სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემდეგ. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, პედაგოგ-თანამშრომლები პროფკავშირებმა დაასაჩუქრა ექსკურსიით შიდა-ქართლის ტერიტორიაზე. მოინახულეს სარკინეთი, ორთუბანი, რუისი.
ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი დღე ყველა ჩვენთაგანისათვის.VI კლასმა სასწავლო წელი დაასრულა გასვლითი ღონისძიებით - 2022 წლის 19 ივნისს კლასი იმყოფებოდა ექსკურსიაზე მარშრუტით თბილისი - საგურამო - ზედაზენი - ორთუბანი - თბილისი. მოსწავლეები დაბრუნდნენ წარუშლელი შთაბეჭდილებებით.
/ხელმძღვანელი სკოლის ორგანიზატორი: ლალი ლამბრიანიძე/.2022 წლის 15 ივნისს II კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსპერიმენტორიუმში. ასე საინტერესოდ დაასრულა სასწავლო წელი II კლასმა /ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი: ლალი ჯოხაძე/.
2022 წლის 27 მაისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში VI კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს გაკვეთილი ჩვენ საქართველოში. გაკვეთილი მიზნად ისახავდა ნასწავლი მასალის გამყარებას და რეალობასთან დაკავშირებას. VI კლასთან ერთად გასვლით ღონისძიებაზე იმყოფებოდა V კლასი, სკოლის დირექციის წარმომადგენლები და სკოლის ექთანი. მოსწავლეებმა იხილეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების კარ-მიდამოსათვის დამახასიათებელ ელემენტებს, გაეცვნენ მათ ტრადიციებს, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და შრომის იარაღებს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოსწავლეებს გიდობა გაუწია ჩვენი საქართველოს მასწავლებელმა ქალბატონმა იზა გარსენიშვილმა.
„სამშობლო ჩემი გულის ფეთქვაა“ - ამ სახელწოდებით ჩაატარეს გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში VI კლასის მოსწავლეებმა (მასწ.: ირმა ალფაიძე). ისინი ესტუმრნენ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს. პატივი მიაგეს ჩვენი საამაყო მამულიშვილების საფლავებს.
წაიკითხეს ფრაგმენტები ილიას, აკაკის, გალაკტიონის, ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის, გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან. გაიხსენეს სხვადასხვა დროს შესწავლილი ლექსები და მოთხრობები...
გასვლით გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქ-ნი მარიამ დარჩაშვილი და პედაგოგ-ორგანიზატორი ქ-ნი ლალი ლამბრიანიძე.
მოსწავლეები წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში.2019 წლის 9 დეკემბერს VI და VII მოსწავლეები ესტუმრნენ შოკოლადის მუზეუმს. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კლასის დამრიგებლები - ნუნუ ჭუბაბრია და ელიზა დუღაშვილი.
2019 წლის 1 ნოემბერს კერძო სკოლა „ივერონის“ I-IV კლასის მოსწავლეებმა მოზარდმაყურებელთა თეატრში იხილეს მიუზიკლი „ურჩხული და ლამაზმანი“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი).
2019 წლის 27 ოქტომბერს IX კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ყაზბეგში. ექსკურსიის მარშრუტი მოიცავდა გერგეტის სამებას, დარიალის ხეობას და სნოს. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ქ-ნი ელიზა დუღაშვილი.