ღონისძიებები და პროექტები
V კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტს მიუძღვნეს გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მათ შეასრულეს ჯგუფური სამუშაო და განიხილეს საკითხები: სწორი კვება, პირადი ჰიგიენა, მავნე ჩვევები, ფიზიკური აქტივობა, უსაფრთხო გარემო. ბავშვებმა ისაუბრეს აღნიშნულ საკითხებზე და შეასრულეს ნახატები სწორ კვებაზე, მავნე ჩვევებზე, პირად ჰიგიენაზე, უსაფრთხო გარემოზე.

პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ VIII-XII კლასების მოსწავლეებთან დაგეგმა ესეების პრეზენტაცია თემაზე „იზრუნე ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივე სიცოცხლე“.მოსწავლეებმა არჩევანი გაკეთეს ნარკომანიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე - სპორტი თუ ნარკოტიკები... ეს ის გზებია, რომლის არჩევანსაც აკეთებს ახალგაზრდობა... ორივე მათგანი ჯანმრთელობას უკავშირდება - პირველი მათგანი აკაჟებს ორგანიზმს, ხოლო მეორე - ყოველმხრივ ანგრევს მას!მოსწავლეებმა ნაშრომებში ნათლად წარმოაჩინეს  ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები, მოიყვანეს რეალური მაგალითები, ისაუბრეს პრევენციის გზებზე და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

სასკოლო  ღონისძიების ფარგლებში სახელწოდებით - „იზრუნე ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივე სიცოცხლე“,   მე და საზოგადოებაში  III  კლასის  მოსწავლეებმა საგნის მასწავლებელთან ერთად (ე. ბუცხრიკიძე),  განვიხილეს   ჯანსაღი ცხოვრების  წესები, ისაუბრეს   მათი  დაცვის   მნიშვნელობაზე,  იხილეს ანიმაციური ფილმი “ჯანსაღი  ცხოვრების წესები“.  ამის  შემდეგ თითოეულმა   მათგანმა  ისაუბრა   როგორ ზრუნავს თავის  ჯანმრთელობაზე, სპორტის  რომელი სახეობით არის  დაკავებული, ან აპირებს  უახლოეს  მომავალში  დაკავდეს სპორტით, როგორი სახის  საკვების  ხშირად  მიღებას ერიდება და ა.შ.

ამასთან დაკავშირებით   მოსწავლეებმა  შექმნეს   პოსტერი, სადაც  მოუწოდებენ  თანატოლებს თუ  როგორ  უნდა  იზრუნონ საკუთარ  ჯანმრთელობაზე.

წიგნის კითხვის პოპულარიზააცის მიზნით,  სკოლაში l-lVკლასებში ჩატარდა წიგნის საჯარო კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისხიება. მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის ბიბლიოთეკარს ქ-ნ დიანა თოდრიას, რომელმაც ისაუბრა წიგნიერების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე. საინტერესოდ მიმოიხილა და ვიდეოჩვენება მოაწყო მსოფლიოში ცნობილი უდიდესი ბიბლიოთეკების შესახებ, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან.

შეხვედრაზე დაიგეგმა მოსწავლეთა წაყვანა მედიაბიბლიოთეკაში. სადაც დიდი სიხარულით გვიმასპინძლებს ქ-ნი დიანა. აქტივობა განხორციელდება უახლოეს მომავალში.

2025 წლის 22 დეკემბერს X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „მუსიკათარაპია“ (პროექტული სწავლება მუსიკაში - მასწ.: ნანა ჭავჭანიძე)

Facebook