მიმდინარე სასწავლო წლის
10 ივნისს, IX ბ კლასი იმყოფებოდა საგანმანათლებლო-შემეცნებით
ექსკურსიაზე, რომლის ხელმძღვანელიც იყო კლასის დამრიგებელი ქ-ნი
ლიანა ახალკაცი. მოსწავლეებმა მოინახულეს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
სოფ. ჩარგალში და ანანურის სამონასტრო კომპლექსი - შესწავლილი მასალა
(ნ. ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“) დააკავშირეს ანანურის
ციხესთან და არაგვის ხეობასთან.
ჩარგალში
მოსწავლეებმა მოიმინეს ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და
შემოქმედების შესახებ, საინტერესო იყო იმ ნივთების ხილვა, რომელსაც
ვაჟა მოიხმარდა შემოქმედებისა და შრომითი საქმიანობის დროს. ძალზე
საინტერესო იყო მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების დათვალიერება...
მოსწავლეები ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.
2023 წლის 5 მაისს VI-VII კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ „მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, სადაც პატივი მიაგეს ილია ჭავჭავაძის საფლავს. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „წმინდა ილია“ (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ირმა ალფაიძე). მოსწავლეებმა გაიხსენეს ეპიზოდები ილიას ცხოვრებიდან, ისაუბრეს შემოქმედების შესახებ, წაიკითხეს ლექსები.
დასასრულს აჟღერდა გ. ცაბაძის „ჩემო კარგო ქვეყანა“... მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ილიას საფლავი.
გასვლითი ღონისძიება დასრულდა „ბომბორას“ პარკში გასეირნებითა და ატრაქციონებზე გართობით.
ამ დღეს მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვებათ ჩვენს აღსაზრდელებს.2022 წლის 15 ნოემბერს დაწყებითი კლასების (I-IV კლ) მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს. მათ იხილეს დ. ღვთისიაშვილის მიუზიკლი „ურჩხული და ლამაზმანი“. მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში.
სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემდეგ. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, პედაგოგ-თანამშრომლები პროფკავშირებმა დაასაჩუქრა ექსკურსიით შიდა-ქართლის ტერიტორიაზე. მოინახულეს სარკინეთი, ორთუბანი, რუისი.
ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი დღე ყველა ჩვენთაგანისათვის.VI კლასმა სასწავლო წელი დაასრულა გასვლითი ღონისძიებით - 2022 წლის 19 ივნისს კლასი იმყოფებოდა ექსკურსიაზე მარშრუტით თბილისი - საგურამო - ზედაზენი - ორთუბანი - თბილისი. მოსწავლეები დაბრუნდნენ წარუშლელი შთაბეჭდილებებით.
/ხელმძღვანელი სკოლის ორგანიზატორი: ლალი ლამბრიანიძე/.









