ექსკურსიები

2019 წლის 9 დეკემბერს VI და VII მოსწავლეები ესტუმრნენ შოკოლადის მუზეუმს. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კლასის დამრიგებლები - ნუნუ ჭუბაბრია და ელიზა დუღაშვილი.

2019 წლის 1 ნოემბერს კერძო სკოლა „ივერონის“ I-IV კლასის მოსწავლეებმა  მოზარდმაყურებელთა თეატრში  იხილეს მიუზიკლი  „ურჩხული და ლამაზმანი“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი). 

2019 წლის 27 ოქტომბერს IX კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად,  იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ყაზბეგში. ექსკურსიის მარშრუტი მოიცავდა გერგეტის სამებას, დარიალის ხეობას და სნოს. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ქ-ნი ელიზა დუღაშვილი.

 

2019 წლის 12 ოქტომბერს სკოლა „ივერონის“ III კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე მარშრუტით: თბილისი-მცხეთა-შიო მღვიმე-თბილისი. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ქ-ნი მარიამ კუბლაშვილი.

მოსწავლეები წარუშლელი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ სახლებში. ეს იყო მათი პირველი ამგვარი გასვლითი ღონისძიება.

2019 წლის 19 ოქტომბერს  კერძო სკოლა „ივერონისა“ და ხელოვნების კოლეჯის პროფკავშირმა   პედაგოგებისა და თანამშრომლებისათვის მოაწყო  ექსკურსია მარშრუტით: თბილისი -  ქვათახევი - თბილისი.

2019 წლის 18 მაისს  სკოლა „ივერონის“ ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრის მოსწავლეები იმყოფებოდნენ წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარში (წრის ხელმძღვანელი ქ-ნი ნანა ჭავჭანიძე), სადაც მათ შეასრულეს სააღდგომო საგალობლები.  ტაძრის ულამაზეს ეზოში კი მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური სიმღერები. სკოლის ადმინისტრაცია და ქ-ნი ნანა მადლობას უხდის თანადგომისათვის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ბასილს (ჟორჟოკაშვილი), დეკანოზ გიორგის (კუპატაზე), ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

2019 წლის 29 მაისს I კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს იაკობ გოგებაშვილის საფლავი და დედაენის ძეგლი.
2019 წლის 24 მაისს მოეწყო VI კლასის მოსწავლეთა „გასეირნება ძველ თბილისში“. ეს იყო საფეხმავლო ტური, რომელსაც გიდობა გაუწია ქ-ნმა მაია ქავთარაშვილმა. ქ-ნი მაია ამავე დროს ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მშობელთაგანია. აღნიშნული ექსკურსია ითვალისწინებდა რუსული ენის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის საგნობრივ საპროგრამო მასალას. „გასეირნების“ ინიციატორი და ორგანიზატორი ბრძანდება კლასის დამრიგებელი და რუსული ენის მასწავლებელი ქ-ნი ნუნუ ჭუბაბრია.
2019 წლის 10 მაისს V და VIII კლასის მოსწავლეები (დამრ: ე. დუღაშვილი) სტუმრად იმყოფებოდნენ შევარდნაძის გარდენიაში. სტუმრობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბავშვები სკოლაში ყვავილებით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. 
27 მარტს VII-VIII კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები: ე. დუღაშვილი და მ. გოგაძე) იმყოფებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ მუზეუმებში. მათ მოინახულეს მინერალოგია-პეტროლოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის და მინერალოგია-წიაღისეულის მუზეუმები. ვიზიტი დაგეგმა და განახორციელა სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ქალბატონმა ელისო ბუცხრიკიძემ. 

Facebook