2025 წლის 27 ოქტომბერს, IV კლასის მოსწავლეებმა გახსნეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული (დამრ.: ლია კუკავა), რომელიც 31 ოქტომბრამდე გასტანს და მონაწილეობას მიიღებენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო აქტივობები, რომლებიც უკავშირდება ი. გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, II კლასის მოსწავლეებმა დავამზადეს წიგნები, რომლებიც საკუთარი ხელით გააფორმეს ნახატებით და ჩაწერეს გოგებაშვილის მინიატურული მოთხრობა "ზარმაცი და ბეჯითი" (დამრ.: ლალი ჯოხაძე). ასევე ისაუბრეს ი. გოგებაშვილზე, როგორც დედა ენის შემქმნელზე, გაიხსენეს და წარმოთქვეს ლექსები.
გაირბინა კიდევ ერთმა სასწავლო წელმა…
ჩვენმა პირველკლასელებმა მთელი წელი გულმოდგინედ იშრომეს კლასის დამრიგებელთან - ლალი ჯოხაძესთან, აღმზრდელებთან - ლამარა ჯიშკარიანთან და ნონა გოგუასთან ერთად. დღეს კი ისინი არაჩვეულებრივად წარსდგნენ მასწავლებლებისა და მშობლების შინაშე - საზეიმოდ „გააცილეს ანბანი“!
ბედნიერ დასვენებას და ხალისიან დღეებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ინტეგრირებულ ღონისძიებაზე: ,,ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა" (ქართული და ისტორია) XI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ვაჟა-ფშაველას ლირიკის ანთოლოგია; გუნდურად წაიკითხეს რამდენიმე ლექსი, ისტორიული ექსკურსის საშუალებით გაიხსენეს თავისუფლებისათვის ბრძოლის ეპიზოდები.
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დასჭირდა ხან იარაღით, ხან--კალმით. ბრძოლას კი, როგორც ჩანს., ყოველთვის ჰქონდა აზრი - დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. მოკლე ისტორიული ექსკურსით მოსწავლეებმა ქრონოლოგიურად წარმოადგინეს თავისუფლებისათვის ბრძოლის ეპიზოდები (მასწ.-ები: ე. კაციტაძე და ი. გარსენიშვილი)









