ღონისძიებები და პროექტები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან თვაურის  ხელმძღვანელობით 2023 წლის თებერვლის თვეში VI კლასთან განახორციელა სოციალური პროექტი სახელწოდებით „ეკოლოგიური საფრთხეები

    XXI  საუკუნეში სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს გარემოს დაცვის საკითხები . გარემოზე ზრუნვა, იმ  რისკების და საფრთხეების გააზრება რაც პლანეტას საფრთხეს უქმნის, დღევანდელი საზოგადოების ერთ- ერთ  უმნიშვნელოვანეს  საკითხს წარმოადგენს. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება მოსწავლეებში გარემოს დაბინძურების შედეგად მიღებული რისკების თავიდან აცილების საშუალება და წინაპირობაა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციას  გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ფაქტებზე და  გარემოს დანიძურების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებზე. დაასუფთავეს სკოლის ეზო. მათ განუვითარდათ ჯგუფური და თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევები. შექმნეს პლაკატი გარემოს დაბინძურების თემაზე და მოაწყობენ პრეზენტაცია სასკოლო სივრცეში.
ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი - მამა ლუკა სუპატაშვილი მიუხედავად დატვირთული განრიგისა ესტუმრა კერძო სკოლა „ივერონს“ - აკურთხა შენობა, დალოცა ჩვენი მოსწავლეები და სკოლის პედაგოგ-თანამშრომლები.

სკოლა „ივერონი“ XII კლასის მოსწავლეებს ულოცავს სკოლის დამთავრებას!

უსურვებს წარმატებებს და წინსვლას ცხოვრების ახალ სარბიელზე!  <3 <3 <3 

VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია  - „მუსიკა საბალეტო თეატრში“. მათ ისაუბრეს ბალეტის ჟანრის ისტორიის შესახებ, მუსიკისა და ქორეოგრაფიის როგორც გამოსახვის მნიშვნელოვან საშუალებებზე და სხვა მახასიათებლებზე.

მოკლედ მიმოიხილეს ქართული საბალეტო ხელოვნება - კომპოზიტორები, შემსრულებლები (ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი, ვ. ჭაბუკიანი). ასევე გაგვაცნეს ამერიკული საბალეტო ხელოვნებს ფუძემდებული - ჯორჯ ბალანჩინი.

2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრიდან სკოლა „ივერონში“ კიდევ ერთი კლუბი ამოქმედდა - ესაა ხელოვნების მოყვარულთა კლუბი. მოსწავლეთა გაერიანება აღნიშნულ კლუბში მოხდა რემდენიმე თვის წინ, მათი სურვილის საფუძველზე.  პირველ შეხვდრაზე მათ ისაუბრეს თავიანთი ინტერესებისა და გატაცებების შესახებ, ხელოვნების დარგებისადმი მათი სიყვარულის შესახებ...

ამჯერად კლუბი შეიკრიბა სკოლის ბიბლიოთეკაში, მონაწილეობდნენ VI, VII, XI კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები. მოსწავლებმა იხილეს ქართული მხატვრული ფილმი - „ხევისბერი გოჩა“ (1964 წ.).

ფილმის ჩვენებამდე, XI კლასის მოსწავლემ - კატო მერკვილიშვილმა, უმცროს მეგობრებს გააცნო ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების შინაარსი,  მთავარი პერსონაჟები, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რა როლს ასრულებს ფილმის შინაარსის გადმოცემაში მუსიკა, მხატვრობა, ქორეოგრაფიული ეპიზოდები, რომ აღარაფერი ითქვას ლიტერატურულ საფუძელსა და სამსახიობო ოსტატობაზე.

ფილმის ხილვის შემდეგ  მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს მთის კუთხეების მკაცრი ბუნების შესახებ, მთის მოსახლეობის შინაგან სამყაროზე, ხასიათზე, მათ ყოფაზე, ტრადიციებზე, ტრადიციების შენარჩუნების დადებით და უარყოფით მხარეებზე... მოსწავლეთა მოსაზრებები იყო საინტერესო, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოც კი, მაგრამ თითოეული მათგანი საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებდა საკუთარ მოსაზრებას.

შეხვედრა იყო ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი.
2023 წლის 03 მაისს I-V კლასების მოსწალეებმა უცხო ტექსტის გაცნობისა და გააზრების შემდეგ, უპასუხეს დასმულ კითხვებს. მათ ამ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი და გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები.
2023 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლა „ივერონის“ IX-X კლასების  მოსწავლეებმა, ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში (მოქალაქეობა - მასწ.: ე. ბუცხრიკიძე, ისტორია - მასწ.: ი. გარსენიშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მასწ.: ქ. თვაური) მოინახულეს ეროვნული მუზეუმი, საჯარო ბიბლიოთეკა და ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს, სადაც  შენობის დათვალიერების შემდეგ, დაესწრნენ პარლამენტის სხდომა. ჩვენს მოსწავლეებს სტუმრების რანგში მიესალმნენ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი და დამსწრე პარლამენტარები.
2023 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლა „ივერონის“ IX-X კლასების  მოსწავლეებმა, ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში (მოქალაქეობა - მასწ.: ე. ბუცხრიკიძე, ისტორია - მასწ.: ი. გარსენიშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მასწ.: ქ. თვაური) მოინახულეს ეროვნული მუზეუმი, საჯარო ბიბლიოთეკა და ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს, სადაც  შენობის დათვალიერების შემდეგ, დაესწრნენ პარლამენტის სხდომა. ჩვენს მოსწავლეებს სტუმრების რანგში მიესალმნენ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი და დამსწრე პარლამენტარები.
დედამიწის დღისადმი მიღვნილ კვირეულში ჩაერთო VII კლასი.  მოსწავლეებმა მოქალაქეობაში წარმოგვიდგინეს პროექტი - „ნარჩენების მართვა". მათ პლასმასის ბოთლებით დაამზადეს ძალიან  საინტერესო და სახალისო სათამაშოები. ამით დაგვანახეს, თუ  როგორ შეიძლება მეორე სიცოცხლე აჩუქო ნარჩენებს.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, IV ლასის მოსწავლეებმა  მე და საზოგადოებაში“  წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით  „გაუფრთხილდი გარემოს! გარემოს დაცვის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება აჩვენეს ნახატებით, მასწავლებელთან ერთად, ჯერ დაასუფთავეს სკოლის ეზოს გარკვეული ტერიტორია, შემდეგ კი საკლასო ოთახში მოაწყვეს თავიანთი ნახატების გამოფენა.

Facebook