სკოლა „ივერონი“ მოსწავლეთა სასკოლო პროექტები და ღონისძიებები დასრულდა ყველაზე პატარა მონაწილეების გამოსვლით - ესენი არიან ჩვენი პირველკლასელები (დამრიგებელი: თამარ ჩაჩუა).
ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანის გაცილება“, ითვალისწინებდა სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას. როლური თამაშები კი მათ დაეხმარათ უკეთ გაეაზრებინათ ქართველი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამები მეგობრობაზე, ქართულ ენასა და სამშობლოს სიყვარულზე. პატარებმა ასევე გაგვანცვიფრეს საბავშვო სიმღერების საოცარი შესრულებით.
პირველკლასელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სკოლის დირექტორმა ბავშვებს გადასცა წამახალისებელი სიგელები სხვადასხვა ნომინაციებით. დასასრულს, დამსწრე მასწავლებლებმა, მშობლებმა და თავად მონაწილებმა, მაისურებზე გააკეთეს წარწერები სამახსოვრო სურვილებით!
ეს დღე ყოველთვის დაუვიწყარი იქნება მათთვის.სასწავლო წლის დასასრულს, VII კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო შემოქმედებითი საღამო წარმოგვიდგინეს. სკოლის ბიბლიოთეკაში ამჯერად მათ მოგვითხრეს დიდი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, წაიკითხეს წერილები და გაითამაშეს პატარა სცენები „ოთარაანთ ქვრივიდან“.
ღონისძიება შედგა მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით (ი. ალფაიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მ. თევზაძე - მეტყველების მასწავლებელი, მ. დარჩაშვილი - სკოლის დირექტორი).
მოსწავლეებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.სასწავლო წლის ბოლოს II კლასის მოსწავლეებმა სკოლის სცენაზე გააცოცხლეს ა. ტოლსტოის ზღაპრული სამყარო და „ბურატინოს თავგადასავალის“ პერსონაჟების როლები მოირგეს.
თავდაპირველად ბავშვებმა გულდასმით წაიკითხეს წიგნი, ისაუბრეს და გაითავისეს გმირები, შეიყვარეს პერსონაჟები. ბოლოს კი ნამდვილ მსახიობებად მოგვევლინენ... ჩვენმა პატარებმა ხელოვნების მასწავლებლის (ქ. თვაური) დახმარებით, გააფორმეს აფიშა სპექტაკისათვის და მოიწვიეს მშობლები და მასწავლებლები. სპექტაკლზე მუშაობდნენ კლასის დამრიგებელი - მ. კუბლაშვილი და მეტყველების მასწავლებელი - მ. თევზაძე.
ბავშვებმა უნაკლოდ შეასრულეს თავიანთი როლი და სიმღერები და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. მათთვის ეს დღე ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.