image
image
image
image
image
სიახლეები
საჩუქრი სულაკაურის გამომცემლობისაგან
ჩვენმა მოსწავლეებმა სულაკაურის გამომცემლობისაგან მიიღეს ძვირფასი საჩუქარი -  ესაა მხატვრული ლიტერატურის საბავშვო გამოცემი ქართულ ენაზე. ეს ამბავი მყისვე გავრცელდა სკოლაში და მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ ახალ პერსონაჟებთან შეხვედრას. სასწავლო პროცესის დასრულებისათვის ახალი წიგნების უმრავლესობა ჩვენი ნორჩი მკითხველების ხელში აღმოჩნდა. დანარჩენებს კი წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრი მოსწავლეები დიდი ინტერესით ეცნობიან ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში.
დედის დღისა და 8 მარტის მილოცვა (I კლ)
ჩვენმა პირველკლასელებმა საყვარელ დედიკოებს მისალოცი ბარათებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედის დღე და 8 მარტი.
მათემატიკის გაკვეთილზე   (VII კლ)
ყველაფერი პროცენტების შესახებ - მათემატიკის გაკვეთილზე (მასწ.: ც. სოხაძე) მოსწავლებმა განიხილეს პროცენტთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ვარიანტი, ამოხსნეს ამოცანები ცხოვრებისეული შემთხვევების გამოყენებით  და გამოამჟღავნეს  საკითხის სათანადო ცოდნა. გაკვეთილზე ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდა მიღებული ცოდნის წარმოჩენას. 
„My Favourite Animal” - პრეზენტაცია ინგლისურ ენაში    (V კლ)

V კლასმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა - მათ შინაარსობრივად კარგად დაახასიათეს და აღწერეს თავისი საყვარელი ცხოველები: ფერი, თვისებები, ხასიათი, ჩვევები და ა.შ.  აღმოჩნდა, რომ კლასის უმრავლესობის საყვარელი ცხოველი არის ძაღლი. ზოგიერთ მათგანს ძაღლი სახლში ან სოფელში ჰყავს, აქტიურად ურთიერთობენ და ზრუნავენ მათზე.  მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაასახელა თხა: როგორც მან აღნიშნა,  თურმე ფეხბურთში კარგ მოთამაშეს „თხას“ ეძახიანო.

მოსწავლეებმა პრეზენტაციის დროს სწორად გამოიყენეს ნასწავლი მასალა და გამოავლინეს სათანადო ლექსიკური მარაგი.
პრეზენტაცია ფიზიკაში      (7 კლ)
VII ლასის მოსწავლემ ქეთი ხოხაშვილმა საშინაო დავალების თემა ფიზიკაში წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაციის სახით:  „ხახუნის ძალა - მტერი და მეგობარი“ (მასწ.: მ. გოგაძე). მან განიხილა ყველაზე გავრცელებული ცხოვრებისეული შემთხვევები, რომლებიც  ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგჯერ ეხმარება ადამიანებს, ზოგჯერ კი მტრად ექცევა ის. მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუსვეს საინტერესო შეკითხვები, იმსჯელეს და ახსნეს თითოეული მათგანი ფიზიკის კანონზომიერებებიდან გამომდინარე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.