ღონისძიებები და პროექტები
2022 წლის 09 დეკემბერს I-IV კლასების მოსწავლეებმა სკოლაში იხილეს თოჯინური მუსიკალური სპექტაკლი „ეზოში ავი ძაღლია“ (თეატრალური სტუდია - აისი 90“).

2022 წლის 26 ნოემბერს, სკოლა „ივერონის“  ორგანიზატორის ქ-ნ ლალი ლამბრიანიძის ხელმძღვანელობით  VI, IX, X  და XI  კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ  რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე „ძუნწი“ (გ. ერისთავის მიხედვით). სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია - გოჩა კაპანაძე,  მონაწილეობდნენ მსახიობები: ქეთი სვანიძე, ლელა ალიბეგაშვილი,  დათო უფლისაშვილი, ლევან ხურცია, სანდრო ღაღანიძე, კახა კუპატაძე.სპექტაკლმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.მოსწავლეებს ახლდნენ კლასის დამრიგებლები და დირექციის წარმომადგენლები.

„დაიცავით გარემო!!!“ - ესაა სახელწოდება  გრძელვადიანი პროექტისა მოქალაქეობაში, რომლის ინიციატორებიც არიან VIII კლასის მოსწავლეები (საგნის მასწავლებელი: ელისო ბუცხრიკიძე). პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში.

პროექტიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა კლასში ჩაატარეს მოკლე მიმოხილვითი პრეზენტაცია  ქაღალდის წარმოებასთან, მეორადი ქაღალდების გამოყენებასთან და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვასთან დაკავშირებით. მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, დაამზადეს და საკლასო ოთახებში განათავსეს მწვანე ყუთები, რომლებშიც მოსწავლეები უსარგებლო ქაღალდებს მოათავსებენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმები ძველ დროში პაპირუსის ქაღალდისა მიღებისა და დღესდღეობით მეორედი ქაღალდის გადამუშავების შესახებ.

პროექტის დასრულება გამიზნულია 2023 წლის აპრილში, რის შემდეგაც 22 აპრილს შეგროვილ მაკულატურას VIII კლასის მოსწავლეები მშობლების დახმარებით ჩააბარებენ შესაბამის პუნქტში, ხოლო სანაცვლოდ მიღებულ წიგნებს გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას. სკოლა „ივერონს“ ამის დიდი ხნის ტრადიცია აქვს და სასიხარულოა, რომ ტრადიცია კვლავ გრძელდება.

 

2022 წლის 28 ოქტომბერი სკოლა „ივერონში“ მიეძღვნა მოსწავლეთა ინტელექტუალურ თამაშს სახელწოდებით - „ტვინების ბრძოლა“.

სკოლაში დილიდან იგრძნობოდა ფუსფუსი, მზადება... შესაბამისად მოეწყო სათამაშო სივრცე - ბიბლიოთეკა...

ყველა გუნდს გამარჯვების მოპოვების დიდი სურვილი ჰქონდა...

თამაშში III- XI კლასების ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. იყო დიდი ემოციები: წაგებული გუნდების წევრთა ცრემლები, ხოლო გამარჯვებული გუნდების წევრების უსაზღვრო სიხარული და ბედნიერება.

გამარჯვებული გუნდები არიან:

პირველი ასაკობრივი კატეგორია (III-V კლ) - გუნდი „შევარდენი“ (IV კლ);

მეორე ასაკობრივი კატეგორია (VI-VIII კლ) - გუნდი  „საქართველო“ (VII კლ)

მესამე ასაკობრივი კატეგორია (IX-XI კლ) - გუნდი  „რუბიკონი“  (XI კლ)

 

თამაში განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა გუნდისათვის „ლომები“ (VII კლ), რომლსაც მხოლოდ 1 ქულა დააკლდა გამარჯვებამდე; და  ყველაზე პატარა მონაწილეებისათვის -  გუნდებისათვის „ცეცხლოვანი არწივები“ და „ლომები“ (III კლ). მათ გასამხნევებლად და  ცრემლების საპასუხოდ, დარბაზში გაისმა შეძახილები: „არწივები!!!“ „ლომები!!!“, რის შემდეგაც გუნდებმა „სძლიეს“ ემოციებს და განაგრძეს ბრძოლა გამარჯვებისათვის.

მიუხედავად ყველაფრისა,  ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან „ტვინების ბრძოლის“ მომდევნო სეზონს, რათა დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და  გამარჯვება მოიპოვონ.

რამდენიმე კითხვაზე გუნდების მიერ გაცემული პასუხები მართებულად ჩაითვალა მას შემდეგ, რაც  კომისიამ და თამაშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გააკეთა განმარტება.

გაწეული დახმარებისათვის, სკოლა დიდ მადლობას უხდის VI-XI კლასების ყველა მოსწავლეს, რომელთა დახმარებითაც წარიმართა თამაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კატო მერკვილიშვილის, გიორგი შარეიძის, ქეთი გობრონიძისა და ნინი ერისთავის თანადგომა, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტურს და ხელი შეუწყვეს მშვიდი და ობიექტური გარემოს შექმნას. 

VII კლასის მოსწავლის - ლუკა კობერიძის აქტიურმა ჩართულობამ და წარმატებამ „ტვინების ბრძოლის“ ოლიმპიადაში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - იგი 4 სერთიფიკატისა (3 - I ხარისხის, 1- II ხარისხის) და 3 დიპლომის მფლობელია:

სერთიფიკატები გადაეცა ქართულში, მათემატიკაში, ინგლისურსა და ზოგად ნაწილში წარმატებული ასპარეზობისათვის. დიპლომებზე კი ვკითხულობთ:

საქართველოს ჩემპიონი - 2022 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული;

რეგიონის ნაკრების გუნდის წევრი - 2022 წლის გაზაფხულის სეზონზე გუნდურად მიღწეული წარმატებისათვის;

2022 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალისტი, ოლიმპიადაში წერმატებული მონაწილეობისათვის.

ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას! მომავალში  კი ვუსურვებთ უფრო დიდ გამარჯვებებს.
  პირველი კლასის მოსწავლეთა ჩანახატები მუსიკის გაკვეთილზე ...
2022 წლის KINGS-ის  გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები არიან:  IV კლასის მოსწავლე -  არჩილ ხვინთელანი  (III ხარისხის დიპლომი) და V კლასის მოსწავლე -  გეგა ბურჯალიანი  (I ხარისხის დიპლომი). ვულოცავთ ჩვენს  მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!

2022 წლის 22 სექტემბერს სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა  გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის  პრეზენტაცია, რომლის ავტორიცაა მწერალი და ჟურნალისტი ქალბატონი ნინო რეხვიაშვილი. მასთან ერთად სკოლას სტუმრობდნენ ქ-ნი ლალი ჯაფარიძე - პროფესიით ექიმი და ქველმოქმედი და მისი ქალიშვილი, არაჩვეულებრივი  ქალბატონი ირმა ჯაფარიძე.შეხვედრაზე ქალბატონმა ნინომ გაიხსენა საინტერესო ეპიზოდები გალაკტიონის ცხოვრებიდან და  წაიკითხა მისი პოეზიის უკვდავი ნიმუშები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ VIII - XI კლასების მოსწავლეები, სკოლის დამფუძნებელი ქალბატონი ციცო ჯაფარიძე, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები.  ქალბატონმა ლალიმ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უსახსოვრა გალაკტიონის უბის წიგნაკი საინტერესო ჩანაწერებით...

Facebook