ღონისძიებები და პროექტები

მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელები ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც მერხერბს შემოუსხდნენ და „ანა-ბანას“ შესწავლას შეუდგნენ, მათ დამსწრე მასწავლებლები და მშობლები განაცვიფრეს ამ ეტაპისათვის მიღებული ცოდნითა და შეძენილი უნარ-ჩვევებით. ეს იყოს შემაჯამებელი საახალწლო ვიქტორინა, რომელზედაც პატარებმა გამოამჟღავნეს მაქსიმალური ცოდნა და შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, მუსიკასა და ხელოვნებაში. კლასის დამრიგებელი და საგნის მასწავლებლები ეკრანზე პროექტორის საშუალებით წარმოდგენილ სახალისო კითხვებსა და დავალებებს აწვდიდნენ მოსწავლეებს, ისინი კი დიდი მონდომებითა და მაქსიმალური ჩართულობით სცემდნენ პასუხებს. მოსწავლეებმა შეასრულეს ასევე რამდენიმე ჯგუფური სამუშაოც. ე.წ. „მუსიკალური პაუზა“ კი  დაეთმო შესწავლილ საახალწლო სიმღერებსა და კარაოკე ცეკვას, რითაც ისინი კიდევ უფრო გახალისდნენ.

ვიქტორინას თვალს ვერ წყვეტდნენ მომღიმარი მშობლები, რომლებმაც დასასრულს გამოხატეს  მადლიერება დამრიგებლის, მასწავლებლების, აღმზრდელებისა და სკოლის მიმართ.

გამორჩეული დღე ჩვენს სკოლაში!  

21 ნოემბერს სკოლას ესტუმრა  ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი - ბატონი დავით სართანია.  

შეხვედრა ჩატარდა ისტორიისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა ისტორიის მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა.

სტუმარს მომზადებულები შეხვდნენ VIII კლასის მოსწავლეები   - მათ გულდასმით დაამუშავეს და შეისწავლეს ისტორიული ფაქტები ქართული მეცნიერების ფუძემდებლის,  დიდი ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებიდან.  მოსწავლეთა პრზენტაცია  გაცოცხლებული იყო  საინტერესო სლაიდებით.

მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს სიღრმისეულად გააცნო ის სირთულეები, რისი დაძლევაც მოუხდა ამ დიდ პიროვნებას ქართული მეცნიერების დასაბამისთვის, და რა გზა გაიარა მან საბოლოო მიზნების მისაღწევად.

ბ-ნმა დავითმა ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე, პიროვნულ ღირსებებზე... და, კვლავ და კვლავ იმ დიდ შრომებზე, რომლის ნაყოფიცაა დღეს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველ მეცნიერთა მიღწევები.

ხელოვნების მოყვარულთა კლუბში  20 ნოემბერს შედგა ორი საინტერესო შეხვედრა. პირველი მათგანი დაეთმო II – III კლასების მოსწავლეებს, რომლებმაც იხილეს ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“. ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა საუბარი და განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმი, ხელოვნების დარგის რომელი წარმომადგენლები ქმნიან მას, ვინ არის რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, მხატვარი, დეკორატორი და ა.შ. მულტფილმის ჩვენებისას გზადაგზა ყურადღება გამახვილებული იყო პერსონაჟთა ტიპაჟებზე, მათ თვისებებსა და მუსიკალურ გაფორმებაზე.

IV-VI კლასების მოსწავლეები კი გაეცვნენ ყველასათვის საყვარელი მსახიობის სესილია თაყაიშვილის შემოქმედებას და იხილეს ქართული მხატვრული ფილმი „თოჯინები იცინიან“. მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია XX საუკინის 60-იანი წლების თბილისის გარემომ - ქუჩებმა, სახლებმა, პერსონაჟების გარეგნობამ, ჩაცმულობამ, ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელმა ელემენტებმა და სხვა. სესილია თაყაიშვილთან ერთად მოსწავლეთა ყურადღება მიიპყრო ასევე სახელოვანმა მსახიობებმა - იპოლიტე ხვიჩიამ და ეროსი მანჯგალაძემ.

2023 წლის 17 ნოემბერს სკოლას ესტუმრა  საბავშვო თეატრი -  „აისი 90“. მათ ჩვენს მოსწავლეებს აჩვენეს თოჯინური სპექტაკლი:  „ერთგული მეგობარი“. სპექტაკლს ფონად გასდევდა ჩვენი ბავშვების ჟრიამული და შეძახილები. დასრულების შემდეგ კი პირველკლასელებმა სპექტაკლის გმირებთან  სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომთა სკოლის ეგიდით, შეთავაზების ფარგლებში, სკოლას ეწვია თსუ-ს პროფესორი, ასტროფიზიკოსი, ასტრონომი ბ-ნი შალვა საბაშვილი, რომელმაც ჩაატარა თემატური საუბრები ასტრონომიის, ჩვენი გალაქტიკის, კოსმოსისა და კოსმიური მოვლენების შესახებ. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. შეხვედრა ჩატარდა ორ ნაწილად - პირველ ნაწილში ბ-ნი შალვა შეხვდა  VI-VIII კლასების მოსწავლეებს, ხოლო მეორე ნაწილში  კი კოსმიურ მოვლენებზე საუბარი განაგრძო IX-XI კლასების მოსწავლეებთან.
2023 წლის 13 ნოემბერს VII კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში („გავუფრთხილდეთ გარემოს!“ - კომპლექსური დავალება), დაასუფთავეს სკოლის ეზოს გარკვეული ტერიტორია.
2023 წლის 13 ნოემბერს VII კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში („გავუფრთხილდეთ გარემოს!“ - კომპლექსური დავალება), დაასუფთავეს სკოლის ეზოს გარკვეული ტერიტორია.

Facebook