„გაუფრთხილდი დედამიწას!“ - ასფალტზე ხატვა (I-IV კლ)
სიგელების გადაცემა
/სკოლის დირექცია/
2022 წლის 26 აპრილს სკოლა „ივერონში“ დასრულდა დედამიწის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასკოლო პროექტის კვირეული სახელწოდებით - „ეკოლოგიური პრობლემები“.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა 18 აქტივობა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია, მე და საზოგადოება, მოქალაქეობა/სამოქალაქო განათლება, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მონაწილეობა მიიღეს I-XI კლასების მოსწავლეებმა.
ყველა კლასი და ყველა მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა პროექტზე მუშაობას. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეკოლოგიური პრობლემები ნათლად წარმოეჩინათ და გაეცნობიერებინათ. მოსწავლეებს რა თქმა უნდა გვერდში ედგნენ საგნის მასწავლებლები.
სკოლა „ივერონი“ მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის დირექციას გაწეული საქმიანობისათვის, დახმარებისათვის და რაც მთავარია, იმ პრობლემის შეხსენებისათვის. რასაც ეკოლოგიური პრობლემა ჰქვია.
სასკოლო პროექტს „ეკოლოგიური პრობლემები“ რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაუვლია. განსაკუთრებით დასაფასებელია ის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა შეაგროვეს 300 კგ-მდე მაკულატურა და მისი ჩაბარებით მიღებული წიგნები საჩუქრად გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას, ხოლო პროექტის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ყვავილებით გაალამაზეს სკოლის ეზო.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი თავისი ნამუშევრებით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ დედამიწას გაფრთხილება უნდა!
ომი - უდიდესი ტრაგედიაა არა მარტო მონაწილე ქვეყნებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. უამრავი შეწყვეტილი სიცოცხლე - მებრძოლები, მოხუცები, ქალები, ბავშვები; დანგრეული და განადგურებული ქალაქები, სოფლები და ვინ მოთვლის კიდევ რა...
ომის დროს რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს ეკოლოგიურ პრობლემებზე.
ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ჩატარება იწვევს გარემოს განადგურებას. მაგალითად, მაღლა ასაფეთქებელმა იარაღმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს როგორც სახმელეთო საფარს, ისე ტყეებისა და მინდვრების მაცხოვრებლებს. მტრის დასამარცხებლად უმარტივესი გავრცელებული მეთოდია წყლის მოწამვლა და ხანძარი. ომში ტყეები მიზანშეწონილად ნადგურდება, რადგან ტყეები ნებისმიერ დროს ემსახურებოდა უსაფრთხო თავშესაფარს ჯარისათვის, რომლებიც პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ. ყველა ომის დროს განადგურდა ტყეები. შედეგად, ეს მიწები უმეტესწილად უდაბნოდ გადაიქცა. ამის კონკრეტული მაგალითია 1964—1975 წლებში მიმდინარე ვიეტნამის ომი.
ატომური იარაღის გამოყენების პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, შეიცვლება კლიმატი, ატმოსფეროში გაიფანტება ჭვარტლი, რომელიც დედამიწას მზის სინათლეს დაუფარავს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბირთვული ზამთარი მკვეთრად შეცვლიდა ოკეანეებს და სავარაუდოდ, გაანადგურებდა მარჯნის რიფებსა და საზღვაო ეკოსისტემას.
კიდევ ერთი მიზეზი არის უზარმაზარი სამარხები, რომლებიც დიდი ბრძოლის ადგილებზეა დარჩენილი. როდესაც ცხედრები იშლება, იქმნება შხამები, რომლებიც წვიმების ან მიწისქვეშა წყლით შედიან წყლის ობიექტებში. ეს შხამები ასევე ანადგურებენ ცხოველებს სამარხის ადგილზე. ამის მაგალითია 1380 წელს კულიკოვოს მინდორზე მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული 120 ათასი მებრძოლის სამარხი.
თუმცა, ქიმიური და ატომური იარაღის გამოყენების გარეშეც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ომმა ბუნებას. XIV საუკუნეში საქართველოში თემურ-ლენგის ლაშქრობებმა გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა საქართველოს: თემურ-ლენგის ბრძანებით გაიჩეხა ვენახები, ქერქი გააძრეს ხეებს: განსაკუთრებით თუთის ხეები გააჩანაგეს და აბრეშუმის ჭიას საკვები მოუსპეს.
არც ანტიკური სამყარო ყოფილა გამონაკლისი. რომაელებს ბუნების განადგურებაში დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაგალითად: ძვ. წ.-აღ 149-146 წლებში მიმდინარე III პუნიკურ ომში გამარჯვებულმა რომაელებმა კართაგენის ტერიტორია გადახნეს და ნაყოფიერ მიწაზე მარილი მოაყარეს. ეს მიწები უვარგისად იქცა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისათვის, არამედ მცენარეთა სახეობების უმეტესობის ზრდისთვის.
