2024 წლის 20 მარტს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შეხვედრა მოაწყო კერძო სკოლების დირექტორებთან, რათა მათთვის გაეცნო სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამომცემლობის მიზნები და სიახლეები. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. დამსწრეთ დაახვდათ სიმბოლური საჩუქრები, სიახლეების შესახებ ბრიშურები და ახალგამოცემულ სახელმძღვანელოთა კატალოგები.
გამომცემლობა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა - რამდენიმე დღეში სკოლას საჩუქრად გადმოსცეს დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში დამხმარე რესურსის სახით გამოიყენებენ ჩვენი მასწავლებლები.ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატიურად სტუმრობენ თეატრებს სხვადასხვა სპექტაკლებზე. ამჯერად ისინი იმყოფებოდნენ:
19 მარტს - Xა, Xბ და XI კლასები - მუსკომედიის თეატრში სპექტაკლზე „გაყრა“ (რეჟისორი - დ. დოიაშვილი);
21 მარტს - V კლასი - მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტალზე- „ფრთხილად, ადამსები!“
22 მარტს კი - VI კლასი იმყოფებოდა ასევე მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე „ოდისეა“.2024 წლის 25 მარტს ევროპის მასშტაბით დაიგეგმა ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიება, რაც მოიაზრებდა სხვადასხვა წიგნების განხილვას, ლიტერატურულ საღამოებს, ავტორების ვიზიტებს სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ა.შ.
ამ დღეს ჩვენი სკოლაც გამოეხმაურა - ინგლისური ენის მასწავლებლის ქ-ნ ნათია დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ VII და IX კლასების მოსწავლეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ყველასათვის საყვარელი ცნობილი ევროპელი მწერლები - ინგლისურ ენაზე წაიკითხეს მათი ბიოგრაფიები და თხზულებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები.















