წიგნისმოყვარულთა კლუბის ფარგლებში, V-VI კლასების მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ბიბო“. მათ დაახასიათეს მოთხრობის პერსონაჟები და ისაუბრეს ნაწარმოების მთავარი იდეის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ-ნი მ. ბექურიძე და ე. დუღაშვილი.
შემაჯამებელი გაკვეთილი ითვალისწინებდა განვლილი მასალის თავმოყრასა და ცოდნის შემოწმებას ინფლისურ ენაში (მასწ.: მ. დარჩაშვილი). მოსწავლეებმა ისაუბრეს ამინდისა და კვირის დღეების შესახებ, შემოწმდა საათის ცნობა, დათვლა. ასევე მათ მოეთხოვებოდათ წინადადებების დასრულება.
მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მასალის სათანადო ცოდნა. კლასმა გამოავლინა I, II და III ადგილებზე გასული მოსწავლეები, რომლებმაც უშეცდომოთ, ან მცირედი ხარვეზით შეასრულეს დავალებები. პირველი ადგილი დაიკავეს ელენე ფილფანმა დ ანდრია კვაჭაძემ.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისა და წახალისების მიზნით, მოსწავლეებს გადაეცათ პატარ-პატარა პრიზები.2024 წლის
23 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით, სკოლაში ჩატარდა სადიაგნოსტიკო
წერები საგნებში:
1-
ქართულ ენა და
ლიტერატურა,
2- მათემატიკა,
3- ინგლისური ენა,
4- გერმანული ენა
5- რუსული ენა.
ამჯერად ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს V-XI კლასების მოსწავლეებმა. მოსწავლეები სრული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ აღნიშნულ აქტივობას და ყველა საგანში გამოავლინეს სათანადო ცოდნა.
მარტის ბოლოსათვის სადიაგნოსტიკო წერები იგეგმება დარჩენილ საგნებშიც.IX კლასის მოსწავლეებმა წარმოდგინეს პრეზენტაციები: მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,მიწის ყივილისა " და გუგული მგელაძის მხატვრული ფილმის ,,ფესვების" კინოვერსიის შედარება (მასალა მოგვინებით დაიბეჭდა გაზეთ ,,სახალხო განათლებაში").
რამდენიმე დღით ადრე კი IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ,,კარგ ქართველთა ხსოვნისათვის წარმოსათქმელი სიტყვები ძეგლის გახსნაზე თუ მემორიალურ წარწერასთან დაკავშირებით“, ღვაწლის ამსახველი ფოტომასალებით. ორივე პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები: ქ. ჩიქოვანი, მ. დარჩაშვილი და ლ. ლამბრიანიძე.VII კლასის მოსწავლეთა ინიციატივით (ქეთი ხოხაშვილი და მაკო ქობულაშვილი), დაიგეგმა და მოეწყო საახალწლო შემეცნებით-გასართობი ღონისძება - კარნავალი, რომელზედაც მოწვეულები იყვნენ ასევე VI და VIII კლასების მოსწავლეებიც. მონაწილეები გაიყვნენ 2 გუნდად და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კარაოკე სიმღერაში, ცეკვაში, ლექსების კითხვაში, წარმოდგენილი ნივთის ამოცნობასა და ინტელექტუალურ კითხვებზე პასუხებში. ეს უკანასკნელი ორივე გუნდისათვის თანაბარი ანგარიშით დასრულდა, ხოლო დანარჩენ აქტივობებს კი რა თქმა უნდა, ჰყავდა თავისი გამარჯვებული, რომლებაც ჯილდოდ გადაეცათ შოკოლადის სანტები. ე. წ. „სკამობანას“ შეჯიბრში მოსწავლეების შემდეგ მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმაც. ღონისძიებას მუსიკალურ ფონად გასდევდა პოპულარული საახალწლო მელოდიები, რაც კიდევ უფრო ამაღლებულ საახალწლო განწყობას ქმნიდა. საბოლოო ჯამში, ყველა ძალიან კარგად გაერთო და კმაყოფილებას გამოთქვამდა. ღონისძიების შემდეგ ჩვენმა მოსწავლეებმა მოილხინეს ტკბილეულით სავსე საახელწლო სუფრასთან.
დაე, სულ ასე ელხინოთ და ეხაროთ ჩვენს „ივერონელებს“!!!