ღონისძიებები და პროექტები
არდადეგების შემდეგ, სკოლაში გაგრძელდა მოსწავლეთა პრეზენტაციების
წარდგენა საახალწლო თემაზე. ამჯერად
V
კლასის მოსწავლეებმა მოკლედ მოგვითხრეს იმის შესახებ, თუ როგორ
ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში (მასწ.: ს.
მნათობიშვილი).
დაწყებითი კლასების მოსწავვლეებმა თავი მოიწონეს თოვლის ბაბუასთან -
იმღერეს, იცეკვეს და თქვეს საახალწლო თემაზე შექმნილი ლექსები.
ანიმატორებთან ერთად გული იჯერეს თამაშით და კარგადაც
გაერთნენ.
უცხოური ენების კლუბში VII კლასების მოსწავლეებმა წიკითხეს და იმსჯელეს ცნობილი მწერლის შარლოტა ბრონტეს ნაწარმოების შესახებ - „ჯეინ ეარი“ (ხელმძღ.: მ. დარჩაშვილი)
ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მიეძღვნა მადლიერების დღეს! ეს იყო ძალიან საინტერესო და აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი (მასწ.: ს. მნათობიშვილი და მ. ხაჩიძე)
XI კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე: „დიდი ბრიტანეთი“ (მასწ.: მ. ფარცხალაძე).










