image
image
image
image
image
სიახლეები
ლადო ათანელი - 35 წელი მსოფლიო საოპერო სცენაზე

2024 წლის 22 მაისს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში ჩატარდა ლადო ათანელის კონცერტი, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო საოპერო სცენაზე მისი მოღვაწეობის 35 წლის იუბილეს.

     სკოლა „ივერონის“ დამფუძნებელი - ქალბატონი ციცო ჯაფარიძე გახლავთ ლადო ათანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე. ქალბატონმა ციცომ ჩვენი სკოლის პედაგოგ-თანამშრომლები მიიწვია ამ არაჩვეულებრივ კონცერტზე, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. 
პრეზენტაცია  ქართულ ენასა და ლიტერატურაში   (IX კლასი)

სკოლა  „ივერონის IX კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში წარმოადგინეს მათ მიერ შედგენილი პოეტური კრებულების ანთოლოგია თემაზე: „ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში“ (მასწავლებელი: თინა ჩხეიძე). მოსწავლეებმა კრებულებში თავი მოუყარეს სხვადასხვა თემატიკის ლექსებს. თითოეულ ლექსს თან ერთვოდა ავტორის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და სალექსო სტრუქტურის დახასიათება. მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა ნიშნით შეარჩიეს ლექსები თავისი პოეტური კრებულისათვის და წაგვიკითხეს რჩეული  და მათთვის საყვარელი ლექსები.

ეს იყო IX კლასთან გატარებული პოეზიის საოცარი 45 წუთი.
პრეზენტაცია ისტორიაში  (IX კლასი)

        სკოლა „ივერონის“ IXკლასის მოსწავლეებმა 27 მაისს მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე: „ტერორიზმი - თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი რთული გამოწვევა“ .

          როგორც ცნობილია, მსოფლიოში განვითარებული გლობალური კრიზისები გამოწვეულია მცდარი ფინანსური ან ეკონომიკური საქმიანობით, პანდემიით, სამხედრო კონფლიქტებით, ტერორიზმით. ეს უკანასკნელი მოვლენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ზოგჯერ მას „არატრადიციულ ომად“ მოიხსენიებენ, რადგან დარღვეულია ომის ყოველგვარი წესი: არ არსებობს არც ფრონტი, არც საზღვრები, ომი მიმდინარეობს გამოცხადების გარეშე, არ განირჩევიან სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ტერორისტული აქტები შიშსა და შფოთვას თესავენ მოსახლეობაში. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა.

         მოსწავლეებმა ისაუბრეს ტერორიზმის წარმოშობაზე, მისგან მომდინარე საშიშროებაზე, მოიყვანეს მაგალითები მსოფლიოში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე. პრეზენტაციისას წარმოადგინეს  შესაბამისი  ვიზუალური მასალა; მათ დაგმეს ტერორიზმი და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, როგორ შეიძლება ებრძოლონ მას. 
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა თამარ ჩაჩუამ, V კლასში ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება სახელწოდებით -„მე ვარ საქართველო!“. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის ქართული პატრიოტული პოეზიის შესწავლას; ზეპირი მეტყველებისა და პრეზენტაციის უნარების განვითვარებას. დასასრულს, ყველამ ერთად შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.