ეს საკითხები კონკრეტული მაგალითებით წარმოადგინეს IX კლასის მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში, რომლებიც სასკოლო პროექტში ფარგლებში მომზადდა. /ისტორია - ი. გარსენიშვილი/
სასკოლო პროექტის - „ეკლოგიური პრობლემები“ - ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე. ტყე დედამიწისათვის, დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისათვის, გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია...ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ბალანსის დონის განსაზღვრა. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე.
პროექტის მომზადების პერიოდში მოსწავლეებმა მოიძიეს საყურადღებო ინფორმაცია - ერთი ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქავს 13-17 ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 10-15 ტონა ჟანგბადს.
ასევე მოსწავლეებმა განსაზღვრეს, თუ რამდენი კგ ჟანგბადი ესაჭიროება ერთ ადამიანს წელიწადში. და რამდენი ადამიანის სამყოფ ჟანგბადს გამოყოფს წელიწადში 1ჰა ტყე. მოსწავლეებმა მარტივი გათვლებით დაადგინეს, რომ 1ჰა ტყე გამოყოფს დაახლოებით 78 - 118 ადამიანის სამყოფ ჟანგბადს.
განისაზღვრა 1 ჰა ტყე წლის განმავლობაში რამდენ ტონა (50-70 ტონა) მტვერს ფილტრავს. გამოთვალეს რამდენ ტონა მტვერს გაფილტრავს საქართველოს ტყეები მთლიანად.
/მათემატიკა - ნ. შაროვი/2022 წლის 20 აპრილს სასკოლო პროექტის ფარგლებში „ეკოლოგიური პრობლემები“ VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქიმიაში სახელწოდებით - „ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები“. პრეზენტაციაზე მათ ხაზგასმით ისაუბრეს ქიმიური დაბინძურებით გამოწვეულ საკმაოდ მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებზე. ესაა: სითბური ეფექტი, ოზონის შრის გამოფიტვა, მჟავა წვიმები. ასევე გავეცანით გარემოს მნიშვნელოვან დამაბინძურებლებს, ნავთობი, პესტიციდები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, მძიმე მეტალები (ტყვია და დარიშხანი), ნახშირბადის მონოოქსიდი, გოგირდისა და აზოტის ოქსიდები და სხვა. /ქიმია - თ. ბაკაშვილი/
„ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი“ - ჯონ ოდომონი.
რატომ უნდა იზრუნო გარემოზე? გარემოზე ზრუნვა ნიშნავს თუ არა ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას? რატომ აქვს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას არსებითი მნიშვნელობა გარემოს დაცვის საკითხებში და როგორ შეიძლება მეც შევიტანო წვლილი მათ გადაწყვეტაში? როგორ შეიძლება ნარჩენების სწორად მართვამ ხელი შეუწყოს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გასცეს პასუხი მე-7 კლასის მოსწავლეებმა ანიმაციური ფილმების - „ნარჩენების მართვა" და „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა" -ერთობლივად ნახვის შემდეგ. /მოქალაქეობა - ე. ბუცხრიკიძე/2022 წლის 19 აპრილს, სასკოლო პროექტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე „პლასტმასის ნარჩენები“. მათ დაწვრილებით ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც გამოწვეულია პლასტმასის ნივთების მოხმარებითა და შემდგომ ამ ნივთების უკონტროლო გადაყრით. ამის შედეგად ბინძურდება წყალი, ხმელეთი, ჰაერი... საბოლოოდ კი მივდივართ ურთულეს ეკოლოგიურ პრობლემებთან, რაც თავს შეგვახსენებს საკმაოდ ახლო მომავალში.
პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დააფიქრა ჩვენი მოსწავლეები იმაზე, რომ ყველა ჩვენგანის ვალია, რომ სწორედ დღეს ვიზრუნოთ ამ საკითხებზე და გადავდგათ რეალური ნაბიჯები პრობლემის შესაჩერებლად.
/ბიოლოგია - მასწ.: ა. მელისკაური/
სასკოლო პროექტის ფარგლებში VII კლასმა რუსულ ენაში წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით - „ეკოლიგიური პრობლემები ჩვენ ქალაქში." მათ გაგვაცნეს სტატისტიკური მონაცემები, ისაუბრეს ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეულ ადამიანთა წუხილზე. შეადგინეს დიაგრამა, რომელიც გამოხატავს ჟანგბადის და ოზონის პროცენტულ რაოდენობას ატმოსფეროში. მოიძიეს ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ. პროექტს ჰქონდა შემეცნებითი ხასიათი - მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. ვფიქრობთ, მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარებათ უკეთ გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გარემოზე ზრუნვა... რა შეიძლება მოჰყვეს გარემოს დაბინძურებას... რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის თანდათანობით დაძლევა. /ინტეგრირებული: რუსული ენა - მ. კორსაველი და მათემატიკა - ც. სოხაძე/