სკოლა „ივერონი“ მოსწავლეთა სასკოლო პროექტები და ღონისძიებები დასრულდა ყველაზე პატარა მონაწილეების გამოსვლით - ესენი არიან ჩვენი პირველკლასელები (დამრიგებელი: თამარ ჩაჩუა).
ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანის გაცილება“, ითვალისწინებდა სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას. როლური თამაშები კი მათ დაეხმარათ უკეთ გაეაზრებინათ ქართველი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამები მეგობრობაზე, ქართულ ენასა და სამშობლოს სიყვარულზე. პატარებმა ასევე გაგვანცვიფრეს საბავშვო სიმღერების საოცარი შესრულებით.
პირველკლასელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სკოლის დირექტორმა ბავშვებს გადასცა წამახალისებელი სიგელები სხვადასხვა ნომინაციებით. დასასრულს, დამსწრე მასწავლებლებმა, მშობლებმა და თავად მონაწილებმა, მაისურებზე გააკეთეს წარწერები სამახსოვრო სურვილებით!
ეს დღე ყოველთვის დაუვიწყარი იქნება მათთვის.სასწავლო წლის დასასრულს, VII კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო შემოქმედებითი საღამო წარმოგვიდგინეს. სკოლის ბიბლიოთეკაში ამჯერად მათ მოგვითხრეს დიდი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, წაიკითხეს წერილები და გაითამაშეს პატარა სცენები „ოთარაანთ ქვრივიდან“.
ღონისძიება შედგა მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით (ი. ალფაიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მ. თევზაძე - მეტყველების მასწავლებელი, მ. დარჩაშვილი - სკოლის დირექტორი).
მოსწავლეებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.სასწავლო წლის ბოლოს II კლასის მოსწავლეებმა სკოლის სცენაზე გააცოცხლეს ა. ტოლსტოის ზღაპრული სამყარო და „ბურატინოს თავგადასავალის“ პერსონაჟების როლები მოირგეს.
თავდაპირველად ბავშვებმა გულდასმით წაიკითხეს წიგნი, ისაუბრეს და გაითავისეს გმირები, შეიყვარეს პერსონაჟები. ბოლოს კი ნამდვილ მსახიობებად მოგვევლინენ... ჩვენმა პატარებმა ხელოვნების მასწავლებლის (ქ. თვაური) დახმარებით, გააფორმეს აფიშა სპექტაკისათვის და მოიწვიეს მშობლები და მასწავლებლები. სპექტაკლზე მუშაობდნენ კლასის დამრიგებელი - მ. კუბლაშვილი და მეტყველების მასწავლებელი - მ. თევზაძე.
ბავშვებმა უნაკლოდ შეასრულეს თავიანთი როლი და სიმღერები და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. მათთვის ეს დღე ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.სკოლა „ივერონის“ მათემატიკის მასწავლებელი ქ-ნი ნატო შაროვი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეიყვარონ მათემატიკა. ნატო მასწავლებელი ცდილობს, რომ მოსწავლეებმა მათემატიკური ამოცანებისა და მაგალითების გამოთვლების გარდა, დაინახონ ის საინტერესო და სახალისო „ოინები“, რომლებიც ამ საგნის ფარგლებში საკმაოდ გვხვდება. ეს იყო ინტერაქციური ღონისძიება, რომელშიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ასევე მაღალი კლასების მოსწავლეებიც.სახალისო გამოთვლების შემდეგ, IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი - „მათემატიკის გაკვეთილზე“.
სკოლა „ივერონმა“ საზეიმოდ აღნიშნა ბავშვათა დაცვის საერთაშორისო დღე!
სკოლის მიმდებარე სპორტულ მოედანზე ჩვენს მოსწავლეებს ელოდათ გასართობი პროგრამა.
ღონისძიება გახსნა კერძო სკოლა „ივერონის“ დამფუძნებელმა - ქალბატონმა ციალა ჯაფარიძემ. მისალმებისა და მილოცვის შემდეგ, მან სხვადასხვა აქტივობში გამარჯვებულ გუნდებსა და მოსწავლეებს გადასცა წამახალისებელი სიგელები.
ზეიმი გახსნეს ხელოვნების კოლეჯის ქორეოგრაფიული ანსამბლის - „დიდგორის“ მოცეკვავეებმა (ხელმძღვ.: ბ-ნი ნუგზარ ფალავანდიშვილი). მათ შეასრულეს ცეკვები: „ხორუმი“ და „ყაზბეგური“.
ხოლო კოლეჯის საესტრადო სიმღერის წრის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები (ხელმძღვ.: ნანა ჭავჭანიძე).
სტადიონზე გამოფენილი იყო კოლეჯის მოსწავლეთა ნამუშევრები - ნახატები (მასწ.: ანა ხარაშვილი) და თექის ნაკეთობები (მასწ.: ნატო ჟღენტი).
პროგრამის მეორე ნაწილი დაეთმო გასართობ აქტივობებს - მხიარულ სტარტებს. ჩვენი მოსწავლეების გართობაზე და მათ განწყობაზე იზრუნა ნიკა კლიმენკომ, რომელიც ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა. მას ეხმარებოდა ნინი, რომელმაც „მოხატა“ ჩვენი პატარები.
დღევანდელი დღის განწყობა დიდხანს გაჰყვებათ ჩვენს ბავშვებს.