გამორჩეული დღე ჩვენს სკოლაში!
21 ნოემბერს სკოლას ესტუმრა ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი - ბატონი დავით სართანია.
შეხვედრა ჩატარდა ისტორიისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა ისტორიის მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა.
სტუმარს მომზადებულები შეხვდნენ VIII კლასის მოსწავლეები - მათ გულდასმით დაამუშავეს და შეისწავლეს ისტორიული ფაქტები ქართული მეცნიერების ფუძემდებლის, დიდი ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებიდან. მოსწავლეთა პრზენტაცია გაცოცხლებული იყო საინტერესო სლაიდებით.
მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს სიღრმისეულად გააცნო ის სირთულეები, რისი დაძლევაც მოუხდა ამ დიდ პიროვნებას ქართული მეცნიერების დასაბამისთვის, და რა გზა გაიარა მან საბოლოო მიზნების მისაღწევად.
ბ-ნმა დავითმა ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე, პიროვნულ ღირსებებზე... და, კვლავ და კვლავ იმ დიდ შრომებზე, რომლის ნაყოფიცაა დღეს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველ მეცნიერთა მიღწევები.
ხელოვნების მოყვარულთა კლუბში 20 ნოემბერს შედგა ორი საინტერესო შეხვედრა. პირველი მათგანი დაეთმო II – III კლასების მოსწავლეებს, რომლებმაც იხილეს ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“. ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა საუბარი და განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმი, ხელოვნების დარგის რომელი წარმომადგენლები ქმნიან მას, ვინ არის რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, მხატვარი, დეკორატორი და ა.შ. მულტფილმის ჩვენებისას გზადაგზა ყურადღება გამახვილებული იყო პერსონაჟთა ტიპაჟებზე, მათ თვისებებსა და მუსიკალურ გაფორმებაზე.
IV-VI კლასების მოსწავლეები კი გაეცვნენ ყველასათვის საყვარელი მსახიობის სესილია თაყაიშვილის შემოქმედებას და იხილეს ქართული მხატვრული ფილმი „თოჯინები იცინიან“. მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია XX საუკინის 60-იანი წლების თბილისის გარემომ - ქუჩებმა, სახლებმა, პერსონაჟების გარეგნობამ, ჩაცმულობამ, ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელმა ელემენტებმა და სხვა. სესილია თაყაიშვილთან ერთად მოსწავლეთა ყურადღება მიიპყრო ასევე სახელოვანმა მსახიობებმა - იპოლიტე ხვიჩიამ და ეროსი მანჯგალაძემ.
2023 წლის 30 და 31 ოქტომბერს სკოლა „ივერონში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ (საშემოდგომო ტურნირი). თამაშის პირველ დღეს მონაწილეობდნენ IX-XI კლასების მოსწავლეები. მათგან გამარჯვება მოიპოვა XI კლასის გუნდმა - „გალაქტიკა -3“, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ედუარდ აბურჯანია. (კაპიტანი); ელენე დუგლაძე; ანი კილასონია; საბა ლორთქიფანიძე; ლუკა ხუციშვილი.
თამაშის მეორე დღე გახსნეს ჩვენმა პატარა მოთამაშეებმა - III-V კლასების მოსწავლეებმა. შეჯიბრი ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურია ყველაზე პატარა მოთამაშეებისათვის - III კლასის მოსწავლეებისათვის. ამიტომ მთელი დარბაზი მათ გულშემატკივრობდა - ამხნევებდა ტაშითა და გუნდების სახელწოდებების შეძახილებით. ამ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება ხვდა წილად IV კლასის გუნდს - „ბორჯღალოსნები“, რომლის წევრებიც იყვნენ: მათე ქობულაშვილი (კაპიტანი); თამარ ბარნაბიშვილი; ცოტნე შათირიშვილი; გიორგი იორამაშვილი; სანდრო ზაქარაძე.
რაც შეეხებაა VI-VIII კლასების ასაკობრივ კატეგოერიას, მათ შორის გამარჯვებული გახდა VII კლასის გუნდი - „ბუები“ შემდეგი შემადგენლობით: მაია ქობულაშვილი (კაპიტანი); ქეთევან ხოხაშვილი; ელენე მირზელაშვილი; მარი აბრამიშვილი; ივანე ხაჭაპურიძე.
ორივე დღეს თამაში მიმდინარეობდა საკმაოდ დაძაბულად, თითოეული გუნდმა და ყველა მონაწილემ მაქსიმალურად იბრძოლა გამარჯვებისათვის.
