იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - "ბერიკაცი და ნამყენი" გავლის შემდეგ, II კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხე (დამრ.: ლალი ჯოხაძე). ნერგმა თუ გაიხარა, სკოლის დამთავრებამდე ჩვენი პატარები მოესწრებიან ხის ნაყოფს.
სადამრიგებლო საათის ფარგლებში, VI-VII კლასების დამრიგებელთა ინიციატივით მოსწავლეებმა მოინახულეს „ბარამბოს“ საწარმო, სადაც მზადდება მათთვის საყვარელი - შოკოლადის, კარამელისა და ვაფლის პროდუქცია. ასევე მოინახულეს ნაყინის ჩამოსასხმელი დარბაზი, რომელიც სეზონიდან გამომდინარე, არ ფუნქციონირებდა. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ფაბრიკა, მოიხიბლენ მისი სიდიდითა და მომზადების პროცესით. საწარმომ ყველა ვიზიტორი დაასაჩუქრა ტკბლეულით, სიგელებითა და სტიკერებით.
14 ნოემბერს ყველა ბავშვისა და ზრდასრულის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა! ალბათ, ბავშვობაში, უმეტესი ჩვენგანის პირველი წაკითხული სქელყდიანი წიგნი „პეპი გრძელწინდა“ იყო. თუმცა, ასტრიდთან ურთიერთობა ბავშვობაში არ სრულდება. იგი გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან ამ წიგნში ყოველთვის მოიძებნება რაღაც ახალი, რაღაც ისეთი, რაც სულს ათბობს. იმ გიჟურ სამყაროში, სადაც ცხოვრება გვიწევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა პატარ-პატარა ჯადოსნობების, სიკეთისა და სილამაზის ძალა იგრძნონ. დღეს ამ პატარა - დიდმა ადამიანებმა პეპის სამზარეულოს კარი შეაღეს... თავიანთი ხელით გამოაცხვეს ორცხობილები და ერთი დღით იმოგზაურეს ისეთ ზღაპრულ სამყაროში, რომლის კარსაც თუ ერთხელ შეაღებ, უკან აღარასოდეს გაგიშვებს
გასულ სასწავლო წელს გაზაფხულის სეზონზე „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ტურში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
















