image
image
image
image
image
სიახლეები
IV კლასის გამოსაშვები საღამო
IV კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიებით დაასრულეს ოთხწლედი: მათ შეაჯამეს განვლილი მასლა -  ის, რაც შეისწავლეს ამ წლების მანძილზე, გააერთიანეს სახელწოდების ქვეშ - „ფარნავაზიდან იაკობამდე...“ (დამრ.: ლალი ჯოხაძე).
ანბანის გაცილება

2024 წლის 7 ივნისს ჩატარდა I კლასის მოსწავლეების გამოსაშვები, შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით - ,,ანბანის გაცილება” (მასწ.: მ. კუბლაშვილი). მოსწავლეებმა წარმოთქვეს ანბანის ქებასთან დაკავშირებული მცირე ზომის ლექსები და გამონათქვამები, გაითამაშეს აკობ გოგებაშვილის ,,საგანძურიდან ” – „მუქთამჭამელა”, ანბანის თითოეულ ასოზე წარმოთქვეს ანდაზები და ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმები, შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი ქართველ  კომპოზიტორთა სიმღერები და სახალისო მუსიკალური ნომრები. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სახალისო ნომინაციები.

მხიარული სტარტები    (I-VI კლ)

დღეს განსაკუთრებული დღე იყო სკოლა „ივერონში“ - დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“.  ერთმანეთს ეჯიბრებოდა 2-2 გუნდი: I კლასი, II-III კლასები (შერეული სახით), IV კლასი და V-VI კლასები (დამოუკიდებლად). ბავშვებმა  და მათმა მშობლებმა ძალიან ისიამოვნეს ამ დღით. იყვნენ გამარჯვებული გუნდები, იყო გამარჯვებულთა სიხარული და წაგებულთა გულისწყვეტა... მიუხედავად ყველაფრისა, „მხირული სტარტები“ დასრულდა საეთო მხიარულებით. ჩვენი სკოლის მოსწავლებმა ექსპრომტად შეასრულეს საცეკვაო ნომრები (სანდრო ზაქარაძე, გიორგი ვაშაკიძე, დემეტრე სირბილაძე, გიორგი ირზელაშვილი).

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მონაწილე მოსწავლეებსა და სპორტის მასწავლებელს. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენ მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვენენ ჩართულნი ამ ღონისძიებაში - ამხნევებდნენ მონაწილეებს  და გვერდში გვედგნენ მთელი თამაშის მანძლზე.
პროექტული სწავლება მუსიკაში (X-XI კლ)
ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილი შემოქმედებაში - ესაა თემა, რომელიც შემაჯამებელი პროექტის სახით წარმოგვიდგინეს X და XI კლასების მოსწავლეებმა (მასწავლებელი: ნანა ჭავჭანიძე).
ექსკურსია ვარიანში   (I კლ)

02 ივნისს I კლასის მოსწავლეები მშობლებთან, დამრიგებელთან და აღმზრდელებთან ერთად, ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სოფელ ვარიანში. მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს იაკობისეული საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბავშვებზე მოახდინა ოთახმა, სადაც საკლასო ოთახი იყო მოწყობილი.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ,  ჩვენი პატარები კარგად გაერთნენ ღია სივრცეში და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლებში - ეს იყო მათი პირველი და დაუვიწყარი ექსკურსია.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.