პირველ დღეს „ტვინების ბრძოლის“ წამყვანი იყო X ბ კლასის მოსწავლე - ელიზაბედ ალხაზაშვილი, ხოლო კომისიაში იყვნენ და თამაშს მეთვალყურეობდნენ მოსწავლეები X ა და X ბ კლასებიდან. მეორე დღის კი ორივე ასაკობრივი კატეგორია წარმართა XI კლასის მოსწავლემ - ელენე დუგლაძემ, ხოლო კომისია და მეთვალყურეებიც XI კლასის მოსწავლეები იყვნენენ. მადლობა მათ დახმარებისათვის და დაკისრებული მოვალეობის დიდი პასუხსმგებლობით შესრულებისათვის.2023 წლის 25 ოქტომბერს შპს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა „ტვინების ჭადრაკის“ სასკოლო პირველობა. მასში მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარმა - ჯამურად 64-მა მოსწავლემ. კერძოდ,
II – III კლასებიდან მონაწილეობდა 12 მოსწავლე
IV-V-VI კლასებიდან მონაწილეობდა 24 მოსწავლე
VII -XI ლასებიდან მონაწილეობდა 28 მოსწავლე
ყველა მათგანი დიდი მონდომებით შეუდგა თამაშს. მათ მიზანი იყო უნარების მაქსიმალური გამოვლენა და გამარჯვების მოპოვება. ჩვენთვის ყველა მოსწავლის შემართება დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ სასკოლო ტურნირი მოიცავდა 2 ტურს და შესაბამისად 7 პარტიას.
ხანგრძლივი და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ ფანალის გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით.
სკოლის ჩემპიონები გახდნენ:
II კლასის მოსწავლე - ანდრია კვაჭაძე
V კლასის მოსწავლე - დემნა ჩაკვეტაძე
X ბ კლასის მოსწავლე - ბაჩანა გოგატიშვილი
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას.
გამარჯვებას ვულოცავთ ასევე სასკოლო ჩემპიონატის II და III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებსაც:
II ადგილზე გავიდნენ: ლილე ჟღენტი (III კლ); საბა ღოლოძე (V კლ); სანდრო გურგენიძე (X ბ კლ)
III ადგილზე გავიდნენ: დავით გობრონიძე (III კლ); მათე ქობულაშვილი (IV კლ); ლუკა ვეფხვაძე
(X ა კლ)
„ტვინების ჭადრაკს“ ხელმძღვანელობდა სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი, ოსტატობის კანდიდატი ბატონი ზაზა ტორაძე.
2023 წლის 25 ოქტომბერს შპს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა „ტვინების ჭადრაკის“ სასკოლო პირველობა. მასში მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარმა - ჯამურად 64-მა მოსწავლემ. კერძოდ,
II – III კლასებიდან მონაწილეობდა 12 მოსწავლე
IV-V-VI კლასებიდან მონაწილეობდა 24 მოსწავლე
VII -XI ლასებიდან მონაწილეობდა 28 მოსწავლე
ყველა მათგანი დიდი მონდომებით შეუდგა თამაშს. მათ მიზანი იყო უნარების მაქსიმალური გამოვლენა და გამარჯვების მოპოვება. ჩვენთვის ყველა მოსწავლის შემართება დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ სასკოლო ტურნირი მოიცავდა 2 ტურს და შესაბამისად 7 პარტიას.
ხანგრძლივი და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ ფანალის გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით.
სკოლის ჩემპიონები გახდნენ:
II კლასის მოსწავლე - ანდრია კვაჭაძე
V კლასის მოსწავლე - დემნა ჩაკვეტაძე
X ბ კლასის მოსწავლე - ბაჩანა გოგატიშვილი
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას.
გამარჯვებას ვულოცავთ ასევე სასკოლო ჩემპიონატის II და III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებსაც:
II ადგილზე გავიდნენ: ლილე ჟღენტი (III კლ); საბა ღოლოძე (V კლ); სანდრო გურგენიძე (X ბ კლ)
III ადგილზე გავიდნენ: დავით გობრონიძე (III კლ); მათე ქობულაშვილი (IV კლ); ლუკა ვეფხვაძე
(X ა კლ)
„ტვინების ჭადრაკს“ ხელმძღვანელობდა სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი, ოსტატობის კანდიდატი ბატონი ზაზა ტორაძე.