ექსკურსიები

21.03.2019წ. 

V
 კლასი - დამრიგებელი: ე. დუღაშვილი

დღეს ჩვენი სკოლის V კლასი ესტუმრა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. მოსწავლეებმა იხილეს ხელოვნების დარგის უდიდესი კორიფეების, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების კუთვნილი უნიკალური ექსპონატები, რომლებიც საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. (მუზეუმი თბილისში დაარსდა 1927   წელს დავით არსენიშვილის მიერ და მას თავდაპირველად საქართველოს სსრ სათეატრო მუზეუმი ერქვა).
VII, VIII, IX, XI კლასის მოსწავლეები ,, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში''
VII-VIII კლასის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში – ექსპერიმენტორიუმში
პედაგოგი: მაია გოგაძე
2016 წლის 28 დეკემბერი


2016 წლის 4 ნოემბერს, შედგა IV კლასის შემეცნებითი ექსკურსია-ღია გაკვეთილი ანჩისხატის ეკლესიასა და თბილისის ბოტანიკურ ბაღში.
კლასის დამრიგებელმა (მაია გოგრიჭიანი) საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში.
გაკვეთილს ესწრებოდნენ:
სკოლის პედაგოგ-ორგანიზატორი ლალი ლამბრიანიძე,
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თინა ჩხეიძე
და მოსწავლეთა მშობლები.

2016 წლის 15 ოქტომბერს შედგა VIII, IX, X კლასის მოსწავლეთა ერთობლივი ექსკურსია კახეთში
(დამრიგებლები: ე. ბუცხრიკიძე, მ. ბექურიძე და მ. კორსაველი).
მათ მოინახულეს ძველი და ახალი შუამთა, იყალთოს აკადემია, ალავერდი და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში.

2016 წლის 1 ოქტომბერი - XI კლასი ექსკურსიაზე ყაზბეგში
(დამრიგებელი ეკა კაციტაძე).

მე-9, მე-10 და მე-11 კლასელთა ვიზიტი ექსპოჯორჯიაში

20 სექტემბერს, კერძო სკოლა ივერონის“ IX, X და XI კლასის მოსწავლეები, სკოლის ფიზიკის მასწავლებლის მაია გოგაძის ინიციატივით, ექსპოჯორჯიას ეწვივნენ. ვიზიტი მოიცავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზატორობით "მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016" საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა ,,ცერნი დღეს" და LHC ინტერაქტიული გვირაბის დათვალიერება, გაცნობასა და რეალურ-ვირტუალურ მონაწილეობას.
გამოფენამ საშუალება მისცა დამთვალიერებლებს წარმოდგენა შეექნათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე.
საამაყოა, რომ CERN -თან მჭიდროდ თანამშრომლობს და პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები.

2016 წლის 4 ივნისს შპს კერძო სკოლა „ივერონის" III კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე საგურამოში. მათ მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მოისმინეს გიდის საუბარი ქართველი მგოსნის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

Facebook