოსაზრებას.

შეხვედრა იყო ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი.
2023 წლის 03 მაისს I-V კლასების მოსწალეებმა უცხო ტექსტის გაცნობისა და გააზრების შემდეგ, უპასუხეს დასმულ კითხვებს. მათ ამ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი და გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები.
2023 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლა „ივერონის“ IX-X კლასების  მოსწავლეებმა, ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში (მოქალაქეობა - მასწ.: ე. ბუცხრიკიძე, ისტორია - მასწ.: ი. გარსენიშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მასწ.: ქ. თვაური) მოინახულეს ეროვნული მუზეუმი, საჯარო ბიბლიოთეკა და ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს, სადაც  შენობის დათვალიერების შემდეგ, დაესწრნენ პარლამენტის სხდომა. ჩვენს მოსწავლეებს სტუმრების რანგში მიესალმნენ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი და დამსწრე პარლამენტარები.
2023 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლა „ივერონის“ IX-X კლასების  მოსწავლეებმა, ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში (მოქალაქეობა - მასწ.: ე. ბუცხრიკიძე, ისტორია - მასწ.: ი. გარსენიშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მასწ.: ქ. თვაური) მოინახულეს ეროვნული მუზეუმი, საჯარო ბიბლიოთეკა და ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს, სადაც  შენობის დათვალიერების შემდეგ, დაესწრნენ პარლამენტის სხდომა. ჩვენს მოსწავლეებს სტუმრების რანგში მიესალმნენ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი და დამსწრე პარლამენტარები.
დედამიწის დღისადმი მიღვნილ კვირეულში ჩაერთო VII კლასი.  მოსწავლეებმა მოქალაქეობაში წარმოგვიდგინეს პროექტი - „ნარჩენების მართვა". მათ პლასმასის ბოთლებით დაამზადეს ძალიან  საინტერესო და სახალისო სათამაშოები. ამით დაგვანახეს, თუ  როგორ შეიძლება მეორე სიცოცხლე აჩუქო ნარჩენებს.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, IV ლასის მოსწავლეებმა  მე და საზოგადოებაში“  წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით  „გაუფრთხილდი გარემოს! გარემოს დაცვის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება აჩვენეს ნახატებით, მასწავლებელთან ერთად, ჯერ დაასუფთავეს სკოლის ეზოს გარკვეული ტერიტორია, შემდეგ კი საკლასო ოთახში მოაწყვეს თავიანთი ნახატების გამოფენა.
2023 წლის 24 აპრილს მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა მნიშვნელოვან ცვლილებებს ახალი დროის გარიჟრაჟზე. კერძოდ კი - დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს. მოსწავლეებმა ისაუბრეს შორეული მოგზაურობების დაწყების მიზეზებსა და შედეგებზე. შექმნეს მსოფლიოს სქემატური რუკა, დაიტანეს მოგზაურთა მარშრუტები. დღიურებისა და კომიქსის საშუალებით წარმოადგინეს მოგზაურების თვალით დანახული უცხო სამყარო, უცხო მოსახლეობა.

VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება სახელწოდებით - მრავალფეროვანი თბილისი" (მასწავლებელი: იზა გარსენიშვილი). მოსწავლეებმა ნაშრომების პრეზენტაციისას განიხილეს შემდეგი საკითხები: რომელი ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ თბილისში; რა განმასხვავებელი და საერთო მახასიათებლები აქვთ მათ; რატომაა თბილისის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მისი სიმდიდრის წყარო; რომელი რელიგიის აღმსარებელთა საკულტო ნაგებობები გვხვდება თბილისში; რამ განაპირობა ამ ნაგებობათა გეოგრაფიული სიახლოვე; რა საერთო ღირებულებები ჰქონდათ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ თბილისელ მოღვაწეებს.

პრეზენტაცია გამდიდრებული იყო ოსკარ შმერლინგის ნამუშევრებით, საკულტო ნაგებობების ფოტოებით.

Facebook