ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქ-ნმა ლია სართანიამ III კლასში წარმოადგინა ღია გაკვეთილი - Meet Ms. Springfield.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ნაცნობი და ახალი ლექსიკური ერთეულებისა და ფრაზების გამოყენებით ტექსტის მთავარი პერსონაჟის დახასიათება. მოსწავლეებმა აგრეთვე ისაუბრეს ინტერვიუსა და მისი წარმართვის შესახებ და ა.შ.
გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით (გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკის შექმნა, პოსტერის წარდგენა და ზეპირი პრეზენტაცია, როლური თამაში...)
გაკვეთილი იყო დინამიური, მოსწავლეებისათვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო.ანა კალანდაძის შემოქმედებას მიეძღვნა არაჩვეულებრივი ღონისძიება სახელწოდებით „ქარი გიმღერის ნანასა“, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ქ-ნ ირმა ალფაიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა VI კლასმა. მოსწავლეებმა მსმენელის წინაშე გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი პოეზია... ბავშვების მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა იყო დიდი განცდისა და ემოციის შემცველი. მადლობა ჩვენს პატარებს ქართული სიტყვის სიყვარულისათვის, მონიჭებული სიამოვნებისათვის...
დარბაზში მოულოდნელად გაისმა ბ-ნ ლევან ნიშნიანიძის მიერ წარმოთქმული პოეტური სტრიქონები, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი ემოცია შესძინა. დასასრულს ქ-ნმა ირმამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის და წაიკითხა საკუთარი ლექსი.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ. მზადების პროცესში კლასს გვერდში ედგა ისტ-ის მასწავლებელი ბ-ნი ლევან ნიშნიანიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ V კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია.ჩვენი საქართველოს მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა VI კლასის მოსწავლეებს სახალისო დავალება შეასრულებინა - ნასწავლი ცნებებისა და ტერმინების გამოყენებით საახალწლო მისალოცი ბარათების შედგენა.
კლასმა გამოავლინა გამარჯვებული. ესაა სანდრო დარსალია, რომელსაც გამარჯვებულის ვარსკვლავი გადაეცა.12 ნოემბერს VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში წარმოადგინეს საინტერესო კვლევა (მასწ.: ხ. გოცირიძე) სახელწოდებით: „ მოქმედებს თუ არა საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე“.
კვლევის მიზანი იყო: მოსწავლეებს დაედგინათ თუ როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ გაიაზრეს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორეული გამოყენებით (რეციკლინგი) შესაძლოა თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება. მოიძიეს ინფორმაცია და იმსჯელეს ნარჩენების სახეებზე, გადამუშავების ხერხებზე და მეორეული გადამუშავების შედეგებზე. მოსწავლეებმა პრეზენტაციისათვის შექმნეს და საინტერესოდ გააფორმეს ფორმატები.2021 წლის 19 ნოემბერს X კლასმა წარმოადგინა საინტერესო პროექტი სამოქალაქო განათლებაში (მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე). ტრეფიკინგი - ესაა თემა, რომელიც სკოლის ასაკიდან უნდა ჰქონდეს მოზარდს გათავისებული და ესმოდეს საფრთხის რეალობა. მოსწავლეთა პრეზენტაციიდან და შემდგომი საუბრიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დავალებას. მათ მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალა იყო მაქსიმალურად სრულყოფილი და მრავლისმომცველი. რამდენიმე მოსწავლე, ვინც საპატიო მიზეზით სკოლაში ვერ გამოცხადდა, გაკვეთილს დაესწრო დისტანციურად და ამ სახით შელო საკუთარი პროექტის წარმოდგენა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და სკოლის ორგანიზატორი.მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს ქართულ უძველეს დღესასწაულ ბერიკაობასთან;