ექსკურსიები

20 ოქტომბერს VIII კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს  ულამაზესი ბორჯომის ხეობა და მის მიმდებარედ არსებული ღირსშესანიშნაობები - ტიმოთეს უბანი, მწვანე მონასტერი, სადგერის წმ. გიორგის მონასტერი, წმ. საროველის მონასტერი.

2024 წლის 11 ოქტომბერს, სადამრიგებლო საათის ფარგლებში,  VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ დიდუბის საგამოფენო სივრცეში -  "მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტზე" - ეთნოფესტი 2024" (ორგანიზატორი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი -  @tbilisiethnofest -ის გვერდს და ასეც #ETHNOFEST2024

სადაც ჩარდა ეთნოგრაფიული მასტერკლასები სხვადასხვა საინტერესო თემებზე. მასტერკლასებს ატარებდა 150-ზე მეტი ქართველი და უცხოელი (აზერბაიჯანელი, ბრაზილიელი, ჩეხი, დიდ ბრიტანელი, ყაზახი) დიზაინერი და ოსტატი, რომლებიც მნახველებს აცნობდნენ თავიანთ შემოქმედებას, მასთან დაკავშირებულ ისტორიულ წყაროებს და უმხელდნენ შემოქმედებით „საიდუმლოებებს“.

სკოლა „ივერონის“ მოსწავლეები ეთნოფესტზე მიიწვია ქ-ნმა თეა გოცირიძემ,  რომელიც გახლავთ საერთაშორისო ცენტრის პროექტების კოორდინატორი.

მრავალფეროვანი თემატიკიდან VIII კლასის მოსწავლეებმა არჩევანი გააკეთეს და ესწრებოდნენ ბრაზილიური სამკაულების შექმნის ხელოვნების მასტერკლასს სახელწოდებით: „შექმენი სამკაული ბრაზილიური ოქროს ბალახილაგან“, რომელიც ჩაატარა ბრაზილიელმა ოსტატმა ქ-ნმა ფაბიანა ბაზერამ. მან დამსწრეებს დაწვრილებით აუხსნა  ეროვნული სამკაულების შექმნასთან დაკავშირებით არსებული ყველა დატალი.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენელი სხვადასხვა ქვეყნის ხალხური შემოქმედების მრავალფეროვანი ნაკეთობები.

ეს იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო ვიზიტი ჩვენი მოსწავლეებისათვის.

VIII კლასის მოსწავლეთა ექსკურსია კახეთში მოიცავდა მარშრუტს თბილისი -  წინანდალი - თელავი - ალავერდი. წინანდალში მათ მოინახულეს ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი;  თელავში - პარკი და  ერეკლე მეფის ისტორიული მუზეუმი;  ბოლოს კი მოინახულეს ალავერდის გრანდიოზული ეკლესია.

IV კლასის მოსწავლეებმა (დამრ.: ლალი ჯოხაძე)  სოფელ ვარიანში მოინახულეს იკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.

02 ივნისს I კლასის მოსწავლეები მშობლებთან, დამრიგებელთან და აღმზრდელებთან ერთად, ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სოფელ ვარიანში. მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს იაკობისეული საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბავშვებზე მოახდინა ოთახმა, სადაც საკლასო ოთახი იყო მოწყობილი.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ,  ჩვენი პატარები კარგად გაერთნენ ღია სივრცეში და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლებში - ეს იყო მათი პირველი და დაუვიწყარი ექსკურსია.
2024  წლის 12 აპრილს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ IV კლასის მოსწავლეები (დამრ.: ლ. ჯოხაძე).
2024  წლის 10 აპრილს III კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს (დამრ.: მ. კუბლაშვილი). მინიმუზეუმში გამოფენილია ქართველი მეთოჯინეების ხელნაკეთი ულამაზესი თოჯინები. გამოფენილი იყო როგორც საკონკურსო, ისე მუდმივად მუზეუმში განთავსებული თოჯინები. დარბაზი ორი ნაწილისაგან შედგებოდა - ერთი იყო ,,დროში მოგზაურობა,მეორე ეროვნული სამოსი. ყველა თოჯინას თავისი შექმნის ისტორია აქვს, რომელსაც გულისყურით ისმენდნენ ჩვენი მოსწავლეები. ნანახმა დიდი აღფრთოვანება და ინტერესი გამოიწვია ბავშვებში.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა (ე. კაციტაძის და ლ. ახალკაცის)  ინიციატივით, 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგა Xა  და  Xბ კლასების გასვლითი გაკვეთილი. მათ მოინახულეს მეტეხის ტაძართან მდებარე აბო თბილელის ნიში და მისი სახელობის ტაძარი და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. 

მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ თეატრის, კინო, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. 

მიუხედავად 29 ნოემბრის ცივი ამინდისა,  ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობამ სოფ. ხოვლეში, საოცრად თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ეს იყო გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც VIII კლასის მოსწავლეებმა დაახლოვებით ერთი კვირის წინ წარმოადგინეს სკოლაში, ბ-ნ დავით სართანიას სტუმრობის დროს.

სახლ-მუზეუმის დირექტორმა გულთბილად მიიღო ჩვენი მოსწავლეები, ექსკურსიამძღოლმა ბევრი საინტერესო ისტორიული ფაქტი გაგვაცნო ჯავახიშვილის ცხოვრებიდან და მისი მოღვაწეობიდან. დასასრულს, მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ჩვენი მოსწავლეებისა და სკოლის ურთიერთობა სახლ-მუზეუმთან მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება -  იქვე დაიგეგმა რამდენიმე საიტერესო პროექტი, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები  გაზაფხულისათვის მოამზადებენ. ყოველივე ეს მიეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს (23 აპრილი). ისტორიის მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა, რომლის ხელმძღვანელობითაც განხორციელდა და წარიმართა ეს პროექტი, ჩანაწერი დატოვა სახლ-მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში.

Facebook