ღონისძიებები და პროექტები
საქართველოს საჭადრაკო  ფედერაციის ინიციატივით, 2024 წლის 27 აპრილს  ჩატარდა საქართველოს პირველ საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“. მასში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების I და II კლასების მოსწავლეებმა. ჩვენი სკოლიდან შეიჩნენ ლაზარე კაპანაძე, გიორგი კვაჭაძე და ლაზარე გორდეზიანი (მასწავლებელი - ბ-ნი ზაზა ტორაძე). სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო ერთმა მოსწავლემ მიუხედავად შედეგებისა, ეს იყო ჩვენი პატარა მოსწავლეების პირველი ასპარეზობა საჭადრაკო სასახლეში. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა კერძო ოლიმპიადებში. თავისი წარმატებით ამჯერად გაგვახარეს მოსწავლეებმა:

კენგურუ საზღვრების გარეშე - I ხარისხის დიპლომი გადაეცა III კლასის მოსწავლეს - ანდრია კვაჭაძეს (მათემატიკა);

კინგსის 2023 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადა - სერტიფკატი  და ქართული ენის ოლიმპიადის დიპლომი გადაეცა IV კლასის მოსწავლეს - გეგა გათენაძეს;

კინგსის 2023 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადები  - სერტიფკატები   გადაეცა IV კლასის მოსწავლეს - დავიდ ჩკოპოიას;
„ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ - ასე ეწოდება თემას, რომელიც მუსიკის მასწავლებლის - ქ-ნ ნანა ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით დაამუშავეს და შეისწავლეს ჩვენმა მოსწავლეებმა. ამასთან დაკავშირებით ისინი ესტუმრნენ ზ. ფალიაშვილი სახლ-მუზეუმს, სადაც მათ კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.

ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“  ჩვენი მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი  აქტივობაა.  საგაზაფხულო ტურნირში ჩართულები იყვნენ III – XI კლასების მოსწავლეები.

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თამაში  მიმდინარეობდა დაძაბულად. თითოეული გუნდი ცდილობდა მაქსიმალურად წარმოეჩინათ თავი და გამოევლინა თავისი შესაძლებლობები.

თამაშის საბოლოო შემდეგები ასეთია:

 U5 ასაკობრივი კატეგორია (III-IV-V კლ): 

I ადგილი -  გუნდი „მეგა ტვინები“      (66 ქულა - V კლ)

II  ადგილი - გუნდი  „ფენიქსი“      (56 ქულა - IV კლ) 

III  ადგილი - გუნდი  „ლომები“        (54 ქულა - III კლ)

                         გუნდი  „შევარდენი“    (54 ქულა - V კლ)

 

U8  ასაკობრივი კატეგორია (VI-VII-VIII კლ): 

I ადგილი -  გუნდი „ბუები“   (84 ქულა - VII კლ)

II  ადგილი - გუნდი  „ჰეროდოტე“   (83 ქულა - VIII კლ) 

III  ადგილი - გუნდი  „ტიფლისი“  (79 ქულა - VIII კლ)

 

 U12  ასაკობრივი კატეგორია (IX-X-XI კლ): 

I ადგილი -  გუნდი „გალაქტიკა“   (78 ქულა - XI კლ)

II  ადგილი - გუნდი  „ნიკე“   (61 ქულა - X კლ)

III  ადგილი - გუნდი  „ელპრიმო“  (60 ქულა - X კლ)

14 აპრილი - დედაენის დღეა!

ამასთან დაკავშირებით, დაწყებით კლასებში (I-IV კლ) ტრადიციულად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები. განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ პირველკლასელები, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი ამ საპასუხისმგებლო დავალებას. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, IX კლასის ინიციატივით (საგანი - გეოგრაფია, მასწავლებელი - ე. ბუცხრიკიძე) სკოლაში შეგროვდა მაკულატურა, რომლის ჩაბარებითაც მიღებული თანხით კლასმა შეიძინა 3 რუკა გეოგრაფიისა და ეიტორიისათვის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული ბიბლიოთეკისათვის და 2 ლახტი მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილისათვის.

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მოაწესრიგეს რუკები. კრებული გადასცეს ბიბლიოთეკას, ხოლო ლეხტებით გაახარეს დაწყებითი კლასების მოსწავლეები.  ქ-ნმა ელისომ პატარებს მოკლედ აუხსნა მეორადი ქაღალდის გადამუშავებისა და დედამიწის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირმა ალფაიძის ინიციატივით, VII-VIII კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს დიდუბის პანთეონი და თბილისის ბოტანიკური ბაღი.  პანთეონში მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ცნობილი ნაწარმოებები. ჩვენმა ვიზიტმა პანთეონის დირექტორის - ბატონი ბადრი ქუთათელაძის ყურადღება მიიქცია. მან ჩვენს მოსწავლეებს მოკლედ მოუთხრო დიდუბის პანთეონისა და ეკლესიის საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.
8, 10 და 11 აპრილს  V-XI კლასებში ჩატარდა  სადიაგნოსტიკო წერები საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება). მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ განსხვავებულ პირობებში გამოეცადათ საკუთარი თავი და გამოევლინათ ამ ეტაპზე არსებული ცოდნა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატიურად სტუმრობენ თეატრებს სხვადასხვა სპექტაკლებზე. ამჯერად ისინი იმყოფებოდნენ:

19 მარტს - Xა, Xბ და XI კლასები -  მუსკომედიის თეატრში სპექტაკლზე „გაყრა“ (რეჟისორი - დ. დოიაშვილი);

21 მარტს - V კლასი - მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტალზე- „ფრთხილად, ადამსები!“

22 მარტს კი - VI კლასი იმყოფებოდა ასევე მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე „ოდისეა“.

2024 წლის 25 მარტს ევროპის მასშტაბით დაიგეგმა ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიება, რაც მოიაზრებდა სხვადასხვა წიგნების განხილვას, ლიტერატურულ საღამოებს, ავტორების ვიზიტებს სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ა.შ.

ამ დღეს ჩვენი სკოლაც გამოეხმაურა - ინგლისური ენის მასწავლებლის  ქ-ნ ნათია დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ VII და  IX კლასების მოსწავლეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ყველასათვის საყვარელი ცნობილი ევროპელი მწერლები - ინგლისურ ენაზე წაიკითხეს მათი ბიოგრაფიები და თხზულებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები.

Facebook