image
image
image
image
image
სიახლეები
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა  (VIII-IX-X კლ)

ჩვენი სკოლის ახლა უკვე კურსდამთავრებულმა - ნინო შარაძემ, სკოლის VIII-IX-X კლასების მოსწავლეებთან მოაწყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მოხალისეობრივ პროექტების  -  Erasmus+ და Erasmus .  ნინომ ბავშვებს გააცნო წესები და პირობები, გააცნო თუ როგორ უნდა შეივსოს აპლიკაცია. ასევე ესაუბრა ასაკის შესაბამის კრიტერიუმებზე და მიაწოდა ინფრომაცია პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესახებ.

თავად ნინო აღნიშნულ პროგრამაში სხვადასხვა დროს არაერთხელ იყო ჩართული და ყოველთვის წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაგვიბრუნდა. მადლობა მას საინტერესო  და ჩვენი მოსწავლეებისათვის სასარგებლო შეხვედრისათვის.
დ. კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“   (VII კლ).
VII კლ-ის მოსწავლებმა წიგნის მოყვარულთა კლუბში წაიკითხეს და განიხილეს დ. კლდიაშვილის ნაწარმოები „ბაკულას ღორები“. შეკრების მიზანი იყო მწერლის თხზულებისა და თუმანიშვილის თეატრის ამავე სახელწოდების სპექტაკლის სცენარის შედარება. მოსწავლეებმა ასევე თვალი გადაავლეს იმ ჩანაწერებს, რომელიც შესულია სპექტაკლის ინსცენირების ავტორის - ბ-ნ ცოტნე ნაკაშიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულში.
მიხეილ თუმანიშვილი - საუკუნის პორტრეტები   (VII-VIII კლ)
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლის სტუმრობის შემდეგ, სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ ხელოვნების მოყვარულთა კლუბის წევრები (VII-VIII კლ). მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „მიხეილ თუმანიშვილი - საუკუნის პორტრეტები“, სადაც მოთხრობილი იყო საინტერესო ეპიზოდები დიდი რეჟისორის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.  2008 წელს გადაღებულ ფილმში მათ ასევე იხილეს  და ამოიცვნეს ის მსახიობები, რომლებიც ერთი კვირის წინ კინომსახიობთა თეატრის სცენაზე გაიცვნეს.
სტუმრად თუმანიშვილის თეატრში      (VII-VIII-IX კლ)

სასწავლო წლის დასასრულს, ჩვენი სკოლის VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეტრს სპექტაკლზე ბაკულას ღორები, რომელსაც საფუძვლად უდევს . კლდიაშვილის ნაწარმოები (დამდგმ. რეჟისორი – მიხეილ თუმანიშვილი; ინსცენირების ავტორი  ცოტნე ნაკაშიძე).

სპექტაკლში მონაწილეობდა ჩვენთვის საყვარელი არაერთი ცნობილი მსახიობი: რამაზ იოსელიანი, მზია არაბული, ლაურა რეხვიაშვილი, პაატა ბარათაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ზურაბ ყიფშიძე,  ნინელი ჭანკვეტაძე, რუსუდან ბოლქვაძე, დარეჯან ჯოჯუა და სხვები.

ეს იყო ამ სპექტაკლის საიუბილეო ჩვენება. ამასთან ერთად, სპექტაკლის დასასრულს თეატრალურმა დასმა საზეიმოდ მიულოცა იუბილე - ცოტნე ნაკაშიძეს, რომელსაც იმ დღეს 80 წელი შეუსრულდა.

მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, ვისი ხელშეწყობითაც განხორციელდა თეატრში  სტუმრობა და რაღა თქმა უნდა  მადლობა თეატრის დირექტორს, ბატონ ჯაბა-ლევან მჭედელაძეს, რომლის დახმარებითაც  ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება მიეცათ  დასწრებოდნენ სპექტაკლს და  სცენაზე პირისპირ ეხილათ  ცნობილი ქართველი მსახიობები.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.